სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებასთან თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან. ციხესთან იმყოფებიან უგულავას ქალიშვილები.
როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ე.წ. მატროსოვის ციხესთან იკრიბებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც.
როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა, რის საფუძველზეც თბილისის ყოფილი მერი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს. ადვოკატები და ახლობლები უგულავას გათავისუფლებას დღესვე ელოდებიან.