საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოგივიდათ დეკემბერში ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი - "ყაზტრანსგაზის" განცხადება
 რატომ მოგივიდათ დეკემბერში ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი - "ყაზტრანსგაზის" განცხადება

"ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სი" ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის და­ნა­ხარ­ჯის ზრდას ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი კლე­ბის გამო გა­ზის გაზ­რდილ მოხ­მა­რე­ბას უკავ­ში­რებს.

ამის შე­სა­ხებ "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლი­სის" დი­რექ­ტორ­მა ფი­ნან­სურ და მარ­კე­ტინ­გის სა­კი­თხებ­ში ნინო თურ­მა­ნი­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის შე­სა­ხებ, რომ დე­კემ­ბერ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ხარ­ჯი გა­ი­ზარ­და.

"გვინ­და გან­ვმარ­ტოთ, რომ 2016 წლის დე­კემ­ბერ­ში, მი­ღე­ბუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იქნა 123 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი ბუ­ნებ­რი­ვი აირი, მა­შინ როცა ამა­ვე წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­ღე­ბუ­ლი იყო 82 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი, ხოლო 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში 97 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი ბუ­ნებ­რი­ვი აირი. დე­კემ­ბერ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მა­ტე­ბამ გა­სულ თვეს­თან შე­და­რე­ბით 49%, ხოლო 2015 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 26% შე­ად­გი­ნა. ჩვე­ნი აბო­ნენ­ტე­ბის მიერ მოხ­მა­რე­ბუ­ლი გა­ზის რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა იქო­ნია გა­რე­მო ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთრმა კლე­ბამ. დე­კემ­ბერ­ში დღის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 5-8 გრა­დუ­სით და­ბა­ლი იყო 2015 წლის დე­კემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ნინო თურ­მა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ქა­ლაქ­ში შე­მო­მა­ვა­ლი გაზი ნა­წილ­დე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­ცა­ლო მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე და მი­ღე­ბუ­ლი გა­ზის აღ­რი­ცხვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მრი­ცხვე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, დე­კემ­ბერ­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი გაზი აღი­რი­ცხა აბო­ნენ­ტე­ბის მრი­ცხვე­ლებ­ზე. თურ­მა­ნი­ძის თქმით, ნე­ბის­მი­ერ აბო­ნენტს და­ინ­ტერ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს თვი­თონ იან­გა­რი­შოს მოხ­მა­რე­ბუ­ლი გა­ზის მო­ცუ­ლო­ბა და სა­ფა­სუ­რი.

"თუ აბო­ნენტს ეჭვი ეპა­რე­ბა მრი­ცხვე­ლის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბა­ში, შე­უძ­ლია მოგ­ვმარ­თოს კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე - 2 40 40 04, ან ნე­ბის­მი­ერ სა­დის­ტრი­ბუ­ციო ცენ­ტრში და ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უსას­ყიდ­ლოდ შე­ა­მოწ­მე­ბენ აღირ­ცხვის კვანძს", - გა­ნა­ცხა­და თურ­მა­ნი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ზის ხა­რისხს, "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლის­ში" აცხა­დე­ბენ, რომ კომ­პა­ნი­ას ბუ­ნებ­რივ აირს აწ­ვდის "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნია" და სწო­რედ ისაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი გა­ზის ხა­რისხზე. თურ­მა­ნი­ძის თქმით, "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნია" ამოწ­მებს გა­ზის ხა­რისხს და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ხა­რის­ხი შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სტან­დარ­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფებს, თურ­მა­ნი­ძის თქმით, "ყა­ზტრანსგაზ თბი­ლისს" ამ ეტაპ­ზე სა­ტა­რი­ფო გა­ნა­ცხა­დით სე­მე­კის­თვის არ მი­უ­მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ მოგივიდათ დეკემბერში ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი - "ყაზტრანსგაზის" განცხადება

 რატომ მოგივიდათ დეკემბერში ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი - "ყაზტრანსგაზის" განცხადება

"ყაზტრანსგაზ თბილისი" ბუნებრივი აირის დანახარჯის ზრდას ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო გაზის გაზრდილ მოხმარებას უკავშირებს.

ამის შესახებ "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ დეკემბერში ბუნებრივი აირის ხარჯი გაიზარდა.

"გვინდა განვმარტოთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ როცა ამავე წლის ნოემბერში მიღებული იყო 82 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში 97 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით 49%, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26% შეადგინა. ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბერში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო 2015 წლის დეკემბერთან შედარებით", - განაცხადა ნინო თურმანიძემ.

მისივე თქმით, ქალაქში შემომავალი გაზი ნაწილდება უშუალოდ საცალო მომხმარებლებზე და მიღებული გაზის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით. შესაბამისად, დეკემბერში მოხმარებული გაზი აღირიცხა აბონენტების მრიცხველებზე. თურმანიძის თქმით, ნებისმიერ აბონენტს დაინტერსების შემთხვევაში საშუალება აქვს თვითონ იანგარიშოს მოხმარებული გაზის მოცულობა და საფასური.

"თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში, შეუძლია მოგვმართოს კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 40 40 04, ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრში და ჩვენი სპეციალისტები უსასყიდლოდ შეამოწმებენ აღირცხვის კვანძს", - განაცხადა თურმანიძემ.

რაც შეეხება გაზის ხარისხს, "ყაზტრანსგაზ თბილისში" აცხადებენ, რომ კომპანიას ბუნებრივ აირს აწვდის "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" და სწორედ ისაა პასუხისმგებელი გაზის ხარისხზე. თურმანიძის თქმით, "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ამოწმებს გაზის ხარისხს და დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირის ხარისხი შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებს.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფებს, თურმანიძის თქმით, "ყაზტრანსგაზ თბილისს" ამ ეტაპზე სატარიფო განაცხადით სემეკისთვის არ მიუმართავს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ