სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასწრაფოდ დაფარეთ დავალიანება" - რას წერენ ონლაინსაკრედიტო კომპანიები მომხმარებლებს
"სასწრაფოდ დაფარეთ დავალიანება" - რას წერენ ონლაინსაკრედიტო კომპანიები მომხმარებლებს

"სას­წრა­ფოდ და­ფა­რეთ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა სრუ­ლად, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გეზ­რდე­ბათ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და გე­მა­ტე­ბათ სა­სა­მარ­თლო აღ­სრუ­ლე­ბის ხარ­ჯი. ვადა და­სა­ფა­რად 3 დღეა.

ამის შემ­დეგ გა­აფრ­თხი­ლეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი - იუ­რი­დი­ულ მი­სა­მარ­თზე მოხ­დე­ბა იძუ­ლე­ბის წე­სით თან­ხის ამო­ღე­ბა პი­რა­დი ნივ­თე­ბით", - მსგავ­სი ში­ნა­არ­სის სმს-ს ონ­ლა­ინ­საკ­რე­დი­ტო კომ­პა­ნი­ე­ბის­გან იღებს ყვე­ლა, ვინც ონ­ლა­ინ­სესხს დრო­უ­ლად ვერ და­ფა­რავს.

რო­გორც წესი, ონ­ლა­ინ­სეს­ხე­ბი 300-დან 600 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, მსეს­ხე­ბე­ლი მის გა­დახ­დას არ ჩქა­რობს და ვა­ლად სო­ლი­დუ­რი თან­ხა უგ­როვ­დე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბის მიზ­ნით ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­სა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ შე­მუ­შავ­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თებს მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვა­რი უნდა და­უ­წეს­დეს და ეს ზღვა­რი წლი­უ­რი 100%-ია. მთავ­რო­ბის გან­მარ­ტე­ბით, ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნი კრე­დი­ტორ­თა დაც­ვაა. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში წე­რია, რომ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მიკ­რო­სეს­ხებ­ში მათი მცი­რე ზო­მის გამო მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, თუ რა მა­ღალ პრო­ცენ­ტად სეს­ხუ­ლობს თან­ხას, რა­საც ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დი­აც მოჰ­ყვე­ბა.

საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბის მი­მართ მსგავ­სი მიდ­გო­მა აქვთ და­სავ­ლეთ­ში, მა­გა­ლი­თად: კა­ნა­და­ში კრი­მი­ნა­ლუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში 60%-ზე მე­ტია, ხოლო დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში - მოკ­ლე­ვა­დი­ან სეს­ხებ­ზე ჯამ­ში და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი თან­ხა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს გა­ცე­მუ­ლი თან­ხის ორ­მაგ ოდე­ნო­ბას. ავ­სტრა­ლი­ა­ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ნაკ­ვე­თი 48%-იანი ლი­მი­ტით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, ხოლო სინ­გა­პურ­ში - საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის ზღვა­რი თვე­ში 4%-ია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბას მომ­ხრე­ე­ბიც ჰყავს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ მიკ­რო­სეს­ხე­ბის გამ­ცე­მი კომ­პა­ნი­ე­ბი მრა­ვალ ადა­მი­ანს ასაქ­მე­ბენ, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია კი მათ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს შე­ამ­ცი­რებს, შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­კოტ­რდეს, ხოლო ხალ­ხი, რო­მე­ლიც მათი ფი­ნან­სე­ბით სარ­გებ­ლობს, უფუ­ლოდ დარ­ჩეს. თუმ­ცა, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობს. ად­ვო­კატ ირაკ­ლი უტი­აშ­ვი­ლის თქმით, მას ონ­ლა­ინ­სეს­ხე­ბით და­ზა­რა­ლე­ბულ მრა­ვალ ადა­მი­ან­თან ჰქო­ნია შე­ხე­ბა, კარ­გად იცის მათი პრობ­ლე­მე­ბი და ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და­დე­ბი­თად აფა­სებს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სასწრაფოდ დაფარეთ დავალიანება" - რას წერენ ონლაინსაკრედიტო კომპანიები მომხმარებლებს

"სასწრაფოდ დაფარეთ დავალიანება" - რას წერენ ონლაინსაკრედიტო კომპანიები მომხმარებლებს

"სასწრაფოდ დაფარეთ დავალიანება სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში გეზრდებათ დავალიანება და გემატებათ სასამართლო აღსრულების ხარჯი. ვადა დასაფარად 3 დღეა.

ამის შემდეგ გააფრთხილეთ ოჯახის წევრები - იურიდიულ მისამართზე მოხდება იძულების წესით თანხის ამოღება პირადი ნივთებით“, - მსგავსი შინაარსის სმს-ს ონლაინსაკრედიტო კომპანიებისგან იღებს ყველა, ვინც ონლაინსესხს დროულად ვერ დაფარავს.

როგორც წესი, ონლაინსესხები 300-დან 600 ლარამდე მერყეობს, მსესხებელი მის გადახდას არ ჩქარობს და ვალად სოლიდური თანხა უგროვდება. სიტუაციის გამოსწორების მიზნით ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვით, საპროცენტო განაკვეთებს მაქსიმალური ზღვარი უნდა დაუწესდეს და ეს ზღვარი წლიური 100%-ია. მთავრობის განმარტებით, ინიციატივის მიზანი კრედიტორთა დაცვაა. ამ ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია, რომ რიგ შემთხვევებში მიკროსესხებში მათი მცირე ზომის გამო მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რა მაღალ პროცენტად სესხულობს თანხას, რასაც ხშირ შემთხვევებში ადამიანური ტრაგედიაც მოჰყვება.

საპროცენტო განაკვეთების მიმართ მსგავსი მიდგომა აქვთ დასავლეთში, მაგალითად: კანადაში კრიმინალურად მიიჩნევენ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც წელიწადში 60%-ზე მეტია, ხოლო დიდ ბრიტანეთში - მოკლევადიან სესხებზე ჯამში დასაბრუნებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს გაცემული თანხის ორმაგ ოდენობას. ავსტრალიაში სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალური განაკვეთი 48%-იანი ლიმიტით არის განსაზღვრული, ხოლო სინგაპურში - საპროცენტო განაკვეთის ზღვარი თვეში 4%-ია.

საქართველოში მსგავსი შეზღუდვის დაწესებას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მიკროსესხების გამცემი კომპანიები მრავალ ადამიანს ასაქმებენ, ახალი რეგულაცია კი მათ სამუშაო ადგილებს შეამცირებს, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი გაკოტრდეს, ხოლო ხალხი, რომელიც მათი ფინანსებით სარგებლობს, უფულოდ დარჩეს. თუმცა, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი სხვაგვარად ფიქრობს. ადვოკატ ირაკლი უტიაშვილის თქმით, მას ონლაინსესხებით დაზარალებულ მრავალ ადამიანთან ჰქონია შეხება, კარგად იცის მათი პრობლემები და ამ ინიციატივას დადებითად აფასებს. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი