დრამატურგი მანანა დოიაშვილი ერთ-ერთია, ვინც "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე რესტორანში მომხდარ თავდასხმას შეესწრო. დოიაშვილი თავდასხმის დეტალებზე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. როგორც ირკვევა, თავდასხმის დროს რესტორანში გვარამიასთან ერთად რამდენიმე ცნობილი სახე იმყოფებოდა:
"ეს ფაშიზმია რაც დღეს მოხდა! დასაფლავების მერე, ჩვენი დიდი თხოვნით ნიკა წამოგყვა ყავის დასალევად, რომ გადათიშული ცოტა აზზრზე მოსულიყო. მაგიდას ვუსხედით ყველაზე მშვიდობიანი ხალხი: მე, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ნახუცრიშვილი, ქეთი ენდელაძე, მარინა ბერიძე და დოი (რეჟისორი დათო დოიაშვილი). მოშორებით 4 ბიჭი სვავდა. შემდეგ შუქი ჩაქრა და სწორედ ამ დროს ამათგან ორი ბიჭი, თავზე კაპიშონით ჩუმად, ფეხაკრეფით ზურგიდან მიუახლოვდა ნიკა გვარამიას და გამეტებით დაუწყო თავში მუშტების რტყმა. როცა დოი წამოხტა, მეორე მას გაუსწორდა. მერე გინებით კისრისტეხვით მოკურცხლეს. ერთმა პატარა ფაშისტმა ეს აღიარა, რაც დიდმა მამა ფაშისტმა მოუწონა- ყოჩაღ, ზურგიდან, ჩუმად რომ მიეპარე და ურტყი და გაიქეციო! ეს ყველაფერი შობის დღეს მოხდა! ასე შევხვდი ჩემს დაბადების დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში! ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის!" - წერს მანანა დოიაშვილი.
ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან "დაინინგ რუმში" ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითალისწინებს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
წაიკითხეთ:
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი ნიკა გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს
ნიკა გვარამია მამის დაკრძალვის დღეს რესტორანში ცემეს - "პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!"