მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ზამთარი მარტო ვიყავი სოფელში... ხალიჩების და წინდების ქსოვით ვირთობდი თავს... საღამოობით ფანდურზე ვუკრავდი..."
"მთელი ზამთარი მარტო ვიყავი სოფელში... ხალიჩების და წინდების ქსოვით ვირთობდი თავს... საღამოობით ფანდურზე ვუკრავდი..."

"18 წლის ვი­ყა­ვი, შა­ვე­ბი რომ ჩა­ვიც­ვი: ჯერ მშობ­ლე­ბი და­მე­ღუ­პა, მერე - ქმა­რი, შემ­დეგ - შვი­ლი. წკე­რე ხა­დას ხე­ო­ბის ბოლო სო­ფე­ლია, მთის წვერ­ზე არის გა­შე­ნე­ბუ­ლი და აქ მას შემ­დეგ ვცხოვ­რობ, რაც გავ­თხოვ­დი. 21 წლი­სა ვი­ყა­ვი მა­შინ. ახლა ჩემი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ზოგი ქა­ლაქ­ში, ზო­გიც ფა­სა­ნა­უ­რის ახლო სოფ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ. მე აქ მარ­ტო ვარ ზა­ფხულ­შიც და ზამ­თარ­შიც. ზა­ფხულ­ში შვი­დი-რვა კომ­ლი იკ­რებს თავს. რო­გორც კი აცივ­დე­ბა, ყვე­ლა­ნი ქვე­ვით მი­დი­ან და ვრჩე­ბით მარ­ტო 2 კომ­ლი: მე - მარ­ტო და ჩემი მე­ზო­ბე­ლი ცოლ-ქმა­რი.

ზამ­თარ­ში წკე­რე­ში თით­ქმის არა­ვინ ამო­დის. როცა მო­თოვს, მხო­ლოდ ტრაქ­ტორს შე­უძ­ლია მოს­ვლა, ისიც ქვე­და ხი­დამ­დე და მერე ფე­ხით უნდა ია­როს მგზავ­რმა. მახ­სოვს, ადრე სა­ქო­ნელს აკ­ვლე­ვი­ნებ­და მო­სახ­ლე­ო­ბა გზას და მერე მარ­ხი­ლე­ბით დავ­დი­ოთ ზე­ვით და ქვე­ვით. ახლა ზამ­თარ­ში გა­უ­დაბ­ნო­ე­ბუ­ლია აქა­უ­რო­ბა.

ეს იმი­ტომ მოხ­და, რომ ადრე, წკე­რე­ში და სხვა ახ­ლო­მახ­ლო სოფ­ლებ­ში 4 კლა­სი­ა­ნი სკო­ლე­ბი იყო და ბავ­შვე­ბი იქ და­ყავ­დათ მშობ­ლებს. ქვე­შეთ­შიც იყო სკო­ლა-პან­სი­ო­ნი და მერე ბავ­შვე­ბი იქ აგ­რძე­ლებ­ნენ სწავ­ლას და დარ­ჩე­ნაც შე­ეძ­ლოთ, რომ ყო­ველ­დღე თოვლში კი­ლო­მეტ­რე­ბი არ ქო­ნო­დათ გა­სავ­ლე­ლი. ახლა სკო­ლე­ბი აღარ გვაქვს. მარ­ტო ქვე­შეთ­შია სა­ჯა­რო სკო­ლა და ბავ­შვებს ხომ არ და­ტო­ვე­ბენ ოჯა­ხე­ბი სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე?! ამი­ტომ აიყ­რე­ბი­ან ხოლ­მე აგ­ვის­ტო­ში და მი­დი­ან ივ­ნი­სამ­დე ქვე­ვით: ზოგი ქი­რით ცხოვ­რობს, ზო­გიც პა­ტა­რა ქოხ­ში, რომ რო­გორ­მე შვი­ლებ­მა სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ. ასე იც­ლე­ბა სოფ­ლე­ბი. ამი­ტო­მაც და­ი­ცა­ლა წკე­რე.

ვცდი­ლობ შე­მოდ­გო­მა­ზე, სა­ნამ კი­დევ მან­ქა­ნებს ამოს­ვლა შე­უძ­ლი­ათ, მო­ვი­მა­რა­გო ზამ­თრის სა­ნო­ვა­გე. ძა­ლი­ან დავ­ბერ­დი, ფე­ხე­ბი მტკი­ვა და ვე­ღარც სა­ქო­ნელს ვუვ­ლი, ვერც ბოს­ტანს. ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს ვყი­დუ­ლობ და ვი­მა­რა­გებ, რომ ზამ­თარ­ში არა­ფე­რი მო­მაკ­ლდეს, თო­რემ აქ არც მა­ღა­ზი­აა და ვერც ვე­რა­ვის გა­ვა­გო­ნებ ხმას, რამე რომ დამ­ჭირ­დეს. პენ­სია 216 ლარი მაქვს და დახ­მა­რე­ბა 50 ლარი. პენ­სი­ას მარ­ტო ქვე­და სო­ფელ­ში თუ აი­ღებ, ამი­ტომ ჩე­მით ვერ ჩავ­დი­ვარ და იქა­ურ სოფ­ლე­ლებს ვთხოვ, ჩემს მა­გივ­რად აი­ღონ და შე­მი­ნა­ხონ. როცა კი ვინ­მე ამო­ივ­ლის მან­ქა­ნით, ვთხოვ-ხოლ­მე, რომ წა­მი­ყო­ლოს, შე­ნა­ხუ­ლი პენ­სი­ის გა­მო­სარ­თმე­ვად... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"მთელი ზამთარი მარტო ვიყავი სოფელში... ხალიჩების და წინდების ქსოვით ვირთობდი თავს... საღამოობით ფანდურზე ვუკრავდი..."

"მთელი ზამთარი მარტო ვიყავი სოფელში... ხალიჩების და წინდების ქსოვით ვირთობდი თავს... საღამოობით ფანდურზე ვუკრავდი..."

"18 წლის ვიყავი, შავები რომ ჩავიცვი: ჯერ მშობლები დამეღუპა, მერე - ქმარი, შემდეგ - შვილი. წკერე ხადას ხეობის ბოლო სოფელია, მთის წვერზე არის გაშენებული და აქ მას შემდეგ ვცხოვრობ, რაც გავთხოვდი. 21 წლისა ვიყავი მაშინ. ახლა ჩემი შვილები და შვილიშვილები ზოგი ქალაქში, ზოგიც ფასანაურის ახლო სოფლებში ცხოვრობენ. მე აქ მარტო ვარ ზაფხულშიც და ზამთარშიც. ზაფხულში შვიდი-რვა კომლი იკრებს თავს. როგორც კი აცივდება, ყველანი ქვევით მიდიან და ვრჩებით მარტო 2 კომლი: მე - მარტო და ჩემი მეზობელი ცოლ-ქმარი.

ზამთარში წკერეში თითქმის არავინ ამოდის. როცა მოთოვს, მხოლოდ ტრაქტორს შეუძლია მოსვლა, ისიც ქვედა ხიდამდე და მერე ფეხით უნდა იაროს მგზავრმა. მახსოვს, ადრე საქონელს აკვლევინებდა მოსახლეობა გზას და მერე მარხილებით დავდიოთ ზევით და ქვევით. ახლა ზამთარში გაუდაბნოებულია აქაურობა.

ეს იმიტომ მოხდა, რომ ადრე, წკერეში და სხვა ახლომახლო სოფლებში 4 კლასიანი სკოლები იყო და ბავშვები იქ დაყავდათ მშობლებს. ქვეშეთშიც იყო სკოლა-პანსიონი და მერე ბავშვები იქ აგრძელებნენ სწავლას და დარჩენაც შეეძლოთ, რომ ყოველდღე თოვლში კილომეტრები არ ქონოდათ გასავლელი. ახლა სკოლები აღარ გვაქვს. მარტო ქვეშეთშია საჯარო სკოლა და ბავშვებს ხომ არ დატოვებენ ოჯახები საშუალო განათლების გარეშე?! ამიტომ აიყრებიან ხოლმე აგვისტოში და მიდიან ივნისამდე ქვევით: ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგიც პატარა ქოხში, რომ როგორმე შვილებმა საშუალო განათლება მიიღონ. ასე იცლება სოფლები. ამიტომაც დაიცალა წკერე.

ვცდილობ შემოდგომაზე, სანამ კიდევ მანქანებს ამოსვლა შეუძლიათ, მოვიმარაგო ზამთრის სანოვაგე. ძალიან დავბერდი, ფეხები მტკივა და ვეღარც საქონელს ვუვლი, ვერც ბოსტანს. ამიტომ ყველაფერს ვყიდულობ და ვიმარაგებ, რომ ზამთარში არაფერი მომაკლდეს, თორემ აქ არც მაღაზიაა და ვერც ვერავის გავაგონებ ხმას, რამე რომ დამჭირდეს. პენსია 216 ლარი მაქვს და დახმარება 50 ლარი. პენსიას მარტო ქვედა სოფელში თუ აიღებ, ამიტომ ჩემით ვერ ჩავდივარ და იქაურ სოფლელებს ვთხოვ, ჩემს მაგივრად აიღონ და შემინახონ. როცა კი ვინმე ამოივლის მანქანით, ვთხოვ-ხოლმე, რომ წამიყოლოს, შენახული პენსიის გამოსართმევად... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ