სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ ანასტასია ზაალიშვილს თბილისში დღეს გადმოასვენებენ
თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ ანასტასია ზაალიშვილს თბილისში დღეს გადმოასვენებენ

თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლილ 2 წლი­სა და 8 თვის ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვილს თბი­ლის­ში დღეს გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დი" ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა ფონ­დის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც და­ღუ­პუ­ლი გო­გო­ნას დე­დამ ქეთი ზა­ა­ლიშ­ვილ­მა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სო­ლი­და­რო­ბის ფონდს შვი­ლის დრო­უ­ლად გად­მოს­ვე­ნე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

"თურ­ქე­თის კლი­ნი­კა "მე­დი­კალ პარ­კი­დან" ამ დრო­ის­თვის მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბა მოხ­დე­ბა დღეს ქ. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში. კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლის რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის, ასე­ვე ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და გად­მოს­ვე­ნე­ბის ხარ­ჯე­ბი სრუ­ლად იფა­რე­ბა სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის მიერ, იმ თან­ხე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კო­მი­სი­უ­რი გან­ხილ­ვით იქნა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. ოჯახს არ უწევს არ­ცერ­თი და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დი­სა და ფონ­დის თი­თო­ე­უ­ლი მხარ­დამ­ჭე­რის სა­ხე­ლით ვი­ზი­ა­რებთ ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას. ეს ტრა­გე­დია თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის მძი­მე და­ნაკ­ლი­სია" - ვკი­თხუ­ლობთ "სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

2 წლი­სა და 8 თვის ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვილს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და და მის და­სახ­მა­რებ­ლად უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­და­რი­ცხა თან­ხა. ანას­ტა­სია, რო­მელ­საც მე­ო­თხე სტა­დი­ის მე­დუ­ლობ­ლას­ტო­მა (ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი, სწრაფმ­ზარ­დი სიმ­სივ­ნე) და­უდ­გინ­და, თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და თით­ქოს ერთი შე­ხედ­ვით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, პა­ტა­რას ორ­გა­ნიზ­მმა ვერ გა­უძ­ლო ამ­დენ დატ­ვირ­თვას და გო­გო­ნა გუ­შინ და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ ანასტასია ზაალიშვილს თბილისში დღეს გადმოასვენებენ

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ ანასტასია ზაალიშვილს თბილისში დღეს გადმოასვენებენ

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ 2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს თბილისში დღეს გადმოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "სოლიდარობის ფონდი" ავრცელებს.

განცხადება ფონდის ფეისბუქის გვერდზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც დაღუპული გოგონას დედამ ქეთი ზაალიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროსა და სოლიდარობის ფონდს შვილის დროულად გადმოსვენებაში დახმარება სთხოვა.

"თურქეთის კლინიკა "მედიკალ პარკიდან" ამ დროისთვის მიღებული ინფორმაციით, ანასტასია ზაალიშვილის გადმოსვენება მოხდება დღეს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ანასტასია ზაალიშვილის როგორც მკურნალობის, ასევე ტრანსპორტირებისა და გადმოსვენების ხარჯები სრულად იფარება სოლიდარობის ფონდის მიერ, იმ თანხების ფარგლებში,  რომელიც სოლიდარობის ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს კომისიური განხილვით იქნა დამტკიცებული. ოჯახს არ უწევს არცერთი დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევა გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით.

სოლიდარობის ფონდისა და ფონდის თითოეული მხარდამჭერის სახელით ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს ტრაგედია თითოეული ადამიანისთვის მძიმე დანაკლისია" - ვკითხულობთ "სოლიდარობის ფონდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მის დასახმარებლად უამრავმა ადამიანმა გადარიცხა თანხა. ანასტასია, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე) დაუდგინდა, თურქეთში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც ჩანს, პატარას ორგანიზმმა ვერ გაუძლო ამდენ დატვირთვას და გოგონა გუშინ დაიღუპა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი