მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპაში დიდი გამყინვარებაა: -20 გრადუსი ტემპერატურა და ათობით დაღუპული
ევროპაში დიდი გამყინვარებაა: -20 გრადუსი ტემპერატურა და ათობით დაღუპული

ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ანო­მა­ლი­უ­რად და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და. ყინ­ვე­ბის გამო სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში 20 ადა­მი­ან­ზე მეტი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის მიგ­რან­ტე­ბი და უსახ­ლკა­რო­ე­ბიც არი­ან.

"ბი-ბი-სი"-ს ცნო­ბით, ყინ­ვებს მხო­ლოდ პო­ლო­ნეთ­ში 10 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. იქ ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუს 14 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცა, ქვეყ­ნის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში კი მი­ნუს 20 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და.

ძლი­ერ თოვლთან გამ­კლა­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლურ იტა­ლი­ა­ში, სა­დაც უა­მინ­დო­ბას 7 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

გერ­მა­ნი­ის სამ­ხრეთ ნა­წი­ლის მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუს 26 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცა, ცენ­ტრა­ლუ­რი გზატ­კე­ცი­ლე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ლი­პყი­ნუ­ლი­თაა და­ფა­რუ­ლი.

ჩე­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­სუ­ლი ღამე ზამ­თრის დად­გო­მის შემ­დეგ პრა­ღის­თვის ყვე­ლა­ზე ცივი აღ­მოჩ­ნდა. ყინ­ვის გამო იქ სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

მსხვერ­პლი არის ბულ­გა­რეთ­ში, სა­დაც ყინ­ვას 3 თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

სტამ­ბოლ­ში 40 სან­ტი­მეტ­რამ­დე თოვ­ლი მო­ვი­და. უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში უა­მინ­დო­ბის გამო თურ­ქე­თის რამ­დე­ნი­მე აე­რო­პორ­ტში ფრე­ნე­ბი გა­უქ­მდა.

მოს­კოვ­ში ანო­მა­ლი­უ­რი სა­შო­ბაო ყინ­ვა და­ფიქ­სირ­და და ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუს 30 გრა­დუსს ჩას­ცდა. მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ეს რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­ში უკა­ნას­კნე­ლი 120 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ცივი ზამ­თა­რია, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­ნო­ზი მხო­ლოდ რუ­სეთ­ზე არ ვრცელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ევროპაში დიდი გამყინვარებაა: -20 გრადუსი ტემპერატურა და ათობით დაღუპული

ევროპაში დიდი გამყინვარებაა: -20 გრადუსი ტემპერატურა და ათობით დაღუპული

ევროპის ქვეყნებში ანომალიურად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ყინვების გამო სხვადასხვა ქვეყანაში 20 ადამიანზე მეტი დაიღუპა. მათ შორის მიგრანტები და უსახლკაროებიც არიან.

"ბი-ბი-სი"-ს ცნობით, ყინვებს მხოლოდ პოლონეთში 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იქ ტემპერატურა მინუს 14 გრადუსამდე დაეცა, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში კი მინუს 20 გრადუსი დაფიქსირდა.

ძლიერ თოვლთან გამკლავებას ცდილობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ იტალიაში, სადაც უამინდობას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გერმანიის სამხრეთ ნაწილის მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა მინუს 26 გრადუსამდე დაეცა, ცენტრალური გზატკეცილების უმეტესი ნაწილი ლიპყინულითაა დაფარული.

ჩეხეთის ხელისუფლების განმარტებით, გასული ღამე ზამთრის დადგომის შემდეგ პრაღისთვის ყველაზე ცივი აღმოჩნდა. ყინვის გამო იქ სამი ადამიანი დაიღუპა.

მსხვერპლი არის ბულგარეთში, სადაც ყინვას 3 თავშესაფრის მაძიებლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტამბოლში 40 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა. უკანასკნელ დღეებში უამინდობის გამო თურქეთის რამდენიმე აეროპორტში ფრენები გაუქმდა.

მოსკოვში ანომალიური საშობაო ყინვა დაფიქსირდა და ტემპერატურა მინუს 30 გრადუსს ჩასცდა. მეტეოროლოგების განმარტებით, ეს რუსეთის ისტორიაში უკანასკნელი 120 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთარია, თუმცა აღნიშნული პროგნოზი მხოლოდ რუსეთზე არ ვრცელდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"