პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - ჩემს ნათქვამს ვიღაცებმა ინტერპრეტაცია გაუკეთეს, თითქოს ბრალი ვაღიარე - ამას პატიმრობის მესამე წელს არავინ აკეთებს
გიგი უგულავა - ჩემს ნათქვამს ვიღაცებმა ინტერპრეტაცია გაუკეთეს, თითქოს ბრალი ვაღიარე - ამას პატიმრობის მესამე წელს არავინ აკეთებს

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი, ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი გიგი უგუ­ლა­ვა "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" საქ­მე­ზე ბრა­ლის აღი­ა­რე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

რო­გორც უგუ­ლა­ვამ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მან ბრა­ლი აღი­ა­რაა, რე­ა­ლო­ბის არას­წო­რი ინ­ტერ­პე­ტა­ცი­აა.

"2013 წელს ეს ხალ­ხი - 600 თუ 700-მდე ადა­მი­ა­ნი "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში" ჩემი თან­ხმო­ბით და­საქმდა და მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რაზე ვლა­პა­რა­კობ, რად­გან ამას მოჰ­ყვა არას­წო­რი ინ­ტერ­პე­ტა­ცია. ეს ხალ­ხი ჩემი თან­ხმო­ბით და­საქმდა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უზ­ნეო უნდა ვიყო, რომ ხელი ჩემი მო­ად­გი­ლე­ე­ბის­კენ გა­ვიშ­ვი­რო. პი­რი­ქით, მე რომ სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მა­ინც ვე­ტყო­დი ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ "ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი მე ვარ და შე­გიძ­ლი­ათ ჩემ­სკენ გა­მო­იშ­ვი­როთ ხელი". ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ქვეშ იყო ყვე­ლა­ფე­რი - კარ­გიც და ცუ­დიც. რა თქმა უნდა, არა­ნა­ი­რი გან­ზრახ­ვა არ მქო­ნია, რომ ეს მა­ინ­ცდა­მა­ი­ანც პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და, მაგ­რამ ამან ასე­თი სახე მი­ი­ღო. ეს ფაქ­ტია და ჩვენ თუ სი­რაქ­ლე­მა­სა­ვით ვი­ტყვით, რომ ასე არ არის, სწო­რი არ იქ­ნე­ბა. ნა­წი­ლი ასე მუ­შა­ობ­და, ნა­წი­ლი ისე მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ უსინ­დი­სო იყო და იქ­ნე­ბა ბრალ­დე­ბა, რომ ამით მე და­მაბ­რა­ლო სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა და გაფ­ლან­გვა.

რაც არის ცუდი, ამ ნა­წილ­ში მე ვთქვი, რომ ცუ­დია და სამ­წუ­ხა­როდ, ვი­ღა­ცებ­მა ინ­ტერპრე­ტა­ცია გა­უ­კე­თეს, თით­ქოს მე ბრა­ლი ვა­ღი­ა­რე. ბრა­ლის აღი­ა­რე­ბა საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბაა და ამას პა­ტიმ­რო­ბის მე­სა­მე წელს არა­ვინ აკე­თებს. ამას აკე­თე­ბენ პირ­ველ რამ­დე­ნი­მე კვი­რას", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შეც­დო­მა იყო ის, რომ არ მი­ა­დევ­ნა თვა­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით არ ყო­ფი­ლი­ყო და­კა­ვე­ბუ­ლი "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიგი უგულავა - ჩემს ნათქვამს ვიღაცებმა ინტერპრეტაცია გაუკეთეს, თითქოს ბრალი ვაღიარე - ამას პატიმრობის მესამე წელს არავინ აკეთებს

გიგი უგულავა - ჩემს ნათქვამს ვიღაცებმა ინტერპრეტაცია გაუკეთეს, თითქოს ბრალი ვაღიარე - ამას პატიმრობის მესამე წელს არავინ აკეთებს

თბილისის ყოფილი მერი, ე.წ. მატროსოვის ციხიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე ბრალის აღიარებას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც უგულავამ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ინფორმაცია, თითქოს მან ბრალი აღიარაა, რეალობის არასწორი ინტერპეტაციაა.

"2013 წელს ეს ხალხი - 600 თუ 700-მდე ადამიანი "თბილსერვის ჯგუფში" ჩემი თანხმობით დასაქმდა და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რაზე ვლაპარაკობ, რადგან ამას მოჰყვა არასწორი ინტერპეტაცია. ეს ხალხი ჩემი თანხმობით დასაქმდა და აბსოლუტურად უზნეო უნდა ვიყო, რომ ხელი ჩემი მოადგილეებისკენ გავიშვირო. პირიქით, მე რომ საერთოდ არაფერ შუაში ვყოფილიყავი, მაინც ვეტყოდი ჩემს თანამშრომლებს, რომ "ინტერესის საგანი მე ვარ და შეგიძლიათ ჩემსკენ გამოიშვიროთ ხელი". ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო ყველაფერი - კარგიც და ცუდიც. რა თქმა უნდა, არანაირი განზრახვა არ მქონია, რომ ეს მაინცდამაიანც პოლიტიკური მიმართულებით ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ ამან ასეთი სახე მიიღო. ეს ფაქტია და ჩვენ თუ სირაქლემასავით ვიტყვით, რომ ასე არ არის, სწორი არ იქნება. ნაწილი ასე მუშაობდა, ნაწილი ისე მუშაობდა, მაგრამ უსინდისო იყო და იქნება ბრალდება, რომ ამით მე დამაბრალო საბიუჯეტო თანხების მითვისება და გაფლანგვა.

რაც არის ცუდი, ამ ნაწილში მე ვთქვი, რომ ცუდია და სამწუხაროდ, ვიღაცებმა ინტერპრეტაცია გაუკეთეს, თითქოს მე ბრალი ვაღიარე. ბრალის აღიარება საპროცესო მოქმედებაა და ამას პატიმრობის მესამე წელს არავინ აკეთებს. ამას აკეთებენ პირველ რამდენიმე კვირას", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე განმარტებით, შეცდომა იყო ის, რომ არ მიადევნა თვალი, პოლიტიკური საქმიანობით არ ყოფილიყო დაკავებული "თბილსერვის ჯგუფი".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ