პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თმიანი იღლიით წითელ ხალიჩაზე - 26 წლის მსახიობის თამამი განაცხადი "ოქროს გლობუსზე"
თმიანი იღლიით წითელ ხალიჩაზე - 26 წლის მსახიობის თამამი განაცხადი "ოქროს გლობუსზე"

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში "ოქ­როს გლო­ბუ­სის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. რი­გით 74-ე ცე­რე­მო­ნია მსა­ხი­ობ­მა ჯიმი ფე­ლონ­მა გახ­სნა.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, პა­პა­რა­ცებ­მა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კად­რე­ბი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­და­ი­ღეს. ექ­სკლუ­ზი­უ­რი კა­ბე­ბი, ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი და ტრენ­დუ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა - ჰო­ლი­ვუ­დე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი პო­ზი­რებ­დნენ.

პა­პა­რა­ცე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია 26 წლის მსა­ხი­ობ­მა ლოლა კირ­კიმ, თუმ­ცა ამის მი­ზე­ზი არა მისი ვარ­დის­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი კაბა, არა­მედ თმი­ა­ნი იღ­ლია აღ­მოჩ­ნდა. სე­რი­ა­ლის "მო­ცარ­ტი ჯუნ­გლებ­ში" ვარ­სკვლა­ვი თა­მა­მად პო­ზი­რებ­და წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე და ცდი­ლობ­და კარ­გად და­ე­ნახ­ვე­ბი­ნა პა­პა­რა­ცე­ბის­თვის მისი "საპ­რო­ტეს­ტო მა­ნი­ფეს­ტი". სხვა­თა შო­რის, ის უკვე მე­ო­რედ წარ­სდგა "ოქ­როს გლო­ბუ­სის" წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე თმი­ა­ნი იღ­ლი­ით.

იხი­ლეთ ვი­დეო

რაც შე­ე­ხე­ბა "ოქ­როს გლო­ბუ­სის" ტრი­უმ­ფა­ტო­რებს, ჰო­ლი­ვუ­დის უცხო­უ­რი პრე­სის ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ჯილ­დოს მთა­ვა­რი ტრი­უმ­ფა­ტო­რი მი­უ­ზიკ­ლი ლალა-ლენ­დია, რო­მელ­მაც 7 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა. სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი­სა და ქა­ლის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის მუ­სი­კა­ლურ ან კო­მე­დი­ურ ფილმში ჯილ­დო­ე­ბი ემა სტო­უნ­მა და რა­ი­ან გოს­ლინ­გმაც და­იმ­სა­ხუ­რეს.

"ოქ­როს გლო­ბუ­სის" მფლო­ბე­ლი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი და­მენ შა­ზე­ლი გახ­და. სა­პა­ტიო "ოქ­როს გლო­ბუ­სი" მე­რილ სტრიპ­მაც და­იმ­სა­ხუ­რა. სა­უ­კე­თე­სო კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ატ­ლან­ტა", ხოლო დრა­მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი "ოქ­როს გლო­ბუ­სი" ფილმმა moonlight-მა მი­ი­ღო. სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი მხატ­ვრუ­ლი სუ­რა­თი კი ფილ­მი - Elle გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თმიანი იღლიით წითელ ხალიჩაზე - 26 წლის მსახიობის თამამი განაცხადი "ოქროს გლობუსზე"

თმიანი იღლიით წითელ ხალიჩაზე - 26 წლის მსახიობის თამამი განაცხადი "ოქროს გლობუსზე"

ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რიგით 74-ე ცერემონია მსახიობმა ჯიმი ფელონმა გახსნა.

ტრადიციულად, პაპარაცებმა ყველაზე საინტერესო კადრები წითელ ხალიჩაზე გადაიღეს. ექსკლუზიური კაბები, ძვირფასი სამკაულები და ტრენდული ვარცხნილობა - ჰოლივუდელი მსახიობები ფოტოგრაფებისთვის რამდენიმე საათი პოზირებდნენ.

პაპარაცების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 26 წლის მსახიობმა ლოლა კირკიმ, თუმცა ამის მიზეზი არა მისი ვარდისფერი ყვავილებიანი კაბა, არამედ თმიანი იღლია აღმოჩნდა. სერიალის "მოცარტი ჯუნგლებში" ვარსკვლავი თამამად პოზირებდა წითელ ხალიჩაზე და ცდილობდა კარგად დაენახვებინა პაპარაცებისთვის მისი "საპროტესტო მანიფესტი". სხვათა შორის, ის უკვე მეორედ წარსდგა "ოქროს გლობუსის" წითელ ხალიჩაზე თმიანი იღლიით.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება "ოქროს გლობუსის" ტრიუმფატორებს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ დაწესებული ჯილდოს მთავარი ტრიუმფატორი მიუზიკლი ლალა-ლენდია, რომელმაც 7 ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლის შესრულებისთვის მუსიკალურ ან კომედიურ ფილმში ჯილდოები ემა სტოუნმა და რაიან გოსლინგმაც დაიმსახურეს.

"ოქროს გლობუსის" მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი დამენ შაზელი გახდა. საპატიო "ოქროს გლობუსი" მერილ სტრიპმაც დაიმსახურა. საუკეთესო კომედიური სერიალის ნომინაციაში "ატლანტა", ხოლო დრამისთვის განკუთვნილი "ოქროს გლობუსი" ფილმმა moonlight-მა მიიღო. საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული სურათი კი ფილმი - Elle გახდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება