საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებზე "სოლიდარობის ფონდი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებზე "სოლიდარობის ფონდი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დი ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც ფონ­დის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცია და ცრუ ბრალ­დე­ბა გავ­რცელ­და.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ფონ­დი 2014 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და აფი­ნან­სებს სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებ­სა და 22 წლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კი სა­ქარ­თვე­ლოს სო­ლიდ­რა­ო­ბის ფონდმა უკვე 352 სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი და 22 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდა და­ა­ფი­ნან­სა.

"პირ­ველ რიგ­ში მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ ანას­ტა­სი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და ვი­ზი­ა­რებთ მისი ოჯა­ხის დიდ ტრა­გე­დი­ას. ვი­ნა­ი­დან ბოლო დროს გახ­მა­უ­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცია და ცრუ ბრალ­დე­ბა გავ­რცელ­და სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­შე­მო, გა­დავ­წყვი­ტეთ გვე­პა­სუ­ხა ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე.

ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის, თურ­ქეთ­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და შემ­დეგ უკვე გად­მოს­ვე­ნე­ბის ხარ­ჯე­ბი სრუ­ლად და­ფა­რა სა­ქარ­თვე­ლოს სო­ლი­და­რო­ბის ფონდმა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ. არც ერთი წუ­თით არ შე­წყვე­ტი­ლა სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბა თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში.

ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე, 6 დე­კემ­ბერს, სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დი და­უ­კავ­შირ­და ბავ­შვის დე­დას, რისი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც არ­სე­ბობს, იმ დრო­ის­თვის, მშო­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ბავ­შვის მკურ­ნა­ლო­ბა სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან და და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოგ­ვმარ­თავ­და. უკვე 20 დე­კემ­ბერს პი­რა­დად მი­ვე­დი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ანას­ტა­სი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად. ოჯახ­მა იცო­და, რომ ბავ­შვის მკურ­ნა­ლო­ბა და­ფი­ნანსდე­ბო­და ფონ­დის მიერ, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ წყდე­ბო­და მო­წო­დე­ბე­ბი ანას­ტა­სი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის.

შემ­დეგ უკვე მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და შემ­დე­გი თან­მიმ­დევ­რო­ბით: ოჯახ­მა 23 დე­კემ­ბერს ფონდში შე­მო­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი სრუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით, მათ შო­რის ექ­სპერ­ტუ­ლი დას­კვნაც. ანას­ტა­სი­ას მკურ­ნა­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გერ­მა­ნი­ა­ში "ჰე­ლი­ოს" კლი­ნი­კი­დან 90 ათა­სი ევ­როს მო­ცუ­ლო­ბით. თან­ხა იმა­ვე სა­ღა­მოს, 23 დე­კემ­ბერს, ელექტრო­ნუ­ლი კო­მი­სი­ის მიერ იქნა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, თუმ­ცა გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კას­თან შე­იქ­მნა შემ­დე­გი პრობ­ლე­მე­ბი - ბავ­შვს ვერ მი­ი­ღებ­დნენ 10 იან­ვრამ­დე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფონდმა და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ანას­ტა­სი­ას თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა­ზე. რად­გან ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მძი­მე და დრო არ იც­დი­და, სო­ლი­და­რო­ბის ფონდმა მყი­სი­ე­რად მო­ახ­დი­ნა კო­ორ­დი­ნა­ცია თურ­ქე­თის კლი­ნი­კას­თან, ვი­ნა­ი­დან ბავ­შვს სას­წრა­ფო რეჟმ­ში მი­ე­ღო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ფონ­დი აფი­ნან­სებს მხო­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბას და აქ წყდე­ბა ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა და ლე­გი­ტი­მა­ცია, ეს ის შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც ფონ­დი ჩა­ერ­თო რიგი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლი და მისი მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი თურ­ქე­თი­დან, თუმ­ცა მა­ნამ­დე ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ­სად ვრცელ­დე­ბო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ბავ­შვი ავად გახ­და ჯერ კი­დევ თურ­ქეთ­ში ყოფ­ნის დროს და გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ოჯა­ხი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და არა­ლე­გა­ლუ­რად, კლი­ნი­კამ არ აიღო ბავ­შვზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და დე­პორ­ტა­ცი­ით გა­მო­უშ­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. გარ­და ამი­სა, ისიც ცნო­ბი­ლია რომ ბავ­შვს აღ­მო­აჩ­ნდა ურ­თუ­ლე­სი დი­აგ­ნო­ზი - მე­დუ­ლობ­ლას­ტო­მა, მე-4 სტა­დია", - ნათ­ქვა­მია ფონ­დის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ბრალ­დე­ბებს, თით­ქოს ფორ­მა­ლო­ბე­ბის გამო დაგ­ვი­ან­და რე­ა­გი­რე­ბა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ლი­და­რო­ბის ფონდში აცხა­დე­ბენ, რომ ბავ­შვის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი ფონდში შე­ვი­და 2016 წლის 23 დე­კემ­ბერს, და­ფი­ნან­სე­ბა ელექტრო­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წე­სით გან­ხორ­ცი­ელ­და იმა­ვე დღეს, ხოლო ანას­ტა­სი­ას ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მოხ­და გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნი­დან 48 სა­ათ­ში.

"ეს 48 სა­ა­თი გა­ნი­სა­ზღვრა შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე: ამ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია ჩა­ედ­გა დრე­ნა­ჟი რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი­ყო სტა­ბი­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და ექი­მე­ბი ელო­დე­ბოდ­ნენ მდგო­მა­რე­ო­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას, რომ პა­ცი­ენტს შეძ­ლე­ბო­და ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, თურ­ქე­თის კლი­ნი­კა და­თან­ხმდა ბავ­შვის მი­ღე­ბას და მოგ­ვარ­და ბავ­შვის და მშობ­ლის დე­პორ­ტა­ცი­ის სა­კი­თხი. აქვე გან­ვმარ­ტავთ, ფონ­დის მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­დუ­რებს და სპე­ცი­ფი­კას, რაც რე­გუ­ლირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბით და რაც გამჭვირ­ვა­ლეს ხდის პრო­ცესს.

სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დი თი­თო­ე­უ­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის კო­მი­სი­უ­რი წე­სით და­ფი­ნან­სე­ბის შემ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხას რი­ცხავს კლი­ნი­კა­ში და არა ოჯა­ხის ან­გა­რიშ­ზე, ბავ­შვის ან­გა­რიშ­ზე და რა­საკ­ვირ­ვე­ლია არ გას­ცემს ხელ­ზე. ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სის­ტე­მა­ტუ­რად ქვეყ­ნდე­ბა და და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს მი­უწ­ვდე­ბა ხელი. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ფონ­დებს ანას­ტა­სი­ას და მისი ოჯა­ხის გვერ­დში დგო­მის­თვის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ფონ­დის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებზე "სოლიდარობის ფონდი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებზე "სოლიდარობის ფონდი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სოლიდარობის ფონდი ანასტასია ზაალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ფონდის განცხადებაშია აღნიშნული, სოლიდარობის ფონდის საქმიანობის გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება გავრცელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და აფინანსებს სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას, დღეის მდგომარეობით კი საქართველოს სოლიდრაობის ფონდმა უკვე 352 სიმსივნით დაავადებული ბავშვი და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდა დააფინანსა.

"პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ ანასტასიას გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ მისი ოჯახის დიდ ტრაგედიას. ვინაიდან ბოლო დროს გახმაურებულ მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება გავრცელდა სოლიდარობის ფონდის საქმიანობის გარშემო, გადავწყვიტეთ გვეპასუხა ყველა შეკითხვაზე.

ანასტასია ზაალიშვილის მკურნალობის, თურქეთში ტრანსპორტირებისა და შემდეგ უკვე გადმოსვენების ხარჯები სრულად დაფარა საქართველოს სოლიდარობის ფონდმა და ჯანდაცვის სამინისტრომ. არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა სოლიდარობის ფონდის დაფინანსება თურქეთის კლინიკაში.

ანასტასია ზაალიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებისთანავე, 6 დეკემბერს, სოლიდარობის ფონდი დაუკავშირდა ბავშვის დედას, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს, იმ დროისთვის, მშობელმა განაცხადა, რომ იაშვილის კლინიკაში ბავშვის მკურნალობა სრულად ფინანსდებოდა სახელმწიფოს მხრიდან და დამატებითი ფინანსური საჭიროების შემთხვევაში მოგვმართავდა. უკვე 20 დეკემბერს პირადად მივედი იაშვილის კლინიკაში ანასტასიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. ოჯახმა იცოდა, რომ ბავშვის მკურნალობა დაფინანსდებოდა ფონდის მიერ, მაგრამ სოციალურ ქსელში არ წყდებოდა მოწოდებები ანასტასიას დახმარებისთვის.

შემდეგ უკვე მოვლენები განვითარდა შემდეგი თანმიმდევრობით: ოჯახმა 23 დეკემბერს ფონდში შემოიტანა განაცხადი სრული დოკუმენტაციით, მათ შორის ექსპერტული დასკვნაც. ანასტასიას მკურნალობის დაფინანსებაზე გერმანიაში "ჰელიოს" კლინიკიდან 90 ათასი ევროს მოცულობით. თანხა იმავე საღამოს, 23 დეკემბერს, ელექტრონული კომისიის მიერ იქნა დამტკიცებული, თუმცა გერმანიის კლინიკასთან შეიქმნა შემდეგი პრობლემები - ბავშვს ვერ მიიღებდნენ 10 იანვრამდე. აქედან გამომდინარე, ფონდმა დაიწყო მუშაობა ანასტასიას თურქეთში გამგზავრებაზე. რადგან ბავშვის მდგომარეობა იყო მძიმე და დრო არ იცდიდა, სოლიდარობის ფონდმა მყისიერად მოახდინა კოორდინაცია თურქეთის კლინიკასთან, ვინაიდან ბავშვს სასწრაფო რეჟმში მიეღო სამედიცინო დახმარება.

აქვე განვმარტავთ, რომ მიუხედავად იმისა რომ ფონდი აფინანსებს მხოლოდ მკურნალობას და აქ წყდება ფონდის საქმიანობა და ლეგიტიმაცია, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ფონდი ჩაერთო რიგი პრობლემების მოგვარებაში.

ანასტასია ზაალიშვილი და მისი მშობლები იყვნენ დეპორტირებულები თურქეთიდან, თუმცა მანამდე ამის შესახებ ინფორმაცია არსად ვრცელდებოდა. მოგეხსენებათ ბავშვი ავად გახდა ჯერ კიდევ თურქეთში ყოფნის დროს და გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა არალეგალურად, კლინიკამ არ აიღო ბავშვზე პასუხისმგებლობა და დეპორტაციით გამოუშვეს საქართველოში. გარდა ამისა, ისიც ცნობილია რომ ბავშვს აღმოაჩნდა ურთულესი დიაგნოზი - მედულობლასტომა, მე-4 სტადია", - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

რაც შეეხება იმ ბრალდებებს, თითქოს ფორმალობების გამო დაგვიანდა რეაგირება, ამასთან დაკავშირებით სოლიდარობის ფონდში აცხადებენ, რომ ბავშვის დაფინანსებაზე განაცხადი ფონდში შევიდა 2016 წლის 23 დეკემბერს, დაფინანსება ელექტრონული კომისიის წესით განხორციელდა იმავე დღეს, ხოლო ანასტასიას ტრანსპორტირება მოხდა განცხადების შეტანიდან 48 საათში.

"ეს 48 საათი განისაზღვრა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: ამ პერიოდში ბავშვს იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია ჩაედგა დრენაჟი რათა უზრუნველყოფილიყო სტაბილური ტრანსპორტირება და ექიმები ელოდებოდნენ მდგომარეობის დასტაბილურებას, რომ პაციენტს შეძლებოდა ტრანსპორტირება, თურქეთის კლინიკა დათანხმდა ბავშვის მიღებას და მოგვარდა ბავშვის და მშობლის დეპორტაციის საკითხი. აქვე განვმარტავთ, ფონდის მუშაობის პროცედურებს და სპეციფიკას, რაც რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით და რაც გამჭვირვალეს ხდის პროცესს.

სოლიდარობის ფონდი თითოეული ბენეფიციარის კომისიური წესით დაფინანსების შემდეგ მკურნალობისთვის საჭირო თანხას რიცხავს კლინიკაში და არა ოჯახის ანგარიშზე, ბავშვის ანგარიშზე და რასაკვირველია არ გასცემს ხელზე. ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სისტემატურად ქვეყნდება და დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს მიუწვდება ხელი. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ადამიანს, ფონდებს ანასტასიას და მისი ოჯახის გვერდში დგომისთვის", - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი