პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახის მკურნალმა" რეალიზაციიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოახმარა
"ოჯახის მკურნალმა" რეალიზაციიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოახმარა

ჟურ­ნალ­მა "ოჯა­ხის მკურ­ნალ­მა" საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტის #ქველ­მოქ­მე­დე­ბა­მარ­ტი­ვია ფარ­გლებ­ში ნო­ემ­ბრი­სა და დე­კემ­ბრის ნომ­რე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი 5 022 ლარი დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფონდს გა­დას­ცა. ფონ­დი ლე­ი­კე­მი­ი­თა და სიმ­სინვნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს ეხ­მა­რე­ბა.

თომა ცი­გუ­რიშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია, ვი­საც დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დი ეხ­მა­რე­ბა. მისი დე­დის თა­მარ შუკ­ვა­ნის გან­მარ­ტე­ბით, თო­მას მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თად­მა ეტაპ­მა უკვე ჩა­ი­ა­რა და ბავ­შვი ამ­ჟა­მად კონ­ტრო­ლის ეტაპ­ზეა.

"მკურ­ნა­ლო­ბის წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ან გზა­ზე სულ თან გვიდ­გას დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დი. სწო­რედ მათი, სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და თბი­ლი­სის მე­რი­ის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით და­ფი­ნანსდა ოპე­რა­ცია, სხი­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბის სხვა ეტა­პე­ბი. დიდი მად­ლო­ბა დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის ფონდს და ყვე­ლას, ვი­საც 1 ლარი მა­ინც გა­და­უ­რი­ცხავს ამ საქ­ვე­მოლ­მოქ­მე­დო ფონდში," - ამ­ბობს თა­მარ შუკ­ვა­ნი.

დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფონ­დი სამ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია არ­სე­ბობს. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე ფონ­დი 220 ბავ­შვს და­ეხ­მა­რა. თუმ­ცა მხო­ლოდ 176 ბავ­შვის სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მოხ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში 2 200 000 ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლი. ყვე­ლა ბავ­შვი კვლავ ფონ­დის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია და მათ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ფონ­დი კვლავ ახორ­ცი­ე­ლებს. ფონ­დის დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და დი­რექ­ტო­რის კა­ხა­ბერ ჯა­ნაშ­ვი­ლის თქმით, ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს, თან­ხე­ბი კი იკ­ლებს. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის" საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტი და მის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა.

"ის თან­ხა, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­მა "ოჯა­ხის მკურ­ნალ­მა" პრო­ექ­ტის პირ­ველ ეტაპ­ზე გად­მო­რი­ცხა, უკვე მოხ­მარ­და სამი ბავ­შვის მკურ­ნა­ლო­ბას. ერთი ბავ­შვი ის­რა­ელ­ში გა­ემ­გზავ­რა და იქ ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. ორს კი ად­გი­ლობ­რი­ვად და­უ­ფი­ნანსდა მკურ­ნა­ლო­ბა. ამ ბავ­შვებს მოხ­მარ­დე­ბა მე­ო­რე ეტაპ­ზე გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხაც," - აღ­ნიშ­ნა ჯა­ნაშ­ვილ­მა.

"ფონ­დის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ნე­ბის­მი­ერ შე­მო­წი­რუ­ლო­ბას. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჟურ­ნალ "ოჯა­ხის მკურ­ნალს" ესე­თი კარ­გი საქ­მის­თვის. ჩვენ ამ თან­ხით ლე­ი­კე­მი­ით და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს ვეხ­მა­რე­ბით. იმე­დი მაქვს ეს პრო­ექ­ტი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა და ერ­თად ბევრ პა­ტა­რას გა­და­ვარ­ჩენთ," - თქვა დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძემ.

პრო­ექ­ტი 2016 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ჟურ­ნა­ლის ოთხი საქ­ვე­მოქ­მე­დო ნო­მე­რი გა­მო­ვი­და. პრო­ექ­ტში ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი. დე­კემ­ბრის ნო­მე­რის სახე ქე­თია ხა­ტი­აშ­ვი­ლი იყო.

"ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფონდში გა­დავ­რი­ცხოთ, რო­მე­ლიც სწო­რედ ასეთ ბავ­შვებს ეხ­მა­რე­ბა. პრო­ექ­ტი გაგ­რძელ­დე­ბა და მო­მა­ვალ­შიც რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან შე­მო­სულ თან­ხას საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნებთ," - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლი " ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის" ბრენდ მე­ნე­ჯერ­მა ანა პი­ვო­ვა­რო­ვამ.

"ყვე­ლას, მაგ­რამ ჩვენ ცნო­ბილ სა­ხე­ებს, სულ ცოტა უკეთ შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­გე­ბი­ნოთ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დოთ, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებ­ში. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, რომ იყი­დონ ჟურ­ნა­ლი "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლი" არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჟურ­ნა­ლი ჰქონ­დეთ, არა­მედ იმი­ტო­მაც რომ რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს ხმარ­დე­ბათ," - აღ­ნიშ­ნა ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­მა.

ფონ­დის ბე­ნე­ფი­ცი­არ ბავ­შვებს სა­ჩუქ­რე­ბი გა­და­ე­ცათ დი­მიტ­რი ცინ­ცაძს ფონ­დის­გან, "პა­ლიტ­რა მე­დი­ი­სა" და პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი კომ­პა­ნია "ალ­პენ ფარ­მას­გან".

#ქველ­მოქ­მე­დე­ბა­მარ­ტი­ვია ჟურ­ნა­ლის "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლი­სა" და "პა­ლიტ­რა მე­დია" ჰოლ­დინ­გის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ოჯახის მკურნალმა" რეალიზაციიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოახმარა

"ოჯახის მკურნალმა" რეალიზაციიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოახმარა

ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" საქველმოქმედო პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი 5 022 ლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადასცა. ფონდი ლეიკემიითა და სიმსინვნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

თომა ციგურიშვილი ერთ-ერთია, ვისაც დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ეხმარება. მისი დედის თამარ შუკვანის განმარტებით, თომას მკურნალობის ძირითადმა ეტაპმა უკვე ჩაიარა და ბავშვი ამჟამად კონტროლის ეტაპზეა.

"მკურნალობის წელიწადნახევრიან გზაზე სულ თან გვიდგას დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. სწორედ მათი, სოლიდარობის ფონდის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის ერთობლივი ძალებით დაფინანსდა ოპერაცია, სხივები და მკურნალობის სხვა ეტაპები. დიდი მადლობა დიმიტრი ცინცაძის ფონდს და ყველას, ვისაც 1 ლარი მაინც გადაურიცხავს ამ საქვემოლმოქმედო ფონდში," - ამბობს თამარ შუკვანი.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი სამ წელიწადნახევარია არსებობს. ამ დროის მანძილზე ფონდი 220 ბავშვს დაეხმარა. თუმცა მხოლოდ 176 ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხდა. საერთო ჯამში 2 200 000 ლარია დახარჯული. ყველა ბავშვი კვლავ ფონდის ბენეფიციარია და მათ ზედამხედველობას ფონდი კვლავ ახორციელებს. ფონდის დამფუძნებლისა და დირექტორის კახაბერ ჯანაშვილის თქმით, ბავშვების რაოდენობა მატულობს, თანხები კი იკლებს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "ოჯახის მკურნალის" საქველმოქმედო პროექტი და მის ფარგლებში მიღებული თანხა.

"ის თანხა, რომელიც ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" პროექტის პირველ ეტაპზე გადმორიცხა, უკვე მოხმარდა სამი ბავშვის მკურნალობას. ერთი ბავშვი ისრაელში გაემგზავრა და იქ ოპერაცია გაუკეთდა. ორს კი ადგილობრივად დაუფინანსდა მკურნალობა. ამ ბავშვებს მოხმარდება მეორე ეტაპზე გადმორიცხული თანხაც," - აღნიშნა ჯანაშვილმა.

"ფონდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ შემოწირულობას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" ესეთი კარგი საქმისთვის. ჩვენ ამ თანხით ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ვეხმარებით. იმედი მაქვს ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ერთად ბევრ პატარას გადავარჩენთ," - თქვა დიმიტრი ცინცაძის ფონდის დამფუძნებელმა დიმიტრი ცინცაძემ.

პროექტი 2016 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. ამ პერიოდში ჟურნალის ოთხი საქვემოქმედო ნომერი გამოვიდა. პროექტში ცნობილი სახეებიც არიან ჩართული. დეკემბრის ნომერის სახე ქეთია ხატიაშვილი იყო.

"ლეიკემიით დაავადებული ბავშვების პრობლემა ძალიან აქტუალურია. ამიტომ გადავწყვიტეთ რეალიზაციიდან შემოსული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადავრიცხოთ, რომელიც სწორედ ასეთ ბავშვებს ეხმარება. პროექტი გაგრძელდება და მომავალშიც რეალიზაციიდან შემოსულ თანხას საქველმოქმედო მიზნებით გამოვიყენებთ," - განაცხადა ჟურნალი " ოჯახის მკურნალის" ბრენდ მენეჯერმა ანა პივოვაროვამ.

"ყველას, მაგრამ ჩვენ ცნობილ სახეებს, სულ ცოტა უკეთ შეგვიძლია გავაგებინოთ ფართო საზოგადოებას, ყველას მოვუწოდოთ, რომ მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო პროექტებში. მოვუწოდებ ყველას, რომ იყიდონ ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალი ჰქონდეთ, არამედ იმიტომაც რომ რეალიზაციიდან შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ხმარდებათ," - აღნიშნა ქეთი ხატიაშვილმა.

ფონდის ბენეფიციარ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ დიმიტრი ცინცაძს ფონდისგან, "პალიტრა მედიისა" და პროექტის მხარდამჭერი კომპანია "ალპენ ფარმასგან".

#ქველმოქმედებამარტივია ჟურნალის "ოჯახის მკურნალისა" და "პალიტრა მედია" ჰოლდინგის ერთობლივი პროექტია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი