მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები… ამა თუ იმ უწესობას ხშირად ხელს უწყობენ
ილია მეორე - ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები… ამა თუ იმ უწესობას ხშირად ხელს უწყობენ

ტე­ლე­ვი­ზია, მა­ს­მე­დია, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი… ამა თუ იმ უწე­სო­ბას ხში­რად მიმ­ზიდ­ვე­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოდ გვი­სა­ხა­ვენ და ხელს უწყო­ბენ მათ პრო­პა­გან­დას, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ეპის­ტო­ლეს თა­ნახ­მად, საღვთო ზნე­ო­ბა იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ მას თვით ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წი­ლი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო კა­ნო­ნე­ბიც კი ვერ შე­ედ­რე­ბა. "სა­ხელ­მწი­ფო კა­ნო­ნით და­ნა­შა­უ­ლად არ მი­იჩ­ნე­ვა, მა­გა­ლი­თად, პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, დი­დე­ბის­მოყ­ვა­რე­ბა, გან­კი­თხვა, მრის­ხა­ნე­ბა, შური, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, ეგო­იზ­მი, შიში, მტრო­ბა, სი­ძულ­ვი­ლი ... ვიდ­რე მათი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად არ და­ა­ზა­რა­ლებს სხვას.

უფალ­მა ჩვენ­მა იესო ქრის­ტემ კი გან­გვი­ცხა­და, რომ ცოდ­ვად ით­ვლე­ბა არა მარ­ტო არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლი, არა­მედ მოყ­ვა­სის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და კე­თილ­გან­წყო­ბის არ­ქო­ნა, უკე­თუ­რი ფიქ­რიც და ბო­რო­ტი გუ­ლის­თქმაც და მოგ­ვი­წო­და, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ცოდ­ვა და­სა­წყის­ში­ვე, ანუ გო­ნე­ბა­სა და გულ­ში გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, აღ­მოვ­ფხვრათ, რათა იგი ქმე­დე­ბად არ იქ­ცეს და მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა არ გაგ­ვიძ­ნელ­დეს.

რო­გორც საღვთო, ისე სა­ხელ­მწი­ფო კა­ნო­ნე­ბი რა თქმა უნდა, ზრუ­ნავს ადა­მი­ან­ზე, მაგ­რამ მათ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას წარ­მო­შობს პი­როვ­ნე­ბის აღ­ქმა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხედ­ვის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ით­ქმის ისეთ ქვეყ­ნებ­ზე, სა­დაც ზო­გი­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო კა­ნო­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ზნე­ობ­რივ ნორ­მებს და მცდე­ლო­ბე­ბი აქვთ, ცოდ­ვა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ნე­ბა­დარ­თუ­ლი გა­ხა­დონ. პა­რა­ლე­ლუ­რად ხდე­ბა ისიც, რომ ტე­ლე­ვი­ზია, მა­ს­მე­დია, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი… ამა თუ იმ უწე­სო­ბას ხში­რად მიმ­ზიდ­ვე­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოდ გვი­სა­ხა­ვენ და ხელს უწყო­ბენ მათ პრო­პა­გან­დას. სა­მო­თხე­ში და­წყე­ბუ­ლი ის­ტო­რია ცოდ­ვის კე­თი­ლად წარ­მო­ჩე­ნი­სა და შე­თა­ვა­ზე­ბი­სა, გრძელ­დე­ბა, აკ­რძა­ლუ­ლი ნა­ყო­ფი ადა­მი­ანს კვლა­ვაც მიმ­ზიდ­ვე­ლად ეჩ­ვე­ნე­ბა, ისე­ვე, რო­გორც სა­მო­თხე­ში: "იყო საჭ­მე­ლად ის ხე თვალ­წარმ­ტა­ცი და სა­ა­მუ­რი სა­ნა­ხა­ვად" (დაბ. 3,6). "- აღ­ნიშ­ნუ­ლია პატ­რი­არ­ქის სა­შა­ო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში.

პატ­რი­არ­ქის თქმით, რა თქმა უნდა, გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ მა­შინ, რო­დე­საც ამ­დე­ნი ხა­ნია ქრის­ტე ჩვენს გან­სა­კურ­ნებ­ლად მო­ვი­და, დღე­საც მსოფ­ლი­ოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი კვლავ ურ­წმუ­ნო­ე­ბის ცოდ­ვა­შია; ეს გა­საკ­ვი­რი არც არის, რად­გან ჭეშ­მა­რიტ სარ­წმუ­ნო­ე­ბას ყო­ველ დრო­ში მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტი ღვთის ნე­ბის აღმსრუ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ინარ­ჩუ­ნებ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ილია მეორე - ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები… ამა თუ იმ უწესობას ხშირად ხელს უწყობენ

ილია მეორე - ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები… ამა თუ იმ უწესობას ხშირად ხელს უწყობენ

ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები… ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.

ეპისტოლეს თანახმად, საღვთო ზნეობა იმდენად მაღალია, რომ მას თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფო კანონებიც კი ვერ შეედრება. "სახელმწიფო კანონით დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგალითად, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარება, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, მტრობა, სიძულვილი ... ვიდრე მათი გამოვლინებები სერიოზულად არ დააზარალებს სხვას.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ კი განგვიცხადა, რომ ცოდვად ითვლება არა მარტო არასწორი საქციელი, არამედ მოყვასის მიმართ სიყვარულისა და კეთილგანწყობის არქონა, უკეთური ფიქრიც და ბოროტი გულისთქმაც და მოგვიწოდა, რომ ნებისმიერი ცოდვა დასაწყისშივე, ანუ გონებასა და გულში გაჩენისთანავე, აღმოვფხვრათ, რათა იგი ქმედებად არ იქცეს და მისგან თავის დაღწევა არ გაგვიძნელდეს.

როგორც საღვთო, ისე სახელმწიფო კანონები რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები. ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ. პარალელურად ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები… ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას. სამოთხეში დაწყებული ისტორია ცოდვის კეთილად წარმოჩენისა და შეთავაზებისა, გრძელდება, აკრძალული ნაყოფი ადამიანს კვლავაც მიმზიდველად ეჩვენება, ისევე, როგორც სამოთხეში: "იყო საჭმელად ის ხე თვალწარმტაცი და საამური სანახავად" (დაბ. 3,6). "- აღნიშნულია პატრიარქის საშაობაო ეპისტოლეში.

პატრიარქის თქმით, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ჩვენს განსაკურნებლად მოვიდა, დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი