გაჩეჩილაძეების ოჯახი რატი გაჩეჩილაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რატი გაჩეჩილაძის ძმამ, გიორგი გაჩეჩილაძემ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მაშინ განუცხადა, როდესაც ძმას პირადი მოხმარების ნივთები მიუტანა.
გიორგი გაჩეჩილაძემ ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ არ სურდა ჟურნალისტებთან საუბარი.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება გაჩეჩილაძეს "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.