პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"12-ში სავსემთვარეობა გვექნება კირჩხიბის ზოდიაქოში" - ასტროლოგები უახლოეს დღეებთან დაკავშირებით გვაფრთხილებენ
"12-ში სავსემთვარეობა გვექნება კირჩხიბის ზოდიაქოში" - ასტროლოგები უახლოეს დღეებთან დაკავშირებით გვაფრთხილებენ

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის შე­სა­ხებ გვაფრ­თხი­ლებს და "ფე­ის­ბუ­ქით" სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს გვი­ზი­ა­რებს:

"მომ­დევ­ნო 7 დღე საკ­მა­ოდ მა­რა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში ესაა მერ­კუ­რის მიერ მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლა და უკუს­ვლი­თი­დან პირ­და­პირ სვლა-გეზ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, 12 იან­ვარს მერ­კუ­რი იც­ვლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­საც. ამა­ვე დღეს, ანუ 12-ში სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში.

არის კი­დევ სხვა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი პლა­ნე­ტებს შო­რის, რა­ზე­დაც ახლა თან­მიმ­დევ­რუ­ლად ვი­სა­უბ­რებ.

მთელ ამ პე­რი­ოდს სა­ერ­თო ფო­ნად მი­უყ­ვე­ბა მზი­სა და პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა, რო­მე­ლიც და­ძა­ბულ ას­პექ­ტებს აკე­თებს ურან­თან და იუ­პი­ტერ­თან, და ჰქმნის სამ­კუ­თხედს, რო­მელ­საც ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ტაუ-კვად­რატს ვე­ძა­ხით და საკ­მა­ოდ რთულ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვა. თუმ­ცა ერ­თგვარ გან­მუხ­ტვას ამ ფი­გუ­რას უკე­თებს მარ­სი, რო­მე­ლიც და­ძა­ბუ­ლო­ბის წვე­როს­თან ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტშია და შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას-მე­ხამ­რი­დის როლს ას­რუ­ლებს.

ეს შე­საძ­ლოა იყოს ჩვე­ნი ან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლი კონ­ტრო­ლი გა­უ­წი­ონ გარ­შე­მომ­ყო­ფებს, იქო­ნი­ონ მათ­ზე ძლი­ე­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა. თუმ­ცა თუ პი­რად რუ­კა­ში ამ პე­რი­ოდ­ში ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი ჭარ­ბობს, აქ შე­საძ­ლოა გაჩ­ნდეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი შან­სე­ბი თქვე­ნი ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გა­მო­საკ­ვე­თად, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, პი­რად სა­კი­თხებ­ზეც საკ­მაო გავ­ლე­ნას ვიგ­რძნობთ, რად­გან პლუ­ტო­ნი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი იმ­პულ­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი პლა­ნე­ტაა. თუმ­ცა მას ასე­ვე შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნებს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის წარ­მოქ­მნაც. ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენს ნე­ბის­ყო­ფა­ზე, თავ­შე­კა­ვე­ბა­ზე, თვით­კონ­ტრო­ლოს უნარ­ზე.

მო­ცე­მუ­ლი კვი­რა სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც მე­ტად სა­ხი­ფა­თოა და ეცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოთ გზებ­ზე.

ეს პე­რი­ო­დი შე­საძ­ლოა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს უფრო ვერ­ძე­ბი­სათ­ვის და კირჩხი­ბე­ბის­თვის, ნა­წი­ლობ­რივ სას­წო­რე­ბის­თვი­საც. უფრო ნა­ყო­ფი­ე­რად და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის სა­სარ­გებ­ლო შე­დე­გე­ბით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ - თევ­ზებს, მო­რი­ე­ლებს, კუ­რო­ებ­სა და ქალ­წუ­ლებს.

რო­გორც უკვე ვახ­სე­ნეთ, მერ­კუ­რი იც­ვლის მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც და ნი­შან­საც. რა ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ეს ჩვენ­ზე?

დიახ, 9 იან­ვრი­დან მერ­კუ­რი დი­რექ­ტუ­ლი გახ­დე­ბა და ის გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი რომ­ლე­ბიც მისი რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბის დროს გვქონ­და, მო­იხ­სნე­ბა დღის წეს­რი­გი­დან. კონ­კრე­ტუ­ლად კი, უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ზე ხე­ლის­მო­წე­რა, ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა, ელექტრო-სა­ქო­ნე­ლის ყიდ­ვა, ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გაბ­მა ...

მას მერე, რაც მერ­კუ­რი პირ­და­პირ სვლას და­უბ­რუნ­დე­ბა, შე­ამ­ჩნებთ რომ ბო­ლოდ­როს შე­მოჩ­ვე­უ­ლი გულ­მა­ვი­წყო­ბა და გა­ფან­ტუ­ლო­ბა თავს და­გა­ნე­ბებთ, რად­გან ესეც მისი რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

თუმ­ცა, მათ ვინც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მერ­კუ­რის უკუს­ვლი­თო­ბა და ჩვე­ნი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად იმ პე­რი­ოდ­ში მა­ინც შე­ი­ძი­ნა ტექ­ნი­კა, მო­ა­წე­რა სა­ბუ­თებს ხელი და ასე შემ­დეგ, შე­საძ­ლოა უკვე ახლა, მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დგომ, აღ­მო­ა­ჩი­ნონ დე­ფექ­ტე­ბი, გა­უ­მარ­თა­ო­ბე­ბი, შეც­დო­მე­ბი. და საკ­მაო ენერ­გი­ის და დრო­ის და­ხარ­ჯვა მო­უ­წი­ოთ ამ ხარ­ვე­ზე­ბის გას­წო­რე­ბის­თვის.

აქვე უნდა ით­ქვას, რომ ეს ეხე­ბათ მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც პი­რად რუ­კა­ში მერ­კუ­რი დი­რექ­ტუ­ლი ჰყავთ. მათ­თვის ვი­საც ეს პლა­ნე­ტა უკუს­ვლი­თი ჰყავთ, გან­ვლი­ლი 3 კვი­რი­ა­ნი პე­რი­ო­დი იყო სწო­რედ ნა­ყო­ფი­ე­რი. და ახლა მერ­კუ­რის მომ­დევ­ნო რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბამ­დე მო­უ­წევთ დაც­და. ეს კი აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბი­დან იქ­ნე­ბა...

რაც შე­ე­ხე­ბა მერ­კუ­რის მიერ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის შეც­ვლას, რო­მე­ლიც 12 იან­ვარს მოხ­დე­ბა, ესეც მნიშ­ვნე­ლო­ვან კვალს და­ტო­ვებს ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე და ამი­ტომ, ცხა­დია, კარ­გია ვი­ცო­დეთ თუ რას უნდა ვე­ლო­დეთ..

საქ­მე იმა­შია, რომ ფაქ­ტი­უ­რად მთე­ლი დე­კემ­ბრის თვის მან­ძილ­ზე მერ­კუ­რი უკვე მოძ­რა­ობ­და თხისრქა­ში ჯერ დი­რექ­ტუ­ლად ხოლო შემ­დეგ უკუს­ვლით, სწო­რედ ამ უკუს­ვლი­თი მოძ­რა­ო­ბი­სას და­ტო­ვა თხისრქა და 7 იან­ვარს დრო­ე­ბით წინა ნი­შან­ში - მშვილ­დო­სან­ში გა­და­ვი­და, თუმ­ცა მისი იქ ყოფ­ნა მხო­ლოდ 12 იან­ვრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. და შემ­დეგ ისევ თხისრქა­ში გა­აგ­რძე­ლებს თა­ვის მოგ­ზა­უ­რო­ბას.

მშვილ­დოს­ნის ნი­შა­ნი მერ­კუ­რი­სათ­ვის ფრი­ად არა­კომ­ფორ­ტუ­ლია. ას­ტრო­ლო­გი­ურ ტერ­მინს თუ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ის აქ გა­ძე­ვე­ბას გა­ნიც­დის. ამას თუ რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბას და­ვუ­მა­ტებთ, უნდა მივ­ხვდეთ რომ ეს ერთი კვი­რა ძა­ლი­ან არა­ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, კო­მერ­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად და, რა თქმა უნდა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვი­საც. გან­სა­კუთ­რე­ბით არა­ე­ფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ამ თვალ­საზ­რი­სით 7 იან­ვრის სა­ღა­მო და 8 იან­ვა­რი მთლი­ა­ნად. რად­გან ვიდ­რე შე­მობ­რუ­ნე­ბო­დეს მერ­კუ­რი სრუ­ლი­ად ანე­ლებს სვლას და სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ხდე­ბა. ამ დროს ჩვე­ნი გო­ნე­ბაც თით­ქოს გა­ჩე­რე­ბუ­ლია და ცხა­დია ეს არაა დი­დად სა­ხარ­ბი­ე­ლო... აქვე ისიც მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ 11-დან 16 იან­ვრის ჩათ­ვლით, ეს პლა­ნე­ტა ე. წ. შახ­ტა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, ანუ არ გა­ა­კე­თებს არ­ცერთ ას­პექტს სხვა პლა­ნე­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ასე­ვე არაა წარ­მა­ტე­ბე­ბის სა­წინ­და­რი.

აი, უკე 16 იან­ვრის მერე მოგ­ვე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა ვი­აზ­როვ­ნოთ მეტი ან­გა­რი­ში­ა­ნო­ბით, წინ­და­ხე­დუ­ლე­ბით, სა­უბ­რებ­ში გა­მო­იკ­ვე­თე­ბა უფრო მეტი კონ­კრე­ტი­კა შე­დე­გად ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბიც უფრო გათ­ვლი­ლი და ოპ­ტი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

და ბო­ლოს - სას­ვემ­თვა­რე­ო­ბა...

წლის პირ­ვე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა შედ­გე­ბა 12 იან­ვარს თბი­ლი­სის დრო­ით 15:33 წუთ­ზე, რო­დე­საც თხისრქა­ში მყოფ მზეს­თან ოპო­ზი­ცი­ა­ში მოვა კირჩხიბ­ში მყო­ფი მთვა­რე. თუმ­ცა, რო­გორც იცით სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ზე­გავ­ლე­ნა ჯერ კი­დევ მის წინა დღეს - 11-ში და­ი­წყე­ბა და 13-მდე გას­ტანს.

კირჩხიბს მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მარ­თავს თა­ვად მთვა­რე, ამი­ტომ რო­დე­საც სავ­სემ­თვა­რე­ობს მის სა­კუ­თარ ნი­შან­ში გა­დის, მთვა­რის ძალა ათ­კეც­დე­ბა. კირჩხი­ბი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ჩვენს ჭერ­ზე, ოჯახ­ზე, გვარ­ზე. ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ში ური­გო არ იქ­ნე­ბა, თუ რჩე­ვე­ბი­სათ­ვის და მხარ­დჭე­რი­სათ­ვის ოჯა­ხის წევ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მივ­მარ­თავთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი ეხე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნას, შვი­ლოს­ნო­ბის სა­კი­თხებს, ან ოჯა­ხის წევ­რებ­თან არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, შე­გიძ­ლი­ათ დახ­მა­რე­ბა თვი­თონ მთვა­რე­საც სთხო­ვოთ. ეს ასე­ვე კარ­გი დროა სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბის­თვის, ლოც­ვის­თვის, მე­დი­ტი­რე­ბი­სათ­ვის, კირჩხიბ­ში სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ დამ­ცა­ვი ამუ­ლე­ტე­ბის და თი­ლის­მე­ბის და­სა­მუხ­ტა­ვად.

ფე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პე­რი­ოდ­ში მა­გი­ურ ძა­ლას იძე­ნენ - არის თეთ­რი, ბაცი ნაც­რის­ფე­რი და ვერ­ცხლის­ფე­რი".

"12-ში სავსემთვარეობა გვექნება კირჩხიბის ზოდიაქოში" - ასტროლოგები უახლოეს დღეებთან დაკავშირებით გვაფრთხილებენ

"12-ში სავსემთვარეობა გვექნება კირჩხიბის ზოდიაქოში" - ასტროლოგები უახლოეს დღეებთან დაკავშირებით გვაფრთხილებენ

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების შესახებ გვაფრთხილებს და "ფეისბუქით" სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:

"მომდევნო 7 დღე საკმაოდ მარავალფეროვანი ასტროლოგიური მოვლენებითაა დატვირთული. პირველ რიგში ესაა მერკურის მიერ მიმართულების შეცვლა და უკუსვლითიდან პირდაპირ სვლა-გეზზე დაბრუნება. გარდა ამისა, 12 იანვარს მერკური იცვლის ზოდიაქოს ნიშანსაც. ამავე დღეს, ანუ 12-ში სავსემთვარეობა გვექნება კირჩხიბის ზოდიაქოში.

არის კიდევ სხვა, მნიშვნელოვანი ასპექტები პლანეტებს შორის, რაზედაც ახლა თანმიმდევრულად ვისაუბრებ.

მთელ ამ პერიოდს საერთო ფონად მიუყვება მზისა და პლუტონის შეერთება, რომელიც დაძაბულ ასპექტებს აკეთებს ურანთან და იუპიტერთან, და ჰქმნის სამკუთხედს, რომელსაც ასტროლოგიაში ტაუ-კვადრატს ვეძახით და საკმაოდ რთულ კონფიგურაციად მიიჩნევა. თუმცა ერთგვარ განმუხტვას ამ ფიგურას უკეთებს მარსი, რომელიც დაძაბულობის წვეროსთან ჰარმონიულ ასპექტშია და შეიძლება ასე ითქვას-მეხამრიდის როლს ასრულებს.

ეს შესაძლოა იყოს ჩვენი ან სხვა ადამიანების სურვილი კონტროლი გაუწიონ გარშემომყოფებს, იქონიონ მათზე ძლიერი ზემოქმედება. თუმცა თუ პირად რუკაში ამ პერიოდში ჰარმონიული ასპექტები ჭარბობს, აქ შესაძლოა გაჩნდეს შესანიშნავი შანსები თქვენი ლიდერული თვისებების გამოსაკვეთად, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადასაჭრელად, პირად საკითხებზეც საკმაო გავლენას ვიგრძნობთ, რადგან პლუტონი საკმაოდ ძლიერი სექსუალური იმპულსების მატარებელი პლანეტაა. თუმცა მას ასევე შეუძლია ადამიანებს შორის განხეთქილების წარმოქმნაც. ამიტომ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს ნებისყოფაზე, თავშეკავებაზე, თვითკონტროლოს უნარზე.

მოცემული კვირა საავარიო სიტუაციების თვალსაზრისითაც მეტად სახიფათოა და ეცადეთ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ გზებზე.

ეს პერიოდი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს უფრო ვერძებისათვის და კირჩხიბებისთვის, ნაწილობრივ სასწორებისთვისაც. უფრო ნაყოფიერად და საკუთარი თავისთვის სასარგებლო შედეგებით სარგებლობის საშუალება ექნებათ - თევზებს, მორიელებს, კუროებსა და ქალწულებს.

როგორც უკვე ვახსენეთ, მერკური იცვლის მიმართულებასაც და ნიშანსაც. რა ზეგავლენას მოახდენს ეს ჩვენზე?

დიახ, 9 იანვრიდან მერკური დირექტული გახდება და ის გარკვეული შეზღუდვები რომლებიც მისი რეტროგრადულობის დროს გვქონდა, მოიხსნება დღის წესრიგიდან. კონკრეტულად კი, უკვე შესაძლებელი იქნება დოკუმენტების გაფორმება, ხელშეკრულებებზე ხელისმოწერა, ავტომობილის შეძენა, ელექტრო-საქონელის ყიდვა, ახალი ნაცნობობის შეუფერხებლად გაბმა ...

მას მერე, რაც მერკური პირდაპირ სვლას დაუბრუნდება, შეამჩნებთ რომ ბოლოდროს შემოჩვეული გულმავიწყობა და გაფანტულობა თავს დაგანებებთ, რადგან ესეც მისი რეტროგრადულობით იყო გამოწვეული.

თუმცა, მათ ვინც არ გაითვალისწინა მერკურის უკუსვლითობა და ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად იმ პერიოდში მაინც შეიძინა ტექნიკა, მოაწერა საბუთებს ხელი და ასე შემდეგ, შესაძლოა უკვე ახლა, მიმართულების შეცვლის შემდგომ, აღმოაჩინონ დეფექტები, გაუმართაობები, შეცდომები. და საკმაო ენერგიის და დროის დახარჯვა მოუწიოთ ამ ხარვეზების გასწორებისთვის.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ეხებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც პირად რუკაში მერკური დირექტული ჰყავთ. მათთვის ვისაც ეს პლანეტა უკუსვლითი ჰყავთ, განვლილი 3 კვირიანი პერიოდი იყო სწორედ ნაყოფიერი. და ახლა მერკურის მომდევნო რეტროგრადულობამდე მოუწევთ დაცდა. ეს კი აპრილის შუა რიცხვებიდან იქნება...

რაც შეეხება მერკურის მიერ ზოდიაქოს ნიშნის შეცვლას, რომელიც 12 იანვარს მოხდება, ესეც მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ჩვენს ყოველდღიურობაზე და ამიტომ, ცხადია, კარგია ვიცოდეთ თუ რას უნდა ველოდეთ..

საქმე იმაშია, რომ ფაქტიურად მთელი დეკემბრის თვის მანძილზე მერკური უკვე მოძრაობდა თხისრქაში ჯერ დირექტულად ხოლო შემდეგ უკუსვლით, სწორედ ამ უკუსვლითი მოძრაობისას დატოვა თხისრქა და 7 იანვარს დროებით წინა ნიშანში - მშვილდოსანში გადავიდა, თუმცა მისი იქ ყოფნა მხოლოდ 12 იანვრამდე გაგრძელდება. და შემდეგ ისევ თხისრქაში გააგრძელებს თავის მოგზაურობას.

მშვილდოსნის ნიშანი მერკურისათვის ფრიად არაკომფორტულია. ასტროლოგიურ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ის აქ გაძევებას განიცდის. ამას თუ რეტროგრადულობას დავუმატებთ, უნდა მივხვდეთ რომ ეს ერთი კვირა ძალიან არახელსაყრელი პერიოდია გონებრივი სამუშაოების შესასრულებლად, კომერციული საკითხების გადასაჭრელად და, რა თქმა უნდა, კომუნიკაციისთვისაც. განსაკუთრებით არაეფექტური იქნება ამ თვალსაზრისით 7 იანვრის საღამო და 8 იანვარი მთლიანად. რადგან ვიდრე შემობრუნებოდეს მერკური სრულიად ანელებს სვლას და სტაციონარული ხდება. ამ დროს ჩვენი გონებაც თითქოს გაჩერებულია და ცხადია ეს არაა დიდად სახარბიელო... აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ 11-დან 16 იანვრის ჩათვლით, ეს პლანეტა ე. წ. შახტაში აღმოჩნდება, ანუ არ გააკეთებს არცერთ ასპექტს სხვა პლანეტების მიმართულებით, რაც ასევე არაა წარმატებების საწინდარი.

აი, უკე 16 იანვრის მერე მოგვეცემა საშუალება ვიაზროვნოთ მეტი ანგარიშიანობით, წინდახედულებით, საუბრებში გამოიკვეთება უფრო მეტი კონკრეტიკა შედეგად ჩვენი ქმედებებიც უფრო გათვლილი და ოპტიმალური იქნება.

და ბოლოს - სასვემთვარეობა...

წლის პირველი სავსემთვარეობა შედგება 12 იანვარს თბილისის დროით 15:33 წუთზე, როდესაც თხისრქაში მყოფ მზესთან ოპოზიციაში მოვა კირჩხიბში მყოფი მთვარე. თუმცა, როგორც იცით სავსემთვარეობის ზეგავლენა ჯერ კიდევ მის წინა დღეს - 11-ში დაიწყება და 13-მდე გასტანს.

კირჩხიბს მოგეხსენებათ, მართავს თავად მთვარე, ამიტომ როდესაც სავსემთვარეობს მის საკუთარ ნიშანში გადის, მთვარის ძალა ათკეცდება. კირჩხიბი პასუხისმგებელია ჩვენს ჭერზე, ოჯახზე, გვარზე. ამიტომ ამ პერიოდში ურიგო არ იქნება, თუ რჩევებისათვის და მხარდჭერისათვის ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის წარმომადგენლებს მივმართავთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სურვილები ეხება უძრავი ქონების შეძენას, შვილოსნობის საკითხებს, ან ოჯახის წევრებთან არსებული პრობლემური ურთიერთობების მოგვარებას, შეგიძლიათ დახმარება თვითონ მთვარესაც სთხოვოთ. ეს ასევე კარგი დროა სულიერი პრაქტიკებისთვის, ლოცვისთვის, მედიტირებისათვის, კირჩხიბში სავსემთვარეობა შეგიძლიათ გამოიყენოთ დამცავი ამულეტების და თილისმების დასამუხტავად.

ფერები, რომლებიც ამ პერიოდში მაგიურ ძალას იძენენ - არის თეთრი, ბაცი ნაცრისფერი და ვერცხლისფერი".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს