საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოხუცს, რომლის უმძიმესმა კადრებმა ფეისბუქი შეძრა, ოპერაცია უტარდება
მოხუცს, რომლის უმძიმესმა კადრებმა ფეისბუქი შეძრა, ოპერაცია უტარდება

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც ვარ­დო­სა­ნი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის უმ­ძი­მე­სი ყო­ფაა ასა­ხუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მა­რი­ამ იო­სა­ვას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლია მო­ხუ­ცი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ფეხ­ზე გან­გრე­ნა აქვს. იო­სა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ხუცს გა­და­ტა­ნი­ლი აქვს ინ­სულ­ტი, წელს ქვე­მოთ მო­წყვე­ტი­ლია და აქვს ას­თმა.

ვი­დე­ოს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­გვი­მარ­ტეს, მი­ხე­ილ ვარ­დო­სა­ნი­ძე ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს. კლი­ნი­კა­ში ის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა წუ­ხელ გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და. კვლე­ვის შე­დე­გად კი ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­გეგ­მა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­დგო­მი ოპე­რა­ცია და მკურ­ნა­ლო­ბა კონ­სი­ლი­უმ­ზე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

ამას­თან, მა­რი­ამ იო­სა­ვა ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე წერს, რომ მო­ხუცს ოპე­რა­ცია დღეს უტარ­დე­ბა: "ოპე­რა­ცია გა­და­წყდა 2 სა­ათ­ზე, ექი­მე­ბი წი­ნას­წარ ვერ ამ­ბო­ბენ, გა­და­ი­ტანს თუ არა ბაბუ ორი­ვე ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცი­ას. სა­ვა­რა­უ­დოდ ოჯა­ხი ხელს მო­ა­წერს ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე თან­ხმო­ბის დო­კუ­მენტს, ვი­ლო­ცოთ მი­ხე­ილ ბა­ბუ­ა­ზე, მას ეს ჭირ­დე­ბა, გა­გა­გე­ბი­ნებთ რამე ახა­ლი თუ იქ­ნე­ბა", - წერს იო­სა­ვა.

ვარ­დო­სა­ნი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ცხოვ­რობს უსი­ნათ­ლო ბებო და 9 წლის ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მა­რი­ა­მი. ოჯახს უკი­დუ­რე­სად უჭირს, მათ­თან მის­ვლაც კი ჭირს. ცხოვ­რო­ბენ ვე­ლის სად­გურ­ზე, აფ­რი­კა­ში. ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად მოქ­მე­დებს ან­გა­რი­შე­ბი:

ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში:

GE32BG0000000514524900 მიმ­ღე­ბი ხა­თუ­ნა იო­სა­ვა

62004019281 - პი­რა­დი ნო­მე­რი, რომ აპა­რა­ტი­დან შეძ­ლოთ ჩა­რი­ცხვა

ან­გა­რი­ში თი­ბი­სი ბან­კში:

GE23TB7638836010300005 მიმ­ღე­ბი მ.ი

ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­რი­ცხვა თი­ბი­სი ფეის აპა­რა­ტი­და­ნაც პი­რა­დი ნომ­რით 62004023292 და დაბ.თა­რი­ღით 28.01.1988

ნო­მე­რი 090 1500 510 ფასი 1 ლარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

მოხუცს, რომლის უმძიმესმა კადრებმა ფეისბუქი შეძრა, ოპერაცია უტარდება

მოხუცს, რომლის უმძიმესმა კადრებმა ფეისბუქი შეძრა, ოპერაცია უტარდება

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ვარდოსანიძეების ოჯახის უმძიმესი ყოფაა ასახული, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარიამ იოსავას მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახულია მოხუცი მამაკაცი, რომელსაც ფეხზე განგრენა აქვს. იოსავას ინფორმაციით, მოხუცს გადატანილი აქვს ინსულტი, წელს ქვემოთ მოწყვეტილია და აქვს ასთმა.

ვიდეოს სწრაფი რეაგირება მოჰყვა ჯანდაცვის სამინისტროსგან. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, მიხეილ ვარდოსანიძე ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკაში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა წუხელ გადაიყვანა, სადაც შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა. კვლევის შედეგად კი ოპერაციული მკურნალობა დაიგეგმა. სამინისტროს ინფორმაციით, შემდგომი ოპერაცია და მკურნალობა კონსილიუმზე განისაზღვრება.

ამასთან, მარიამ იოსავა ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ მოხუცს ოპერაცია დღეს უტარდება: "ოპერაცია გადაწყდა 2 საათზე, ექიმები წინასწარ ვერ ამბობენ, გადაიტანს თუ არა ბაბუ ორივე ფეხის ამპუტაციას. სავარაუდოდ ოჯახი ხელს მოაწერს ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობის დოკუმენტს, ვილოცოთ მიხეილ ბაბუაზე, მას ეს ჭირდება, გაგაგებინებთ რამე ახალი თუ იქნება", - წერს იოსავა.

ვარდოსანიძეების ოჯახში ცხოვრობს უსინათლო ბებო და 9 წლის ცერებრალური დამბლით დაავადებული მარიამი. ოჯახს უკიდურესად უჭირს, მათთან მისვლაც კი ჭირს. ცხოვრობენ ველის სადგურზე, აფრიკაში. ოჯახის დასახმარებლად მოქმედებს ანგარიშები:

ანგარიში საქართველოს ბანკში:

GE32BG0000000514524900 მიმღები ხათუნა იოსავა

62004019281 - პირადი ნომერი, რომ აპარატიდან შეძლოთ ჩარიცხვა

ანგარიში თიბისი ბანკში:

GE23TB7638836010300005 მიმღები მ.ი

ასევე შესაძლებელია ჩარიცხვა თიბისი ფეის აპარატიდანაც პირადი ნომრით 62004023292 და დაბ.თარიღით 28.01.1988

ნომერი 090 1500 510 ფასი 1 ლარი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი