პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიძლება კიბოს თავიდან არიდება - პროფესორი რემა ღვამიჩავა გირჩევთ
როგორ შეიძლება კიბოს თავიდან არიდება - პროფესორი რემა ღვამიჩავა გირჩევთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მა­ტუ­ლობს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი. ეს ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა არა მარ­ტო პა­ცი­ენტს იწი­რავს, უმ­ძი­მე­სი სტრესს აყე­ნებს ოჯახს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ობ­ლად რჩე­ბი­ან. ვფიქ­რობთ, მშობ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ბევ­რი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლია. სკრი­ნინგ ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, პრო­ფე­სორ რემა ღვა­მი­ჩა­ვას ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ. იგი გვირ­ჩევს, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ამ ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა.

- ბოლო დროს ექი­მე­ბის­გან ხში­რად გვსმე­ნია, რომ კიბო აღარ არის გა­ნა­ჩე­ნი... არა­და აშ­კა­რად ვხე­დავთ, რომ ამ სენს თით­ქმის ვე­რა­ვინ გა­და­ურ­ჩა. გაგ­ვი­მარ­ტეთ, რას გუ­ლის­ხმო­ბენ ექი­მე­ბი ფრა­ზა­ში, "კიბო აღარ არის გა­ნა­ჩე­ნი".

- ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი. ეს გახ­ლავთ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს ხან­გრძლივ მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ვა­დას­ხვა მე­თო­დით ან უხ­ში­რე­სად მათი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბით (ქი­რურ­გია, რა­დი­ო­თე­რა­პია და მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი თე­რა­პია). და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი კიბო სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბა­დია ისე­ვე, რო­გორც უმე­ტე­სი სხვა და­ა­ვა­დე­ბა, ხოლო და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბულ სტა­დი­ა­ზე გა­მოვ­ლე­ნი­სას გან­კურ­ნე­ბის შან­სი ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის დროს მე­ტად მცი­რეა. სამ­წუ­ხა­როდ დღემ­დე კიბო არის ის დი­აგ­ნო­ზი, რო­მელ­საც პა­ცი­ენტს ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ უმ­ხე­ლენ. ამ დი­აგ­ნოზს უმა­ლა­ვენ ახ­ლობ­ლებს და კო­ლე­გებ­საც. შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის გარ­შე­მო ბევ­რი გან­კურ­ნე­ბუ­ლი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტი ცხოვ­რობს, რო­მელ­თა რე­ა­ლუ­რი დი­აგ­ნო­ზი და მათი გან­კურ­ნე­ბის ფაქ­ტი მხო­ლოდ უახ­ლო­ეს­მა გა­რე­მოც­ვამ იცის. ისი­ნი კი, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, ამ ფაქტს არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ.

- ბევ­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვახ­სოვს, როცა სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი თურ­ქე­თის, ის­რა­ე­ლის, გერ­მა­ნი­ის კლი­ნიკ­ლებ­ში გა­დაჰ­ყავთ... რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვთ ამ კლი­ნი­კებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით, ჩვენ რა­ტომ ვერ ვეხ­მა­რე­ბით ამ ადა­მი­ა­ნებს, რა არის ამის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი და რაში ჭირ­დე­ბათ ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტებს დახ­მა­რე­ბა?

- ბევ­რი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნი­და­ნაც მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი სხვა ქვე­ყა­ნა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ასე­თი ვი­თა­რე­ბა გვაქვს: ჩვენ­თან სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ონ­კო­პა­თო­ლო­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბა ბევრ სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ზე გა­და­ნა­წილ­და. (ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბით დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­კო­პა­თო­ლო­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბის ნე­ბარ­თვა გა­აჩ­ნია 80-ზე მეტ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას). არა­და ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ მიდ­გო­მას - როცა ონ­კო­ლო­გი­ის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა თავ­მოყ­რი­ლია ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ­თან იყო ასე­თი მძლავ­რი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი (პროფ. ა.ღვა­მი­ჩა­ვას სახ. ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრი), რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არა­სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბის გამო დღეს და­სუს­ტე­ბუ­ლია. პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნელ-ნელა გან­ვი­თარ­და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც და­ი­წყო ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა. მათი ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლია ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბა­თა მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. ჩემი მო­საზ­რე­ბით კი სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რით ერთი მო­თა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უნდა გაძ­ლი­ერ­დეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ არა­ერ­თი ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მუ­შა­ობს, რომ­ლებ­საც ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

როგორ შეიძლება კიბოს თავიდან არიდება - პროფესორი რემა ღვამიჩავა გირჩევთ

როგორ შეიძლება კიბოს თავიდან არიდება - პროფესორი რემა ღვამიჩავა გირჩევთ

საქართველოში კატასტროფულად მატულობს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ეს ვერაგი დაავადება არა მარტო პაციენტს იწირავს, უმძიმესი სტრესს აყენებს ოჯახს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც ობლად რჩებიან. ვფიქრობთ, მშობლის ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას ამ დაავადებასთან მიმართებაში ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ რემა ღვამიჩავას ამ დაავადებაზე ვესაუბრეთ. იგი გვირჩევს, თუ როგორ შეგვიძლია ამ ვერაგი დაავადების თავიდან არიდება.

- ბოლო დროს ექიმებისგან ხშირად გვსმენია, რომ კიბო აღარ არის განაჩენი... არადა აშკარად ვხედავთ, რომ ამ სენს თითქმის ვერავინ გადაურჩა. გაგვიმარტეთ, რას გულისხმობენ ექიმები ფრაზაში, "კიბო აღარ არის განაჩენი".

- ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება ნამდვილად არ არის სასიკვდილო განაჩენი. ეს გახლავთ სერიოზული დაავადება, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას სახვადასხვა მეთოდით ან უხშირესად მათი კომბინირებული გამოყენებით (ქირურგია, რადიოთერაპია და მედიკამენტოზური თერაპია). დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი კიბო სრულად განკურნებადია ისევე, როგორც უმეტესი სხვა დაავადება, ხოლო დაავადების გავრცელებულ სტადიაზე გამოვლენისას განკურნების შანსი ნებისმიერი დაავადების დროს მეტად მცირეა. სამწუხაროდ დღემდე კიბო არის ის დიაგნოზი, რომელსაც პაციენტს ოჯახის წევრები არ უმხელენ. ამ დიაგნოზს უმალავენ ახლობლებს და კოლეგებსაც. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის გარშემო ბევრი განკურნებული ონკოპაციენტი ცხოვრობს, რომელთა რეალური დიაგნოზი და მათი განკურნების ფაქტი მხოლოდ უახლოესმა გარემოცვამ იცის. ისინი კი, გასაგები მიზეზების გამო, ამ ფაქტს არ ასაჯაროებენ.

- ბევრი გახმაურებული შემთხვევა გვახსოვს, როცა სიმსივნით დაავადებულები თურქეთის, ისრაელის, გერმანიის კლინიკლებში გადაჰყავთ... რა უპირატესობები აქვთ ამ კლინიკებს საქართველოსთან შედარებით, ჩვენ რატომ ვერ ვეხმარებით ამ ადამიანებს, რა არის ამის კონკრეტული მიზეზი და რაში ჭირდებათ ქართველ სპეციალისტებს დახმარება?

- ბევრი ევროპული ქვეყნიდანაც მიემგზავრებიან პაციენტები სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ. საქართველოში კი ასეთი ვითარება გვაქვს: ჩვენთან სხვადასხვა მიზეზის გამო ონკოპათოლოგიის მკურნალობა ბევრ სხვადასხვა კლინიკაზე გადანაწილდა. (ჩემი მონაცემებით დღეს საქართველოში ონკოპათოლოგიის მკურნალობის ნებართვა გააჩნია 80-ზე მეტ დაწესებულებას). არადა ონკოპაციენტების მკურნალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მულტიდისციპლინურ მიდგომას - როცა ონკოლოგიის ყველა მიმართულება თავმოყრილია ერთ დაწესებულებაში და ამ მიმართულების სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ წლების განმავლობაში. ჩვენთან იყო ასეთი მძლავრი ონკოლოგიური ეროვნული ცენტრი (პროფ. ა.ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ცენტრი), რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღების გამო დღეს დასუსტებულია. პარალელურად, საქართველოში ნელ-ნელა განვითარდა სხვა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც დაიწყო ონკოპაციენტების მკურნალობა. მათი ტექნიკური ბაზის თანამედროვე აღჭურვის მიუხედავად, თითოეული მათგანი სპეციალიზირებულია ონკოდაავადებათა მხოლოდ გარკვეული პათოლოგიების მკურნალობაზე. ჩემი მოსაზრებით კი სახელმწიფოს მხარდაჭერით ერთი მოთავე დაწესებულება უნდა გაძლიერდეს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ არაერთი ასეთი სერიოზული სამედიცინო დაწესებულება მუშაობს, რომლებსაც ონკოპაციენტების მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

განაგრძეთ კითხვა

"სამი შვილი მყავს და ცოლი - აღარ..." - რას ჰყვება წლების შემდეგ სცენაზე დაბრუნებული "ყიფო" პირადსა და "საქართველოს ვარსკვლავზე"

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(GAPD) მიერ, თბილისში, რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

პური, ხორცი, ხილი, ბოსტნეული, რძე, თევზეული და ტკბილეული გაძვირდა