პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი სამოსი იქნება აქტუალური 2017 წელს - დიზაინერის რჩევები
როგორი სამოსი იქნება აქტუალური 2017 წელს - დიზაინერის რჩევები

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, დი­ზა­ი­ნე­რი თი­ნა­თინ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექტს - "წე­რი­ლე­ბი თოვ­ლის პა­პას" უდ­გას სა­თა­ვე­ში. ბავ­შვე­ბი თოვ­ლის პა­პას წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნი­ან, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, დი­ზა­ი­ნე­რის პი­რად გვერ­დზე იტ­ვირ­თე­ბა. მსურ­ველ ქველ­მოქ­მედ ადა­მი­ანს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, შე­არ­ჩი­ოს სა­სურ­ვე­ლი წე­რი­ლი და მისი ავ­ტო­რის თოვ­ლის პაპა გახ­დეს. ამ სა­კი­თხზე უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, 2017 წლის მო­დის ტენ­დენ­ცი­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ, თი­ნა­თინს სა­ლონ­ში ვეს­ტუმ­რე.

- ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში თამ­თა დე­მუ­რიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით ჩა­ვერ­თე. თამ­თას კარ­გა ხა­ნია, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში, ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებ­თან აქვს კონ­ტაქ­ტი. ერთ წელს სტუმ­რად ჩეხი მო­დე­ლი მყავ­და, რო­მე­ლიც საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ით ამ კლი­ნი­კა­ში მი­ვიყ­ვა­ნე. იქ გა­ვი­ცა­ნი ელე­ნი­კო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, ვერ და­დი­ო­და, მო­დე­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. დავ­პირ­დი, თუ გა­ივ­ლი, ნო­ემ­ბერ­ში ჩვე­ნე­ბა­ზე გა­გიყ­ვან-მეთ­ქი. ეს სი­ტყვე­ბი მის­თვის იმ­ხე­ლა სტი­მუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ ნო­ემ­ბერ­ში ელე­ნი­კო ჩვე­ნე­ბა­ზე მარ­თლა გა­ვი­და. ამ ამ­ბის გახ­სე­ნე­ბა­ზე ახ­ლაც ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა ის ძა­ლი­ან კარ­გად არის. ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის მერე, სიმ­სივ­ნი­ან ბავ­შვებ­თან გან­ვაგ­რძე ურ­თი­ერ­თო­ბა. ერთ-ერთი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რი­სას, სა­დაც სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი მიგ­ვიწ­ვი­ეს (ჩვე­ნი ფონ­დია "საქ­მი­ა­ნი ქა­ლე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის"), ბერი ან­დრი­ას ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დედა თი­ნა­თი­ნი გა­ვი­ცა­ნი. იქ ერთ-ერ­თმა ბიჭ­მა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ცო­ცხა­ლი აღარ არის, თქვა, - ჩვენ ყო­ველ­თვის ლე­ი­კე­მი­ი­ა­ნი ბავ­შვე­ბის ჩრდილ­ში ვი­ყა­ვი­თო. ეს ფრა­ზა იმ­დე­ნად მძი­მედ მო­სას­მე­ნი იყო, რომ მათ დავ­პირ­დი, სულ თქვენ გვერ­დით ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი. ბე­რია ან­დრი­ას ფონ­დი დღემ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი მე­ო­რე სახ­ლია. მათ­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი მაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს - "წე­რი­ლე­ბი თოვ­ლის პა­პას", ეს 5 წლის წინ, თამ­თა დე­მუ­რიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო. პირ­ვე­ლად ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს თოვ­ლის პა­პის­თვის წე­რი­ლე­ბი მი­ვა­წე­რი­ნეთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­ტვირ­თეთ და ამ ნა­ბიჯს სა­ო­ცა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ახლა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რი მსგავ­სი აქ­ცია კეთ­დე­ბა. იმა­ვე წელს ბერი ან­დრი­ას ფონ­დის ბავ­შვე­ბიც ჩავ­რთეთ აქ­ცი­ა­ში. მე­ო­რე წელ­საც ანა­ლო­გი­უ­რი გა­კეთ­და, მე­სა­მე წელს კი გა­დავ­წყვი­ტეთ, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბიც ჩაგ­ვერ­თო. ავად­მყო­ფი და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის წე­რი­ლებ­ში ძა­ლი­ან დიდი კონ­ტრას­ტი იყო. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი ნაძ­ვის ხეს და კან­ფე­ტებს ითხოვ­დნენ. პა­ტა­რე­ბის წე­რი­ლებს ემო­ცი­ის გა­რე­შე ვერ ვკი­თხუ­ლობ. მი­ხა­რია, რომ თოვ­ლის პა­პო­ბის მსურ­ვე­ლიც ძა­ლი­ან ბევ­რია და არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად, ირა­ნელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა 700 ლარი შე­მოგ­ვწი­რა შარ­შა­ნაც და შარ­შან­წი­ნაც. მის შვილს თოვ­ლის პა­პის კოს­ტი­უ­მი ეცვა და ბავ­შვებს სა­ჩუქ­რებს ჩვენ­თან ერ­თად ური­გებ­და. წელს თოვ­ლის ბა­ბუა რო­მე­ლი ბავ­შვის წე­რილ­საც აარ­ჩევს, მას სა­ჩუ­ქარს თა­ვად­ვე მი­უ­ტანს. მერე ფო­ტოს გა­მო­მიგ­ზავ­ნის, რომ დავ­დო კო­მენ­ტა­რებ­ში. არის წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ სრულ­დე­ბა, ასე­თი წე­რი­ლე­ბის ავ­ტო­რებს მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი ვეხ­მა­რე­ბით. მოს­კო­ვე­ლი მე­გო­ბა­რი გვყავს, ნა­დია მო­წო­ნე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან დიდი ხნის წინ წა­ვი­და, მაგ­რამ დღემ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია აქა­უ­რო­ბა­ზე. ცოტა ხნის წინ იყო ჩა­მო­სუ­ლი და ფული და­მი­ტო­ვა - ნა­დია წელს და­ახ­ლო­ე­ბით 5 ოჯა­ხის თოვ­ლის პაპა იქ­ნე­ბა. ასე­ვე, ქალ­ბა­ტო­ნი მო­ვი­და, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ მისი მე­უღ­ლე უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობს (უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არი­ან) და ბავ­შვებს სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი რომ უყი­დოთ, სა­ა­მი­სოდ თან­ხას გა­მოვ­ყოფ­თო. ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ებ­ნენ ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში. სა­მა­გი­ე­როდ, გული მწყდე­ბა, რომ ქარ­თველ ბიზ­ნეს­მე­ნებს თურ­მე, კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის "ბი­უ­ჯე­ტი არ აქვთ". არა­ვის ჯი­ბე­ში არ ვუძ­ვრე­ბი, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან სა­წყე­ნია! რაც მეტი ბავ­შვი იქ­ნე­ბა ახალ წელს გა­ხა­რე­ბუ­ლი, მით უკე­თე­სია.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორი სამოსი იქნება აქტუალური 2017 წელს - დიზაინერის რჩევები

როგორი სამოსი იქნება აქტუალური 2017 წელს - დიზაინერის რჩევები

უკვე რამდენიმე წელიწადია, დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი საქველმოქმედო პროექტს - "წერილები თოვლის პაპას" უდგას სათავეში. ბავშვები თოვლის პაპას წერილებს უგზავნიან, რომლებიც სოციალურ ქსელში, დიზაინერის პირად გვერდზე იტვირთება. მსურველ ქველმოქმედ ადამიანს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს სასურველი წერილი და მისი ავტორის თოვლის პაპა გახდეს. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით და რასაკვირველია, 2017 წლის მოდის ტენდენციებზე სასაუბროდ, თინათინს სალონში ვესტუმრე.

- ქველმოქმედებაში თამთა დემურიშვილის წყალობით ჩავერთე. თამთას კარგა ხანია, იაშვილის სახელობის კლინიკაში, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან აქვს კონტაქტი. ერთ წელს სტუმრად ჩეხი მოდელი მყავდა, რომელიც საქველმოქმედო აქციით ამ კლინიკაში მივიყვანე. იქ გავიცანი ელენიკო, რომელიც ძალიან ცუდად იყო, ვერ დადიოდა, მოდელობაზე ოცნებობდა. დავპირდი, თუ გაივლი, ნოემბერში ჩვენებაზე გაგიყვან-მეთქი. ეს სიტყვები მისთვის იმხელა სტიმული აღმოჩნდა, რომ ნოემბერში ელენიკო ჩვენებაზე მართლა გავიდა. ამ ამბის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელი მივლის. საბედნიეროდ, ახლა ის ძალიან კარგად არის. ლეიკემიით დაავადებულების მერე, სიმსივნიან ბავშვებთან განვაგრძე ურთიერთობა. ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერისას, სადაც სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი მიგვიწვიეს (ჩვენი ფონდია "საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის"), ბერი ანდრიას ფონდის ხელმძღვანელი, დედა თინათინი გავიცანი. იქ ერთ-ერთმა ბიჭმა, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, თქვა, - ჩვენ ყოველთვის ლეიკემიიანი ბავშვების ჩრდილში ვიყავითო. ეს ფრაზა იმდენად მძიმედ მოსასმენი იყო, რომ მათ დავპირდი, სულ თქვენ გვერდით ვიქნები-მეთქი. ბერია ანდრიას ფონდი დღემდე, ფაქტობრივად, ჩემი მეორე სახლია. მათთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. რაც შეეხება პროექტს - "წერილები თოვლის პაპას", ეს 5 წლის წინ, თამთა დემურიშვილის ინიციატივით დაიწყო. პირველად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს თოვლის პაპისთვის წერილები მივაწერინეთ, სოციალურ ქსელში ავტვირთეთ და ამ ნაბიჯს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა, საბედნიეროდ, ბევრი მსგავსი აქცია კეთდება. იმავე წელს ბერი ანდრიას ფონდის ბავშვებიც ჩავრთეთ აქციაში. მეორე წელსაც ანალოგიური გაკეთდა, მესამე წელს კი გადავწყვიტეთ, სოციალურად დაუცველი ბავშვებიც ჩაგვერთო. ავადმყოფი და სოციალურად დაუცველი ბავშვების წერილებში ძალიან დიდი კონტრასტი იყო. სოციალურად დაუცველები ნაძვის ხეს და კანფეტებს ითხოვდნენ. პატარების წერილებს ემოციის გარეშე ვერ ვკითხულობ. მიხარია, რომ თოვლის პაპობის მსურველიც ძალიან ბევრია და არა მხოლოდ ქართველები. მაგალითად, ირანელმა ბიზნესმენმა 700 ლარი შემოგვწირა შარშანაც და შარშანწინაც. მის შვილს თოვლის პაპის კოსტიუმი ეცვა და ბავშვებს საჩუქრებს ჩვენთან ერთად ურიგებდა. წელს თოვლის ბაბუა რომელი ბავშვის წერილსაც აარჩევს, მას საჩუქარს თავადვე მიუტანს. მერე ფოტოს გამომიგზავნის, რომ დავდო კომენტარებში. არის წერილები, რომლებიც არ სრულდება, ასეთი წერილების ავტორებს მე და ჩემი მეგობრები ვეხმარებით. მოსკოველი მეგობარი გვყავს, ნადია მოწონელი, რომელიც საქართველოდან დიდი ხნის წინ წავიდა, მაგრამ დღემდე შეყვარებულია აქაურობაზე. ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული და ფული დამიტოვა - ნადია წელს დაახლოებით 5 ოჯახის თოვლის პაპა იქნება. ასევე, ქალბატონი მოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ მისი მეუღლე უკრაინის საელჩოში მუშაობს (უკრაინელები არიან) და ბავშვებს საჭირო ნივთები რომ უყიდოთ, საამისოდ თანხას გამოვყოფთო. ქართველი ემიგრანტებიც აქტიურად ჩაებნენ ქველმოქმედებაში. სამაგიეროდ, გული მწყდება, რომ ქართველ ბიზნესმენებს თურმე, კეთილი საქმეებისთვის "ბიუჯეტი არ აქვთ". არავის ჯიბეში არ ვუძვრები, მაგრამ ეს ძალიან საწყენია! რაც მეტი ბავშვი იქნება ახალ წელს გახარებული, მით უკეთესია.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს