მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა რურუა - თანაპარტიელების პარტიული სიიდან ამოღება იმისთვის, რომ შემდეგ შენი პირადი მეგობარი შეიყვანო პარლამენტში, სწორი არ არის
ნიკა რურუა - თანაპარტიელების პარტიული სიიდან ამოღება იმისთვის, რომ შემდეგ შენი პირადი მეგობარი შეიყვანო პარლამენტში, სწორი არ არის

თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის პარ­ტი­უ­ლი სი­ი­დან ამო­ღე­ბა, იმის­თვის, რომ შემ­დეგ შენი პი­რა­დი მე­გო­ბა­რი შე­იყ­ვა­ნო პარ­ლა­მენ­ტში, სწო­რი არ არის. ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ნიკა რუ­რუ­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

ნიკა რუ­რუ­ამ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც სა­ა­კაშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის მიერ დღეს ცეს­კო­ში შე­ტა­ნი­ლი მო­თხოვ­ნა შე­ა­ფა­სა. კერ­ძოდ, შე­საძ­ლოა სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ი­დან პარ­ტი­ის წევრთა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ამო­ი­ღონ. ნიკა რუ­რუ­ას თქმით, იგი ეთან­ხმე­ბა სა­ა­კაშ­ვილს და მი­აჩ­ნია, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ლად არის ნათ­ქვა­მი.

"მი­მაჩ­ნია, რომ სი­ი­დან სა­კუ­თა­რი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის მათ გა­უფრ­თხი­ლებ­ლად ამო­ღე­ბა, ცეს­კო­სად­მი მი­მარ­თვით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი, მი­უ­ღე­ბე­ლი და არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლია. ასე­თი რამ არ ხდე­ბა, თუ შენ არ მარ­თავ პრო­ცე­დუ­რულ ბრძო­ლას შე­ნი­ვე თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს მი­უ­ღე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლია", - აღ­ნიშ­ნა რუ­რუ­ამ.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე - მოქ­მე­დებს თუ არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი ყო­ფი­ლი ექ­სპრე­მი­ე­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სცე­ნა­რით, რუ­რუ­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ნა­ირ ინ­ტრი­გას არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში არ შე­ი­ტანს.

"ნათ­ქვა­მი გა­სა­გე­ბია. ეს ხელს უწყობს, ახა­ლი­სებს ივა­ნიშ­ვი­ლის სცე­ნარს, რომ გა­ა­ნად­გუ­როს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­გორც გა­ა­ნად­გუ­რა სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი. და­შა­ლოს, ფრაგ­მენ­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს. რო­გორც გა­ა­კე­თა ეს ალა­სა­ნი­ას პარ­ტი­ის, ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ის, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის", "გირ­ჩის" და ასე შემ­დეგ პარ­ტი­ე­ბის მი­მართ. ასე რომ, ეს სცე­ნა­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მარ­თლაც არ­სე­ბობს. ხელი მას არა­ნა­ი­რად არ უნდა შე­ვუ­წყოთ არა­ნა­ი­რი პი­რა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის გამო. ამი­ტო­მაც მე ვთვლი, რომ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის პარ­ტი­უ­ლი სი­ი­დან ამო­ღე­ბა, იმის­თვის, რომ შემ­დეგ შენი პი­რა­დი მე­გო­ბა­რი შე­იყ­ვა­ნო პარ­ლა­მენ­ტში, სა­უ­ბა­რია გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხის სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ზე, ამ სი­ი­დან ხალ­ხის ამო­ღე­ბა არ არის სწო­რი. არა­ნა­ი­რად, არც პო­ლი­ტი­კუ­რად, არც ადა­მი­ა­ნუ­რად. ხელს უწყობს იმ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბას, რო­მე­ლიც დღეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გად­პო­ლი­ტი­კურ სა­ერ­თა­შო­რი­სო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ამა­ში მათ ხელი არ უნდა შე­ვუ­წყოთ. ჩვე­ნი პი­რა­დი გაბ­რა­ზე­ბის, სი­ძულ­ვი­ლის თუ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის გამო", - გა­ნა­ცხა­და რუ­რუ­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ნიკა რურუა - თანაპარტიელების პარტიული სიიდან ამოღება იმისთვის, რომ შემდეგ შენი პირადი მეგობარი შეიყვანო პარლამენტში, სწორი არ არის

ნიკა რურუა - თანაპარტიელების პარტიული სიიდან ამოღება იმისთვის, რომ შემდეგ შენი პირადი მეგობარი შეიყვანო პარლამენტში, სწორი არ არის

თანაპარტიელების პარტიული სიიდან ამოღება, იმისთვის, რომ შემდეგ შენი პირადი მეგობარი შეიყვანო პარლამენტში, სწორი არ არის. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა რურუამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

ნიკა რურუამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე, რომლითაც სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის მიერ დღეს ცესკოში შეტანილი მოთხოვნა შეაფასა. კერძოდ, შესაძლოა საპარლამენტო სიიდან პარტიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამოიღონ. ნიკა რურუას თქმით, იგი ეთანხმება სააკაშვილს და მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტის განცხადებაში ყველაფერი ნათლად არის ნათქვამი.

"მიმაჩნია, რომ სიიდან საკუთარი თანაპარტიელების მათ გაუფრთხილებლად ამოღება, ცესკოსადმი მიმართვით, აბსოლუტურად გაუგებარი, მიუღებელი და არასწორი საქციელია. ასეთი რამ არ ხდება, თუ შენ არ მართავ პროცედურულ ბრძოლას შენივე თანაგუნდელების წინააღმდეგ. ეს მიუღებელი საქციელია", - აღნიშნა რურუამ.

წამყვანის კითხვაზე - მოქმედებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი ყოფილი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სცენარით, რურუამ განაცხადა, რომ არანაირ ინტრიგას არსებულ ვითარებაში არ შეიტანს.

"ნათქვამი გასაგებია. ეს ხელს უწყობს, ახალისებს ივანიშვილის სცენარს, რომ გაანადგუროს "ნაციონალური მოძრაობა", როგორც გაანადგურა სხვა ოპოზიციური პარტიები. დაშალოს, ფრაგმენტაცია მოახდინოს. როგორც გააკეთა ეს ალასანიას პარტიის, ბურჭულაძის პარტიის, "რესპუბლიკური პარტიის", "გირჩის" და ასე შემდეგ პარტიების მიმართ. ასე რომ, ეს სცენარი დარწმუნებული ვარ მართლაც არსებობს. ხელი მას არანაირად არ უნდა შევუწყოთ არანაირი პირადი პოლიტიკური მიზნების გამო. ამიტომაც მე ვთვლი, რომ თანაპარტიელების პარტიული სიიდან ამოღება, იმისთვის, რომ შემდეგ შენი პირადი მეგობარი შეიყვანო პარლამენტში, საუბარია გარეთ დარჩენილი ხალხის საპარლამენტო სიაზე, ამ სიიდან ხალხის ამოღება არ არის სწორი. არანაირად, არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად. ხელს უწყობს იმ განუკითხაობას, რომელიც დღეს არის საქართველოს ეკონომიკაში, საქართველოს ზოგადპოლიტიკურ საერთაშორისო მდგომარეობაში, ამაში მათ ხელი არ უნდა შევუწყოთ. ჩვენი პირადი გაბრაზების, სიძულვილის თუ პოლიტიკური მიზნების გამო", - განაცხადა რურუამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"