საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძის მეგობრის დაკითხვა მიმდინარეობს
ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძის მეგობრის დაკითხვა მიმდინარეობს

"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას ცე­მის ფაქ­ტზე თბი­ლი­სის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მე­გობ­რის, გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ას და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ად­ვო­კატ­მა ნი­კო­ლოზ ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ია შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ინ­ცი­დენ­ტის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლია.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ფან­ცუ­ლა­ი­ას მოწ­მის სა­ხით კი­თხა­ვენ.

"შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და და­ა­ფიქ­სი­რებს იმ რე­ა­ლო­ბას, რაც მოხ­და უშუ­ა­ლოდ და არა იმას, რაც ვრცელ­დე­ბა. საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ მო­გა­წო­დებთ", - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა.

7 იან­ვარს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ნიკა გვა­რა­მი­ას ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში თავს და­ესხნენ. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის შვი­ლი, რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სის­ტე­მა­ტურ ცე­მას ან სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით ვა­დით ორ წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერ­თი­დან სამ წლამ­დე.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ვინ იყო ნიკა გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად, როცა რეს­ტო­რან­ში თავს და­ესხნენ - თვითმხილ­ვე­ლი ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებ­ზე წერს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძის მეგობრის დაკითხვა მიმდინარეობს

ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძის მეგობრის დაკითხვა მიმდინარეობს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე თბილისის მთავარ სამმართველოში აღნიშნულ საქმეზე დაკავებული რატი გაჩეჩილაძის მეგობრის, გიორგი ფანცულაიას დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა ნიკოლოზ ბიბილაშვილმა განუცხადა, გიორგი ფანცულაია შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ინციდენტის უშუალო თვითმხილველია.

მისივე განმარტებით, ფანცულაიას მოწმის სახით კითხავენ.

"შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დააფიქსირებს იმ რეალობას, რაც მოხდა უშუალოდ და არა იმას, რაც ვრცელდება. საქმიდან გამომდინარე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

7 იანვარს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ასევე წაიკითხეთ: ვინ იყო ნიკა გვარამიასთან ერთად, როცა რესტორანში თავს დაესხნენ - თვითმხილველი ინციდენტის დეტალებზე წერს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ