Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძღოლი საჭეს გიჟივით ატრიალებდა, რომ უფრო მეტ ადამიანს დასჯახებოდა..."
"მძღოლი საჭეს გიჟივით ატრიალებდა, რომ უფრო მეტ ადამიანს დასჯახებოდა..."

იე­რუ­სა­ლიმ­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, არ­მონ ა-ნა­ცი­ე­ვის რა­ი­ონ­ში, "მერ­სე­დე­სის" მარ­კის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ნომ­რე­ბი ჰქონ­და, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ჯგუფს და­ე­ჯა­ხა. თვითმხილ­ველ­თა თქმით, ჯა­რის­კა­ცე­ბის ავ­ტო­ბუ­სი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია 4 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, მათ­გან სამი გო­გო­ნა იყო, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი, ერეზ ორ­ბა­ხი, 20 წლის იყო... და­შა­ვე­ბუ­ლია 17 ადა­მი­ა­ნი. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინფრო­მა­ცი­ით, მათ­გან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ამ 8 იან­ვრის შემ­თხვე­ვას, ტე­რაქ­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცა...

ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლის ლიკ­ვი­და­ცია იქ მყოფ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ად­გილ­ზე მო­ახ­დი­ნეს. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­ტა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დამ­სხმე­ლის ვი­ნა­ო­ბა დად­გე­ნი­ლია და ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ის ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მხარ­დამ­ჭე­რი იყო. ასე­ვე ნე­ტა­ნი­აჰუს გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­კე­ტა აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლი­მის ჯა­ბერ მუ­კა­ბე­რის რა­ი­ო­ნი, სა­დაც ცხოვ­რობ­და მან­ქა­ნის მძღო­ლი. მსგავ­სი თავ­დას­ხმე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­საც გეგ­მავს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია BBC-მ გა­ავ­რცე­ლა იე­რუ­სა­ლი­მის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის კო­მენ­ტა­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მძღო­ლი აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლი­მი­დან იყო და ის­რა­ე­ლის მარ­თვის მოწ­მო­ბა ჰქონ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს იყო 28 წლის არა­ბი, რო­მე­ლიც იე­რუ­სა­ლიმ­ში, ჯაბლ მუ­კაბ­რის კვარ­ტალ­ში ცხოვ­რობ­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და თვითმხილ­ვე­ლი რუთი შა­ჰი­რას კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც მომ­ხდარს იხ­სე­ნებს: "მან­ქა­ნას სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. ის მშვი­დად მოძ­რა­ობ­და, მაგ­რამ რო­გორც კი ჯა­რის­კა­ცე­ბი ავ­ტო­ბუ­სი­დან გად­მო­ვიდ­ნენ, უცებ სიჩ­ქა­რეს უმა­ტა და ტრო­ტუ­არ­ზე მყო­ფი სამ­ხედ­რო­ე­ბის­კენ აიღო გეზი... და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღაც მა­ნევ­რებს აკე­თებ­და, ეტყო­ბა, მძღო­ლი ცდი­ლობ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს და­ჯა­ხე­ბო­და...

მძღო­ლი სა­ჭეს გი­ჟი­ვით ატ­რი­ა­ლებ­და და მხო­ლოდ მა­შინ გა­ჩერ­და, რო­დე­საც სხვა ჯა­რის­კა­ცებ­მა მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლი გახ­სნეს... დიახ, ეს იყო ტე­რაქ­ტი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად არის და­ცუ­ლი, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და, რა­საც შე­სა­ფე­რი­სად უნდა გავ­ცეთ პა­სუ­ხი, მით უფრო, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის".

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მძღოლი საჭეს გიჟივით ატრიალებდა, რომ უფრო მეტ ადამიანს დასჯახებოდა..."

"მძღოლი საჭეს გიჟივით ატრიალებდა, რომ უფრო მეტ ადამიანს დასჯახებოდა..."

იერუსალიმში, ქალაქის ცენტრში, არმონ ა-ნაციევის რაიონში, "მერსედესის" მარკის სატვირთო მანქანა, რომელსაც ადგილობრივი ნომრები ჰქონდა, სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფს დაეჯახა. თვითმხილველთა თქმით, ჯარისკაცების ავტობუსიდან ახალი ჩამოსულები იყვნენ და ტროტუარზე გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 4 სამხედრო მოსამსახურე, მათგან სამი გოგონა იყო, რომელთაგან ყველაზე უმცროსი, ერეზ ორბახი, 20 წლის იყო... დაშავებულია 17 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ინფრომაციით, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ისრაელის პოლიციამ 8 იანვრის შემთხვევას, ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა...

ავტომანქანის მძღოლის ლიკვიდაცია იქ მყოფმა სამხედროებმა ადგილზე მოახდინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ის ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი იყო. ასევე ნეტანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ხელისუფლებამ ჩაკეტა აღმოსავლეთ იერუსალიმის ჯაბერ მუკაბერის რაიონი, სადაც ცხოვრობდა მანქანის მძღოლი. მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, ისრაელის ხელისუფლება სხვა ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავს.

ტელეკომპანია BBC-მ გაავრცელა იერუსალიმის პოლიციის უფროსის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, მძღოლი აღმოსავლეთ იერუსალიმიდან იყო და ისრაელის მართვის მოწმობა ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, ეს იყო 28 წლის არაბი, რომელიც იერუსალიმში, ჯაბლ მუკაბრის კვარტალში ცხოვრობდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა თვითმხილველი რუთი შაჰირას კომენტარი, რომელიც მომხდარს იხსენებს: "მანქანას საეჭვო არაფერი ეტყობოდა. ის მშვიდად მოძრაობდა, მაგრამ როგორც კი ჯარისკაცები ავტობუსიდან გადმოვიდნენ, უცებ სიჩქარეს უმატა და ტროტუარზე მყოფი სამხედროებისკენ აიღო გეზი... დაახლოებით 20-25 წამის განმავლობაში რაღაც მანევრებს აკეთებდა, ეტყობა, მძღოლი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაჯახებოდა...

მძღოლი საჭეს გიჟივით ატრიალებდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც სხვა ჯარისკაცებმა მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს... დიახ, ეს იყო ტერაქტი. ჩვენს ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების ზომები საკმაოდ კარგად არის დაცული, ქალაქის ცენტრში საშინელი ტრაგედია მოხდა, რასაც შესაფერისად უნდა გავცეთ პასუხი, მით უფრო, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის".

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე