სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება და მას პატრიარქი შეასრულებს.
დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო ლიტურგიას შობას, 7 იანვარს 10:00 საათზე დაიწყებდა.