თბილისის მაცხოვრებელთა ნაწილს "ყასტრანსგაზის" მიმართ უკმაყოფილება მას შემდეგ გაუჩნდა, რას 2016 წლის დეკემბერში გაზის ქვითრები მიიღო და აღმოაჩინა, რომ წინა თვესთან შედარებით, გადასახადი მკვეთრად გაიზარდა.
რუსუდან თვაური იმ აბონენტებს შორის ერთ-ერთია, რომლის ოჯახსაც ბუნებრივი აირის საფასური 120%-ით გაზრდილი მიუვიდა, - "აქამდე, ძლიერი ყინვების პერიოდში დაახლოებით, 280-300 ლარამდე მოგვდიოდა, მაგრამ დეკემბრის თვის გადასახადი 500 ლარი მივიღეთ, რაც ნამდვილად არარალური რიცხვია. ერთი კვირის განმავლობაში სახლშიც არ ვიმყოფებოდით და გათბობა გამორთული გვქონდა. ორი-სამი კვირის განმავლობაში, ჩვეულ ნორმასთან შედარებით, უფრო ნაკლები რაოდენობით დახარჯული ბუნებრივი აირის საფასური უკიდურესაც დიდი ოდენობით მოვიდა," - განმარტავს ის. აღნიშნულის მიზეზის დასახელება უჭირს, თუმცა, ეჭვი აქვს, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიის მხრიდან, შესაძლოა, გარკვეულ მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი.
"ყასტრანსგაზ თბილისი" კი დეკემბრში ბუნებრივი აირის დანახარჯის ზრდას ტემპერატურის მკვეთრ კლებას უკავშირებს.
"2016 წლის დეკემბერში, მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ როცა ამავე წლის ნოემბერში მიღებული იყო 82 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში 97 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით 49%, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26% შეადგინა. ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. წაიკითხეთ გაგრძელება