პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპელი სანტა კარგია და ქართველი ბაბუ მკვლელი?!" - ქართული "საახალწლო" რეკლამა, რომელმაც "ფეისბუქი" აღაშფოთა
"ევროპელი სანტა კარგია და ქართველი ბაბუ მკვლელი?!" - ქართული "საახალწლო" რეკლამა, რომელმაც "ფეისბუქი" აღაშფოთა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა "სა­ა­ხალ­წლო" რეკ­ლა­მამ ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. რე­ჟი­სორ და­ვით ჯიბ­ლა­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი "Papa vs. Santa" ახა­ლი წლის ღა­მეს აღ­წერს, როცა ბუხ­რი­დან ჩა­მო­სულ "ამე­რი­კელ" სან­ტას სახ­ლში ქარ­თვე­ლი "თოვ­ლის პაპა" დახ­ვდე­ბა. სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, თოვ­ლის პაპა ჩი­ჩი­ლა­კით კლავს "გა­დამ­თი­ელს" და აბა­ზა­ნა­ში მჟა­ვის დას­ხმით წვავს. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი ამით არ სრულ­დე­ბა - სან­ტას "მკვლე­ლო­ბას" პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა შე­ეს­წრე­ბა... კლი­პის ბო­ლოს სარ­კე­ზე ვკი­თხუ­ლობთ წარ­წე­რას: "New Studio გი­ლო­ცავთ ქარ­თულ ახალ წელს". სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი, სწო­რედ New Studio-ს დაკ­ვე­თი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

კლი­პის ში­ნა­არსმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხა­რე კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცველ უწყე­ბებ­საც კი მი­მარ­თა­ვენ, და­ინ­ტე­რეს­დნენ კლი­პის ავ­ტო­რე­ბის ვი­ნა­ო­ბით:

ზვი­ად კირ­ტა­ვა, ანა­ლი­ტი­კო­სი, ბლო­გე­რი

ჩემი მო­უკ­რძა­ლე­ბე­ლი აზ­რით, ეს ძა­ლა­დო­ბის და სი­ძულ­ვი­ლის რეკ­ლა­მაა

ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" დი­რექ­ტო­რო­ბის კან­დი­და­ტი

რი­ტუ­ა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბის­კენ წა­ქე­ზე­ბა, სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბა, ბავ­შვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, კი­დევ სხვა მძი­მე რა­ღა­ცე­ე­ბი - ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რა რომ და­ინ­ტე­რეს­დეს, რა არის ეს Papa vs. Santa, ური­გო არ იქ­ნე­ბა.

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი

პრობ­ლე­მა არა იმ­დე­ნად "ჰო­რო­რი", არა­მედ ღრმა და უკი­დე­გა­ნო უნი­ჭო­ბაა. ჯი­გი­ტურ-ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი იუ­მო­რი (თოვ­ლის პაპა კლავს "სან­ტას"), მდო­რე რიტ­მი (ძა­ლი­ან მომ­წყინ­და სა­ნამ ორ­წუ­თი­ან კლიპს და­ვამ­თავ­რებ­დი) და ტა­რან­ტი­ნო-ბრე­ი­ქინგ ბე­დის ვულ­გა­რუ­ლი გა­დამ­ღე­რე­ბა (თა­ვი­სი მჟა­ვის დას­ხმით გვამ­ზე). როცა ასეთ სა­რის­კო ამ­ბავს შე­ე­ჭი­დე­ბით - დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ჟან­რის "დე­კონ­სტრუქ­ცი­ას" და თბი­ლი, ტკბი­ლი, სა­ო­ჯა­ხო, სა­ა­ხალ­წლო-სა­შო­ბაო ვი­დე­ოკ­ლი­პე­ბის სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მად გა­დაქ­ცე­ვას, სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი მა­ინც უნდა იყოთ და, რო­გორც მი­ნი­მუმ, სათ­ქმე­ლი მა­ინც უნდა გქონ­დეთ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სა­მონ­ტა­ჟო ტექ­ნი­კით მო­თა­მა­შე ძვირ­ფა­სო ბავ­შვე­ბო, ყო­ველ­თვის ისეთ უბად­რუ­კო­ბას მი­ვი­ღებთ, რო­გო­რიც ეს თქვე­ნი ძვირ­ფა­სი "რეკ­ლა­მა" გა­მო­ვი­და.

ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძე, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყეთ გა­მო­ძი­ე­ბა თუ ვის მიერ იქნა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ამ კლი­პის გა­და­ღე­ბა. ეს ქმე­დე­ბა არის ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და მე­ტად სა­გან­გა­შო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ დამ­კვე­თის მო­ძებ­ნა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გყავთ ის ხალ­ხი ვინც თოვ­ლის ბა­ბუ­ას, ქარ­თულ ზღაპ­რებს და ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს ებ­რძვის.

ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე, პარ­ლა­მენ­ტა­რი

ვინც და­უკ­ვე­თეთ, ვინც გა­და­ი­ღეთ და ვინც სი­ხა­რუ­ლით გა­ავ­რცე­ლეთ ეს მა­რაზ­მა­ტი­კუ­ლი კლი­პი სან­ტას მკვლე­ლო­ბა­ზე ყვე­ლა­ნი იდი­ო­ტე­ბი და მო­ძა­ლა­დე­ე­ბი ხართ. კი­დევ რა ხართ და რას ვფიქ­რობ თქვენ­ზე ამას სა­ჯა­როდ არ დავ­წერ....

გრი­გოლ გე­გე­ლია, პო­ლი­ტო­ლო­გი

ქარ­თულ რეკ­ლა­მე­ბი სულ ასე­თი სა­ძაგ­ლო­ბე­ბით (სექ­სიზ­მი, მკვლე­ლო­ბა, იდი­ო­ტუ­რი "იუ­მო­რი") რო­გორ უნდა ცდი­ლობ­დეს ხედ­ვა­დო­ბის გაზ­რდას.

მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე, პარ­ლა­მენ­ტა­რი

მარ­თლა მა­რაზ­მია!!! და ამით რა თქვეს?! ევ­რო­პე­ლი სან­ტა კარ­გია, კე­თი­ლია და ქარ­თვე­ლი ბაბუ მკვლე­ლი, ბო­რო­ტი მო­ძა­ლა­დეა?! და ვის ჭირ­დე­ბა ასე­თი დის­კურ­სი?! რას აღ­ვი­ვე­ბენ?! სა­მარ­ცხვი­ნო და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი კლი­პია, ავ­ტო­რიც, შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც, დამ­კვე­თიც, გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლიც არამ­გო­ნია ჯან­სა­ღად იყ­ვნენ. რო­გორც მო­ზარ­დებ­ზე მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის მქო­ნე და ძა­ლა­დობ­რი­ვი ში­ნა­არ­სის კლი­პი, კა­ნო­ნით შე­საძ­ლე­ბე­ლია ეთე­რი­დან მო­იხ­სნას.

წა­ი­კი­თხეთ: რას ამ­ბობს რე­ჟი­სო­რი, რომ­ლის "სა­ა­ხალ­წლო" რეკ­ლა­მამ მა­ყუ­რე­ბე­ლი აღაშ­ფო­თა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ევროპელი სანტა კარგია და ქართველი ბაბუ მკვლელი?!" - ქართული "საახალწლო" რეკლამა, რომელმაც "ფეისბუქი" აღაშფოთა

"ევროპელი სანტა კარგია და ქართველი ბაბუ მკვლელი?!" - ქართული "საახალწლო" რეკლამა, რომელმაც "ფეისბუქი" აღაშფოთა

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა "საახალწლო" რეკლამამ ფეისბუქ-მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. რეჟისორ დავით ჯიბლაძის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი "Papa vs. Santa" ახალი წლის ღამეს აღწერს, როცა ბუხრიდან ჩამოსულ "ამერიკელ" სანტას სახლში ქართველი "თოვლის პაპა" დახვდება. სცენარის მიხედვით, თოვლის პაპა ჩიჩილაკით კლავს "გადამთიელს" და აბაზანაში მჟავის დასხმით წვავს. თუმცა, ყველაფერი ამით არ სრულდება - სანტას "მკვლელობას" პატარა ბიჭუნა შეესწრება... კლიპის ბოლოს სარკეზე ვკითხულობთ წარწერას: "New Studio გილოცავთ ქართულ ახალ წელს". სარეკლამო რგოლი, სწორედ New Studio-ს დაკვეთითაა გადაღებული.

იხილეთ ვიდეო

კლიპის შინაარსმა საზოგადოების ცხარე კრიტიკა დაიმსახურა. ფეისბუქმომხმარებლები სამართალდამცველ უწყებებსაც კი მიმართავენ, დაინტერესდნენ კლიპის ავტორების ვინაობით:

ზვიად კირტავა, ანალიტიკოსი, ბლოგერი

ჩემი მოუკრძალებელი აზრით, ეს ძალადობის და სიძულვილის რეკლამაა

ვასილ მაღლაფერიძე, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორობის კანდიდატი

რიტუალური მკვლელობისკენ წაქეზება, სიძულვილის გაღვივება, ბავშვების მონაწილეობა, კიდევ სხვა მძიმე რაღაცეები - ყოველი შემთხვევისთვის პროკურატურა რომ დაინტერესდეს, რა არის ეს Papa vs. Santa, ურიგო არ იქნება.

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი

პრობლემა არა იმდენად "ჰორორი", არამედ ღრმა და უკიდეგანო უნიჭობაა. ჯიგიტურ-ნაციონალისტური იუმორი (თოვლის პაპა კლავს "სანტას"), მდორე რიტმი (ძალიან მომწყინდა სანამ ორწუთიან კლიპს დავამთავრებდი) და ტარანტინო-ბრეიქინგ ბედის ვულგარული გადამღერება (თავისი მჟავის დასხმით გვამზე). როცა ასეთ სარისკო ამბავს შეეჭიდებით - დამკვიდრებული, ტრადიციული ჟანრის "დეკონსტრუქციას" და თბილი, ტკბილი, საოჯახო, საახალწლო-საშობაო ვიდეოკლიპების საშინელებათა ფილმად გადაქცევას, საინტერესოები მაინც უნდა იყოთ და, როგორც მინიმუმ, სათქმელი მაინც უნდა გქონდეთ. სხვა შემთხვევაში, სამონტაჟო ტექნიკით მოთამაშე ძვირფასო ბავშვებო, ყოველთვის ისეთ უბადრუკობას მივიღებთ, როგორიც ეს თქვენი ძვირფასი "რეკლამა" გამოვიდა.

ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველი

დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება თუ ვის მიერ იქნა დაფინანსებული ამ კლიპის გადაღება. ეს ქმედება არის ანტისახელმწიფოებრივი და მეტად საგანგაშო. დარწმუნებული ვარ დამკვეთის მოძებნა არ გაგიჭირდებათ, რადგან ხელისუფლებაში გყავთ ის ხალხი ვინც თოვლის ბაბუას, ქართულ ზღაპრებს და ჩვენს ტრადიციებს ებრძვის.

ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტარი

ვინც დაუკვეთეთ, ვინც გადაიღეთ და ვინც სიხარულით გაავრცელეთ ეს მარაზმატიკული კლიპი სანტას მკვლელობაზე ყველანი იდიოტები და მოძალადეები ხართ. კიდევ რა ხართ და რას ვფიქრობ თქვენზე ამას საჯაროდ არ დავწერ....

გრიგოლ გეგელია, პოლიტოლოგი

ქართულ რეკლამები სულ ასეთი საძაგლობებით (სექსიზმი, მკვლელობა, იდიოტური "იუმორი") როგორ უნდა ცდილობდეს ხედვადობის გაზრდას.

მანანა კობახიძე, პარლამენტარი

მართლა მარაზმია!!! და ამით რა თქვეს?! ევროპელი სანტა კარგია, კეთილია და ქართველი ბაბუ მკვლელი, ბოროტი მოძალადეა?! და ვის ჭირდება ასეთი დისკურსი?! რას აღვივებენ?! სამარცხვინო და პროვოკაციული კლიპია, ავტორიც, შემსრულებელიც, დამკვეთიც, გამავრცელებელიც არამგონია ჯანსაღად იყვნენ. როგორც მოზარდებზე მავნე ზეგავლენის მქონე და ძალადობრივი შინაარსის კლიპი, კანონით შესაძლებელია ეთერიდან მოიხსნას.

წაიკითხეთ: რას ამბობს რეჟისორი, რომლის "საახალწლო" რეკლამამ მაყურებელი აღაშფოთა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს