ქართველი ასტროლოგები 8 იანვრიდან 6 თებერვლამდე პერიოდის მაქსიმალურად გამოყენებას გვირჩევენ. აი, რას წერს ქეთი ვაწაძე "ფეისბუქზე":
"8 იანვრიდან 6 თებერვლამდე ყველა პლანეტა ცის კაბადონზე დირექტულ მოძრაობაშია!!!
გამოიყენეთ ეს პერიოდი მაქსიმალურად!
ეს საკმაოდ იშვიათი ასტრონომიული მოვლენაა. ასეთ დროს მზის სისტემის ყველა პლანეტა დირექტულად, ერთი მიმართულებით მოძრაობს (დედამიწიდან დამკვირვებლის პოზიციიდან).
ეს ბრწყინვალე პერიოდია მრავალი წამოწყებისთვის. კარგი პერიოდია ახალი ბიზნეს - გეგმებისთვის, ახალი საქმეებისთვის, ქორწინებისთვის (მით უფრო, რომ ვენერა, თავის ეკზალტაციის ნიშანში, თევზებში იმოძრავებს) და სხვ.
მოკლედ, ბევრ საკითხში გვექნება კოსმოსის დახმარება. მთავარია, ჩვენი მიზნები აღმშენებლურ საქმეებს, წინსვლას, სიკეთეს უკავშირდებოდეს.
გამოიყენეთ ეს ერთთვიანი პერიოდი სასიკეთოდ!
წარმატებები ყველას!".