პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შა­ბა­თი, მთვა­რის მე­ხუ­თე დღე და­ი­წყე­ბა 08:56-ზე, მთვა­რე ლომ­შია – ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, თუ კრე­ა­ტი­უ­ლი ხართ და მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობთ. უნდა და­იც­ვათ თქვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი. გა­და­ი­ხა­დეთ ვა­ლე­ბი. და­ას­რუ­ლეთ რაც და­ი­წყეთ. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ნე­ბის­მი­ე­რი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა – ავე­ჯის გა­და­წყო­ბი­დან ბიზ­ნე­სის კონ­ცეფ­ცი­ის შეც­ვლამ­დე. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბის წარ­მარ­თვა. ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა. არ არის სა­უ­კე­თე­სო დღე შო­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა, კარ­გია ტაძ­რე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, ნუღარ დაიტირებთ ჩემს ფერიას" - ანასტასია ზაალიშვილის დედის ემოციური მიმართვა
"გთხოვთ, ნუღარ დაიტირებთ ჩემს ფერიას" - ანასტასია ზაალიშვილის დედის ემოციური მიმართვა

თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 2 წლი­სა და 8 თვის ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის დედა, ქეთი ზა­ა­ლიშ­ვი­ლი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

"ღმერ­თი არ­სე­ბობს და სას­წა­უ­ლი ნამ­დვი­ლად მოხ­და. ბევ­რი ფიქ­რის, ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სა და ძა­ლი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ესე­მე­სე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ჩვენ­მა ერ­თობ­ლივ­მა ლოც­ვამ უდი­დე­სი სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა! დღეს ჩემი ანას­ტა­სია ცაში გაფ­რინ­და, ღმერ­თთან... თა­ვი­სი მფარ­ვე­ლი წმინ­და ანას­ტა­სია მკურ­ნა­ლის ხსე­ნე­ბის დღეს!!! მძი­მე მარ­ხვის ჟამს და შო­ბის კვი­რა­ში. შემ­თხვე­ვით ამ ქვეყ­ნად არა­ფე­რი ხდე­ბა, ან­გე­ლო­ზი იყო ცი­დან ჩა­მოფ­რე­ნი­ლი და ან­გე­ლო­ზად­ვე წა­ვი­და ჩემი პა­ტა­რა. გთხოვთ, ნუ­ღარ და­ი­ტი­რებთ ჩემს ფე­რი­ას, არა­მედ ვა­დი­დოთ უფა­ლი და მხო­ლოდ ლოც­ვით ვი­ყოთ ანას­ტა­სი­ას­თან. ის კი ჩვენ ყვე­ლას და თქვენს შვი­ლებს და­ი­ფა­რავს, რა­მე­თუ ან­გე­ლო­ზია უკვე თა­ვა­დაც! არა­ვის არა­ფერ­ში ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, რად­გან უფ­ლის ნება იყო, რომ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი წუ­თი­სოფ­ლის სიმ­წა­რე აე­რი­დე­ბი­ნა და წა­ეყ­ვა­ნა მა­ლე­ვე მისი სპე­ტა­კი სული. გული ჯერ ისევ ძა­ლი­ან მტკი­ვა და ვიცი, სულ მეტ­კი­ნე­ბა, რად­გან მე­ნატ­რე­ბა და ჩემ­თან არ არის, ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­გუ­ე­ბა. დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლი­აო, მაგ­რამ ვიცი მე ვერ მიშ­ვე­ლის. უბ­რა­ლოდ, მო­მი­წევს ამ ტკი­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბის სწავ­ლა, რად­გან ანას­ტა­სი­ამ­დე მი­სას­ვლე­ლი სხვა გზა არ არ­სე­ბობს. მად­ლო­ბა ყვე­ლას გვერ­დში დგო­მის­თვის. მე თქვენ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ!!!", - წერს ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის დედა.

ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვილს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ანას­ტა­სი­ას, რო­მელ­საც მე­ო­თხე სტა­დი­ის მე­დუ­ლობ­ლას­ტო­მა (ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი, სწრაფმ­ზარ­დი სიმ­სივ­ნე) და­უდ­გინ­და, თურ­ქეთ­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და თით­ქოს ერთი შე­ხედ­ვით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, პა­ტა­რას ორ­გა­ნიზ­მმა ვერ გა­უძ­ლო ამ­დენ დატ­ვირ­თვას და გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გთხოვთ, ნუღარ დაიტირებთ ჩემს ფერიას" - ანასტასია ზაალიშვილის დედის ემოციური მიმართვა

"გთხოვთ, ნუღარ დაიტირებთ ჩემს ფერიას" - ანასტასია ზაალიშვილის დედის ემოციური მიმართვა

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი 2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილის დედა, ქეთი ზაალიშვილი შვილის გარდაცვალების შემდეგ "ფეისბუქზე" ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

"ღმერთი არსებობს და სასწაული ნამდვილად მოხდა. ბევრი ფიქრის, ნერვიულობისა და ძალიან კეთილი ადამიანების ესემესების წაკითხვის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩვენმა ერთობლივმა ლოცვამ უდიდესი სასწაული მოახდინა! დღეს ჩემი ანასტასია ცაში გაფრინდა, ღმერთთან... თავისი მფარველი წმინდა ანასტასია მკურნალის ხსენების დღეს!!! მძიმე მარხვის ჟამს და შობის კვირაში. შემთხვევით ამ ქვეყნად არაფერი ხდება, ანგელოზი იყო ციდან ჩამოფრენილი და ანგელოზადვე წავიდა ჩემი პატარა. გთხოვთ, ნუღარ დაიტირებთ ჩემს ფერიას, არამედ ვადიდოთ უფალი და მხოლოდ ლოცვით ვიყოთ ანასტასიასთან. ის კი ჩვენ ყველას და თქვენს შვილებს დაიფარავს, რამეთუ ანგელოზია უკვე თავადაც! არავის არაფერში ვადანაშაულებ, რადგან უფლის ნება იყო, რომ ამქვეყნიური წუთისოფლის სიმწარე აერიდებინა და წაეყვანა მალევე მისი სპეტაკი სული. გული ჯერ ისევ ძალიან მტკივა და ვიცი, სულ მეტკინება, რადგან მენატრება და ჩემთან არ არის, ძალიან მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება. დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ვიცი მე ვერ მიშველის. უბრალოდ, მომიწევს ამ ტკივილთან ერთად ცხოვრების სწავლა, რადგან ანასტასიამდე მისასვლელი სხვა გზა არ არსებობს. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!!!", - წერს ანასტასია ზაალიშვილის დედა.

ანასტასია ზაალიშვილს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, რამდენიმე დღის წინ თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ანასტასიას, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე) დაუდგინდა, თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა და თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც ჩანს, პატარას ორგანიზმმა ვერ გაუძლო ამდენ დატვირთვას და გოგონა  დაიღუპა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს