პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი დედა იქცევა ასე და სამწუხაროდ, ეს სწორი ჰგონია" - წლის პედიატრის რჩევები დედებს
 "ბევრი დედა იქცევა ასე და სამწუხაროდ, ეს სწორი ჰგონია" - წლის პედიატრის რჩევები დედებს

რა პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა ბავ­შვს, რომ ჯან­მრთე­ლი გა­ი­ზარ­დოს - ამ კი­თხვით მივ­მარ­თეთ ცნო­ბილ პე­დი­ატრს. თე­მურ მი­ქე­ლა­ძე ცოტა ხნის წინ წლის პე­დი­ატ­რად და­ა­სა­ხე­ლეს, ასე რომ, მშობ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მისი რჩე­ვე­ბი. იგი რჩე­ვებს აძ­ლევს დე­დებს, თუ რო­გორ აა­რი­დონ ბავ­შვე­ბი იმ უამ­რავ მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბას, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე მოხ­ში­რე­ბუ­ლია.

- ბავ­შვე­ბის აღ­ზრდის პრო­ცეს­ში მშობ­ლებს სხვა­დას­ხვა მიდ­გო­მა აქვთ - ერ­თნი უფრო მკაც­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ დღის რე­ჟიმს, საკ­ვებს, მუ­დამ ყუ­რა­დღე­ბით არი­ან, რომ ბავ­შვს ეც­ვას თბი­ლად, ეხუ­როს ქუდი. ამ დროს მე­ო­რე ნა­წი­ლი უფრო თა­ვი­სუფ­ლად ზრდის შვი­ლებს - აჭ­მევს იმას, რაც ბავ­შვს სურს და მე­ტის­მე­ტა­დაც არ აკონ­ტრო­ლებს... თქვენ რო­გო­რი მიდ­გო­მის მომ­ხრე ხართ? რო­მე­ლი უფრო ამარ­თლებს ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხში?

- რა თქმა უნდა, ზო­მი­ე­რე­ბის მომ­ხრე ვარ! ყვე­ლა მშო­ბე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ეცა­დოს, ბავ­შვს სურ­ვი­ლე­ბი შე­უს­რუ­ლოს, მაგ­რამ ჩვენ­თან ბავ­შვის საკ­ვე­ბი და სა­თა­მა­შო, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ნაკ­ლე­ბად სა­ი­მე­დოა. ზო­გი­ერ­თი ბავ­შვის სა­თა­მა­შო სხვა­დას­ხვა მომ­წავ­ლელ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს და საკ­ვე­ბიც არა­ჯან­სა­ღია. ამი­ტომ მშო­ბე­ლი უნდა იყოს ძა­ლი­ან ფხიზ­ლად, ბავ­შვს შე­ურ­ჩი­ოს ჯან­სა­ღი, ხა­რის­ხი­ა­ნი, ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი... ერთ წლამ­დე ბავ­შვის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი საკ­ვე­ბი დე­დის რძეა, რო­მე­ლიც შე­უც­ვლე­ლია. დედა ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ეცა­დოს ბავ­შვი ხში­რად თა­ვის რძით გა­მოკ­ვე­ბოს! აუ­ცი­ლე­ბე­ლია დე­დაც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს მის­დევ­დეს, არ იყოს მწე­ვე­ლი! და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ გა­მო­ვე­ცით სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­მელ­საც ქვია - "ორ­სულ­თა, მე­ძუ­ძურ ქალ­თა და ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვთა კვე­ბა". სხვა­დას­ხვა ელექტრო­ნულ სა­ი­ტებ­ზეც გან­ვა­თავ­სეთ ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­ფა­სოვ­ნად და სწო­რად რო­გორ უნდა იკ­ვე­ბე­ბო­დეს დედა...

თუ დე­დას სამ­წუ­ხა­როდ რძე არ აქვს, ბავ­შვი ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე გა­დაგ­ვყავს. ბავ­შვის ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი სა­ხის გახ­ლავთ და ყვე­ლა მათ­გა­ნი ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლია დე­დის რძეს­თან. თუმ­ცა ისევ ვი­მე­ო­რებ, რომ დე­დის რძე შე­უც­ვლე­ლი, ოქ­როს სტან­დარ­ტია ბავ­შვთა კვე­ბა­ში! რაც შე­ე­ხე­ბა სა­თა­მა­შოს, ჯო­ბია ბავ­შვს ჰქონ­დეს ერთი ხა­რის­ხი­ა­ნი სა­თა­მა­შო, ვიდ­რე უამ­რა­ვი მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­თა­მა­შო­ე­ბი... ჩაც­მის მხრივ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ სე­ზო­ნი. სა­სურ­ვე­ლია ბავ­შვის სა­მო­სი ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყოს. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ბავ­შვის შე­ფუთ­ვა თუ ქა­რი­ა­ნი ამინ­დი არ არის. ქა­რი­ან ამინ­დშიც არ არის შე­ფუთ­ვა სა­ჭი­რო, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი ყუ­რე­ბი უნდა იყოს. ზედ­მეტ­მა ჩათ­ბუნ­ვამ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი გა­და­ა­ხუ­როს გან­სა­კუთ­რე­ბით ად­რე­ულ ასაკ­ში და სხვა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ბევრი დედა იქცევა ასე და სამწუხაროდ, ეს სწორი ჰგონია" - წლის პედიატრის რჩევები დედებს

 "ბევრი დედა იქცევა ასე და სამწუხაროდ, ეს სწორი ჰგონია" - წლის პედიატრის რჩევები დედებს

რა პირობები სჭირდება ბავშვს, რომ ჯანმრთელი გაიზარდოს - ამ კითხვით მივმართეთ ცნობილ პედიატრს. თემურ მიქელაძე ცოტა ხნის წინ წლის პედიატრად დაასახელეს, ასე რომ, მშობლებისთვის საინტერესო იქნება მისი რჩევები. იგი რჩევებს აძლევს დედებს, თუ როგორ აარიდონ ბავშვები იმ უამრავ მავნე ზემოქმედებას, რაც დღეს საქართველოში ასე მოხშირებულია.

- ბავშვების აღზრდის პროცესში მშობლებს სხვადასხვა მიდგომა აქვთ - ერთნი უფრო მკაცრად აკონტროლებენ დღის რეჟიმს, საკვებს, მუდამ ყურადღებით არიან, რომ ბავშვს ეცვას თბილად, ეხუროს ქუდი. ამ დროს მეორე ნაწილი უფრო თავისუფლად ზრდის შვილებს - აჭმევს იმას, რაც ბავშვს სურს და მეტისმეტადაც არ აკონტროლებს... თქვენ როგორი მიდგომის მომხრე ხართ? რომელი უფრო ამართლებს ბავშვის ჯანმრთელობის საკითხში?

- რა თქმა უნდა, ზომიერების მომხრე ვარ! ყველა მშობელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ბავშვს სურვილები შეუსრულოს, მაგრამ ჩვენთან ბავშვის საკვები და სათამაშო, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად საიმედოა. ზოგიერთი ბავშვის სათამაშო სხვადასხვა მომწავლელ ნივთიერებას შეიცავს და საკვებიც არაჯანსაღია. ამიტომ მშობელი უნდა იყოს ძალიან ფხიზლად, ბავშვს შეურჩიოს ჯანსაღი, ხარისხიანი, ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული საკვები... ერთ წლამდე ბავშვისთვის ყველაზე კარგი საკვები დედის რძეა, რომელიც შეუცვლელია. დედა ყველანაირად უნდა ეცადოს ბავშვი ხშირად თავის რძით გამოკვებოს! აუცილებელია დედაც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდეს, არ იყოს მწეველი! დაახლოებით ორი წლის წინ გამოვეცით სახელმძღვანელო, რომელსაც ქვია - "ორსულთა, მეძუძურ ქალთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვება". სხვადასხვა ელექტრონულ საიტებზეც განვათავსეთ ჩვენი მონაცემები, მაქსიმალურად სრულფასოვნად და სწორად როგორ უნდა იკვებებოდეს დედა...

თუ დედას სამწუხაროდ რძე არ აქვს, ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადაგვყავს. ბავშვის ხელოვნური საკვები საქართველოში უამრავი სახის გახლავთ და ყველა მათგანი ბალანსირებული, მაქსიმალურად მიახლოვებულია დედის რძესთან. თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ დედის რძე შეუცვლელი, ოქროს სტანდარტია ბავშვთა კვებაში! რაც შეეხება სათამაშოს, ჯობია ბავშვს ჰქონდეს ერთი ხარისხიანი სათამაშო, ვიდრე უამრავი მავნე ზემოქმედების სათამაშოები... ჩაცმის მხრივ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეზონი. სასურველია ბავშვის სამოსი ბუნებრივი მასალისგან დამზადებული იყოს. არ არის აუცილებელი ბავშვის შეფუთვა თუ ქარიანი ამინდი არ არის. ქარიან ამინდშიც არ არის შეფუთვა საჭირო, მაქსიმალურად დაცული ყურები უნდა იყოს. ზედმეტმა ჩათბუნვამ შეიძლება ბავშვი გადაახუროს განსაკუთრებით ადრეულ ასაკში და სხვა სახის პრობლემები გამოიწვიოს  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი