მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვასილ მაღლაფერიძე - "ქართული ოცნების" ვალი და ვალდებულება არ მაქვს
ვასილ მაღლაფერიძე - "ქართული ოცნების" ვალი და ვალდებულება არ მაქვს

არაფ­რის დაძ­ლე­ვას და თა­ვის გა­და­ძალ­ვას არ ვა­პი­რებ, ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი წარ­სუ­ლი არ არის და­ნა­შა­უ­ლი, - ასე უპა­სუ­ხა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რო­ბის კან­დი­დატ­მა ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევრ ქე­თე­ვან მსხი­ლა­ძეს, რო­მელ­საც მაღ­ლა­ფე­რი­ძის პო­ლი­ტი­კურ მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი აქვს.

მაღ­ლა­ფე­რი­ძის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­მართ მას არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია.

"იმ ვი­თა­რე­ბა­ში, რა პე­რი­ო­დიც გა­ვი­ა­რეთ, რას ვე­ძა­ხით ჩვენ მხა­რეს და რას ნიშ­ნავს ნე­იტ­რა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა? რო­დე­საც დე­მოკ­რა­ტია და ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი ებ­რძვის ერ­თმა­ნეთს, აქ მხა­რე არ არის. მხა­რე­ე­ბი ჩვენ უნდა ვი­ყოთ, რო­დე­საც დე­მოკ­რა­ტი­ის სივ­რცეა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში თუ ვი­ღაც ახერ­ხებს შუ­ა­ში დად­გო­მას ავ­ტო­რი­ტა­რიზმსა და დე­მოკ­რა­ტი­ას შო­რის, ჩემ­თვის სხვა სა­ხე­ლი ჰქვია. მაგ­რამ, ამა­ვე დროს უნდა გი­თხრათ პირ­და­პირ, რომ არც ვალი მაქვს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რა­ი­მე, არც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და არც მი­მუ­შა­ვია არც ერთი დღე. მე არც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ვყო­ფილ­ვარ არას­დროს. ვი­ყა­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და დავ­ტო­ვე, რო­დე­საც მი­მაჩ­ნდა, რომ ისი­ნი ცუ­დად იქ­ცე­ოდ­ნენ. მე მაქვს ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა, ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ამ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ, ხოლო პო­ლი­ტი­კის მი­მართ არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს. მე მა­შინ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მე­ლი ტე­ლე­ვი­ზია მი­გაჩ­ნი­ათ სა­ა­მა­ყო ტე­ლე­ვი­ზი­ად, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა მო­სუ­ლი­ყო გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი?", - ასე მი­მარ­თა კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ მსხი­ლა­ძეს.

რაც შე­ე­ხე­ბა "მე­ცხრე არხსა" და GDS-ზე მუ­შა­ო­ბას, რო­გორც მაღ­ლა­ფე­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი იყო.

"თქვე­ნი სუ­ბი­ექ­ტუ­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან მე­უბ­ნე­ბით, რომ რა­ღაც უნდა დავძლიო, თუმ­ცა არაფ­რის დაძ­ლე­ვას მე არ ვა­პი­რებ და ჩემი თა­ვის გა­და­ძალ­ვას არ ვა­პი­რებ. ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი წარ­სუ­ლი არ არის და­ნა­შა­უ­ლი. ყვე­ლა დას­კვნა ნა­ნა­ხი მაქვს GDS-ზე და თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ამო­ი­ღოთ და ნა­ხოთ, რომ GDS-ი იყო ერთ-ერთი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია და ეს აღ­ნიშ­ნუ­ლია მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის დას­კვნებ­ში. მე ამას ვკი­თხუ­ლობ­დი და შე­გიძ­ლი­ათ შე­ა­და­როთ ნე­ბის­მი­ერ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ას. თქვენ ახ­სე­ნეთ, რომ ვი­ყა­ვი GDS-ზე და "მე­ცხრე არხზე" და იყო თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი? რა­საკ­ვირ­ვე­ლია, "მე­ცხრე არხი" პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყო შექ­მნი­ლი და მე მგო­ნია დღე­საც, რომ ეს იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი. GDS-ი ცდი­ლობ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ფან­ჯა­რა გა­ეჭ­რა იმ წყვდი­ად­ში და იმ კა­ტას­ტრო­ფა­ში, რაც მა­შინ არ­სე­ბობ­და. ჩემი აზ­რით, ის, რომ დღეს ვსხედ­ვართ აქ და თა­ვი­სუფ­ლად ვსა­უბ­რობთ, ეს ამის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ეს ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა. მე მშვე­ნივ­რად ვიცი ჩემი ტვირ­თი და ნუ ეც­დე­ბით ჩემს მა­გივ­რად შე­მიმ­სუ­ბუ­ქოთ. მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მი­მართ არა­ვი­თა­რი სიმ­პა­თია არ მქონ­და", - გა­ნა­ცხა­და მაღ­ლა­ფე­რი­ძემ.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რის, ქე­თე­ვან მსხი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რო­ბის კან­დი­და­ტის, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობს. რო­გორც მსხი­ლა­ძემ მაღ­ლა­ფე­რი­ძეს გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­მარ­თა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ნდო­ბას შე­საძ­ლოა და­არ­ტყას სწო­რედ მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა წარ­სულ­მა და სიმ­პა­თი­ებ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვასილ მაღლაფერიძე - "ქართული ოცნების" ვალი და ვალდებულება არ მაქვს

ვასილ მაღლაფერიძე - "ქართული ოცნების" ვალი და ვალდებულება არ მაქვს

არაფრის დაძლევას და თავის გადაძალვას არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური და ადამიანური წარსული არ არის დანაშაული, - ასე უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს წევრ ქეთევან მსხილაძეს, რომელსაც მაღლაფერიძის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

მაღლაფერიძის თქმით, "ქართული ოცნების" მიმართ მას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია.

"იმ ვითარებაში, რა პერიოდიც გავიარეთ, რას ვეძახით ჩვენ მხარეს და რას ნიშნავს ნეიტრალური ვითარება? როდესაც დემოკრატია და ავტორიტარიზმი ებრძვის ერთმანეთს, აქ მხარე არ არის. მხარეები ჩვენ უნდა ვიყოთ, როდესაც დემოკრატიის სივრცეა. ასეთ ვითარებაში თუ ვიღაც ახერხებს შუაში დადგომას ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, ჩემთვის სხვა სახელი ჰქვია. მაგრამ, ამავე დროს უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ არც ვალი მაქვს "ქართული ოცნების" რაიმე, არც ვალდებულება და არც მიმუშავია არც ერთი დღე. მე არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვყოფილვარ არასდროს. ვიყავი ხელისუფლებაში და დავტოვე, როდესაც მიმაჩნდა, რომ ისინი ცუდად იქცეოდნენ. მე მაქვს ჩემი გამოცდილება, ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობ, ხოლო პოლიტიკის მიმართ არანაირი ვალდებულება არ მაქვს. მე მაშინ მაინტერესებს, რომელი ტელევიზია მიგაჩნიათ საამაყო ტელევიზიად, საიდანაც შეიძლება მოსულიყო გენერალური დირექტორი?", - ასე მიმართა კითხვის საპასუხოდ მაღლაფერიძემ მსხილაძეს.

რაც შეეხება "მეცხრე არხსა" და GDS-ზე მუშაობას, როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, კვლევები აჩვენებს, რომ ამ ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემები გაწონასწორებული იყო.

"თქვენი სუბიექტური გადმოსახედიდან მეუბნებით, რომ რაღაც უნდა დავძლიო, თუმცა არაფრის დაძლევას მე არ ვაპირებ და ჩემი თავის გადაძალვას არ ვაპირებ. ჩემი პოლიტიკური და ადამიანური წარსული არ არის დანაშაული. ყველა დასკვნა ნანახი მაქვს GDS-ზე და თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ, რომ GDS-ი იყო ერთ-ერთი გაწონასწორებული ტელეკომპანია და ეს აღნიშნულია მარეგულირებელი კომისიის დასკვნებში. მე ამას ვკითხულობდი და შეგიძლიათ შეადაროთ ნებისმიერ სხვა ტელევიზიას. თქვენ ახსენეთ, რომ ვიყავი GDS-ზე და "მეცხრე არხზე" და იყო თუ არა პოლიტიკური მიზნები? რასაკვირველია, "მეცხრე არხი" პოლიტიკური მიზნებისთვის იყო შექმნილი და მე მგონია დღესაც, რომ ეს იყო აუცილებელი. GDS-ი ცდილობდა პოლიტიკური ფანჯარა გაეჭრა იმ წყვდიადში და იმ კატასტროფაში, რაც მაშინ არსებობდა. ჩემი აზრით, ის, რომ დღეს ვსხედვართ აქ და თავისუფლად ვსაუბრობთ, ეს ამის დამსახურება იყო. მოხარული ვარ, რომ ეს ვითარება შეიქმნა. მე მშვენივრად ვიცი ჩემი ტვირთი და ნუ ეცდებით ჩემს მაგივრად შემიმსუბუქოთ. მე პოლიტიკური პარტიის მიმართ არავითარი სიმპათია არ მქონდა", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ქეთევან მსხილაძის განცხადებით, გენერალური დირექტორობის კანდიდატის, ვასილ მაღლაფერიძის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. როგორც მსხილაძემ მაღლაფერიძეს გასაუბრებაზე მიმართა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობას შესაძლოა დაარტყას სწორედ მისმა პოლიტიკურმა წარსულმა და სიმპათიებმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."