საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა მდინარაძე - ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს
მამუკა მდინარაძე - ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ნიკა გვა­რა­მი­ას ცე­მა­ში ბრალ­დე­ბულ რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა არ უნდა შე­ე­ფარ­დოს.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, დად­გე­ნი­ლი პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით, მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში არა­სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

"პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ძა­ლა­დო­ბას და ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­ულს არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს. ეს პო­ზი­ცია გა­და­ხედ­ვას არ სა­ჭი­რო­ებს. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ გა­მო­ძი­ე­ბას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იგი ობი­ექ­ტუ­რად წა­რი­მარ­თე­ბა, მაგ­რამ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და სა­სა­მარ­თლომ არ უნდა იმოქ­მე­დონ კომ­პლექ­სე­ბით და მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში არ უნდა გა­და­ვარ­დნენ და ვი­ნა­ი­დან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა და ამ მხრივ შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი არ უნდა იყოს. ვი­ცით, რომ ასეთ შემ­თხვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეფარ­დე­ბათ ხოლ­მე არა­სა­პა­ტიმ­რო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ამ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა იყოს. ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც ასე­თია - ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­ულ­ზე ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში წე­რია და დად­გე­ნი­ლი პრაქ­ტი­კაც ამა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ პა­ტიმ­რო­ბა არ არის ის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც არის ადეკ­ვა­ტუ­რი ამ შემ­თხვე­ა­ში, მე პი­რა­დად რო­გორც მო­ქა­ლა­ქე და რო­გორც იუ­რის­ტი, არა რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, ვფიქ­რობ, რომ მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა არ უნდა შე­ე­ფარ­დოს და სა­პა­ტიმ­რო­ში არ უნდა იყოს ამის­თვის მო­თავ­სე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ამას­თან, იგი არ მი­იჩ­ნევს, რომ მისი პო­ზი­ცია სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლაა და აცხა­დებს, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის, იუ­რის­ტის პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს და არა - პო­ლი­ტი­კო­სის.

"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას ცე­მის ფაქ­ტზე რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 7 იან­ვარს თბი­ლის­ში, რეს­ტო­რან "და­ი­ნინგ რუმ­ში" ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ნიკა გვა­რა­მი­ას. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 126-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ითა­ლის­წი­ნებს სის­ტე­მა­ტურ ცე­მას ან სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბას, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით ვა­დით ორ წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერ­თი­დან სამ წლამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

მამუკა მდინარაძე - ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს

მამუკა მდინარაძე - ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს.

როგორც მდინარაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მსგავს შემთხვევებში არასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენება.

"პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობას და ძალადობრივ დანაშაულს არანაირი გამართლება არ აქვს. ეს პოზიცია გადახედვას არ საჭიროებს. რაც შეეხება თვითონ გამოძიებას, დარწმუნებული ვარ, იგი ობიექტურად წარიმართება, მაგრამ სამართალდამცველებმა და სასამართლომ არ უნდა იმოქმედონ კომპლექსებით და მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდნენ და ვინაიდან დაზარალებული ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორია, განსხვავებული მიდგომა და ამ მხრივ შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს. ვიცით, რომ ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ეფარდებათ ხოლმე არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება და გამონაკლისი არც ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ევროსასამართლოს რეკომენდაციებიც ასეთია - ნაკლებად მძიმე დანაშაულზე ყველა რეკომენდაციაში წერია და დადგენილი პრაქტიკაც ამაზე მიუთითებს, რომ პატიმრობა არ არის ის ღონისძიება, რომელიც არის ადეკვატური ამ შემთხვეაში, მე პირადად როგორც მოქალაქე და როგორც იურისტი, არა როგორც პოლიტიკოსი, ვფიქრობ, რომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს და საპატიმროში არ უნდა იყოს ამისთვის მოთავსებული", - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, იგი არ მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია სასამართლოზე ზეწოლაა და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში რიგითი მოქალაქის, იურისტის პოზიციას აფიქსირებს და არა - პოლიტიკოსის.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან "დაინინგ რუმში" ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა გვარამიას. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითალისწინებს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."