პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში "ტესლას" მეგაქარხანა აშენდეს და რას მოუტანს ეს ქვეყანას?
რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში "ტესლას" მეგაქარხანა აშენდეს და რას მოუტანს ეს ქვეყანას?

მას შემ­დეგ, რაც ამე­რი­კუ­ლი ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის "ტეს­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ელონ მასკმა გა­მო­ა­ცხა­და, რომ კი­დევ ერთი მეგა ქარ­ხნის­თვის ევ­რო­პა­ში ად­გი­ლის შერ­ჩე­ვას აპი­რებს, მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი სულ უფრო იზ­რდე­ბა. ასე მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ორმა მე­გო­ბარ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წა­მო­ი­წყო კამ­პა­ნია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ელონ მასკს მეგა ქარ­ხნის ასა­შე­ნებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას სთა­ვა­ზო­ბენ. ქარ­თვე­ლებ­მა შექ­მნეს ფე­ის­ბუქ-გვერ­დი - Georgia wants you Tesla Gigafactory 2, რომ­ლის მთა­ვა­რი იდეა ელონ მას­კის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ამ ქარ­ხნის­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბაა:

- 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში ელონ მას­კიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­პა­ში "ტეს­ლას" მე­ო­რე მეგა ქარ­ხა­ნა აშენ­დე­ბა და ამ ქარ­ხნის­თვის ლო­კა­ცი­ას 2017 წლის შუა პე­რი­ოდ­ში შე­არ­ჩევს. მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია ქვე­ყა­ნა, თუ სად აპი­რებს ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ეს გა­ვი­გეთ თუ არა, გაგ­ვიჩ­ნდა იდეა, რომ ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლო შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. მა­ლე­ვე ვნა­ხეთ, რომ პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლებ­მა შექ­მნეს ფე­ის­ბუ­ქის ჯგუ­ფი, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 წევ­რი ჰყავს. მათი აქ­ტი­უ­რო­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დიდ გა­მო­ცე­მებ­საც არ დარ­ჩე­ნი­ათ. მა­გა­ლი­თად, "ფორბსს". ჩვენც შევ­ქმე­ნით გვერ­დი და ძა­ლი­ან მალე, ჩვენ­სა და ჩვენს გა­მომ­წე­რებს შო­რის დის­კუ­სი­ე­ბით, ბევ­რი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, თუ რა­ტომ არის კარ­გი "ტეს­ლას­თვის" ამ ქარ­ხნის სა­ქარ­თვე­ლო­ში აშე­ნე­ბა. რა თქმა უნდა, გა­მოჩ­ნდა სხვა­დას­ხვა გა­მოწ­ვე­ვე­ბიც, მაგ­რამ, ჩვე­ნი აზ­რით, გა­და­უ­ლა­ხა­ვი არა­ფე­რია. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ქარ­თვე­ლი გა­ერ­თი­ან­დეს ამ წა­მო­წყე­ბის გარ­შე­მო, რი­თაც ჯერ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა, შემ­დეგ კი თვი­თონ "ტეს­ლას" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ინ­ტე­რეს­დე­ბა - ამ­ბობს ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დის - "Georgia wants you Tesla Gigafactory 2"- ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

- სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­თან თუ გქონ­დათ სა­უ­ბა­რი?

- სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა სამ­თავ­რო­ბო წრე­ე­ბი­დან უნდა მოხ­დეს. ჩვენ არ გვაქვს ილუ­ზია, რომ ელონ მას­კი მოგ­ვწერს და გვე­ტყვის, რა კარ­გი წა­მო­წყე­ბაა, აი ხვა­ლი­დან ვი­წყებ მშე­ნებ­ლო­ბა­სო. ჩვენ ასე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, რომ ამ წა­მო­წყე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მთავ­რო­ბამ უნდა შექ­მნას სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, მო­იწ­ვი­ონ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, შექ­მნან პრო­ექ­ტი და მერე "ტეს­ლას" სა­ინ­ტე­რე­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო პა­კე­ტი შეს­თა­ვა­ზონ. ჩვენ ჯერ არა­ვის შევ­ხმი­ა­ნე­ბი­ვართ, რად­გან ჩვენ­თვის უმ­თავ­რე­სი იყო ხალ­ხის ნება, სწო­რედ ხალ­ხმა უნდა აჩ­ვე­ნოს, რომ მათ აქვთ სურ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ქარ­ხა­ნა აშენ­დეს.

რო­გორც ჩანს, ხალ­ხს ამის სურ­ვი­ლი აქვს, რად­გან სამი კვი­რაა გვერ­დი და­ვა­არ­სეთ და უკვე 11 000-მდე გა­მომ­წე­რი ჰყავს, ხოლო პე­ტი­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღეა გა­მოქ­ვეყ­ნდა, 7 000-მდე ადა­მი­ანს აქვს ხელი მო­წე­რი­ლი. ჩვენ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­მარ­თეთ სა­დის­კუ­სიო პა­ნე­ლი, სა­დაც ვმსჯე­ლობ­დით, თუ რა კრი­ტი­კულ კი­თხვებს დას­ვამ­და ელონ მას­კი სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი მე­გა­ქარ­ხნის ლო­კა­ცი­ის გან­ხილ­ვი­სას. უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო იდეა წა­მო­ვი­და, 5-6 კაცი რომ შევ­კრე­ბი­ლი­ყა­ვით და გვემ­სჯე­ლა, ამ­დენს ვერ მო­ვი­ფიქ­რებ­დით. ჯგუ­ფის ერთ-ერთი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს იყო, რომ იდე­ებ­მა ერ­თად მო­ი­ყა­როს თავი, რომ­ლებ­საც შემ­დეგ შე­თა­ვა­ზე­ბის პა­კეტ­ში მო­ვი­ცავთ. პრო­ექ­ტი­სად­მი ამ­გვარ მიდ­გო­მას დღეს ინ­ტერ­ნეტსფე­რო­ში "ქრა­უდსორ­სინ­გი" ჰქვია: ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დის ყვე­ლა წევ­რი თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა­ში და მისი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

- რა­ტომ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გი ამ მე­გა­ქარ­ხნის აშე­ნე­ბა?

- არა­ვის აქვს იმის ილუ­ზია, რომ ქარ­ხნის გახ­სნის­თა­ნა­ვე, იქ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იქ­ნე­ბა. ამ ქარ­ხნის გახ­სნას მოყ­ვე­ბა ძა­ლი­ან დიდი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი, რის მე­რეც ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა ათა­სო­ბით მა­ღა­ლი დო­ნის ინ­ჟი­ნე­რი, ექ­სპერ­ტე­ბი, თუ სხვა. შემ­დეგ უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ და­საქ­მე­ბულ­თა 80% იყოს სა­ქარ­თვე­ლო­დან იყოს. ასე­ვე, თუ ავი­ღებთ პირ­ვე­ლი მე­გა­ქარ­ხნის მა­გა­ლითს, რო­მე­ლიც ნე­ვა­და­ში, აშშ-ში შენ­დე­ბა, ქარ­ხა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 000-მდე ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­საქმდეს. ეს ქარ­ხა­ნა ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­ტანს ძა­ლი­ან დიდ სა­გა­რეო ინ­ვეს­ტი­ცი­ას. სა­უ­ბა­რია 5 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ზე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მხო­ლოდ სამშნე­ბე­ლო პე­რი­ოდ­ში პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ხით ამ რა­ო­დე­ნო­ბით მო­ზი­დუ­ლი კა­პი­ტა­ლი.

აგ­რეთ­ვე, მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნე­ბა, უამ­რა­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლი და ის ბიძგს მის­ცემს სხვა მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სფე­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც. ამ ქარ­ხა­ნა­ში მოხ­დე­ბა ელექტრო­მან­ქა­ნე­ბის და ელექტრო­ბა­ტა­რე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ეს პრო­დუქ­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა დიდი ნა­ბი­ჯი იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი. ასე­ვე, ამ ქარ­ხნის აშე­ნე­ბა იქ­ნე­ბა სიგ­ნა­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არის კარ­გი ბიზ­ნეს­გა­რე­მო. ზო­გა­დად, ელონ მასკს არ სჩ­ვე­ვია სტან­დარ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ყვე­ლა მის პრო­ექტს ხალ­ხი მი­იჩ­ნევ­და უტო­პი­ად, ის კი თა­ვი­სი "არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით ხალ­ხს აო­ცებ­და. პორ­ტუ­გა­ლია და, სა­ერ­თოდ, და­სავ­ლეთ ევ­რო­პა, რო­გორც ამ მე­გა­ქარ­ხნის ლო­კა­ცია, სტან­დარ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა - სა­ქარ­თვე­ლო კი არას­ტან­დარ­ტუ­ლი.

- თუ პორ­ტუ­გა­ლი­ურ­მა ჯგუფ­მა დიდი გა­მო­ცე­მე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია, ხომ არ აპი­რებთ გვერ­დის რეკ­ლა­მას, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან?

- კი, ამა­ზე ვი­ფიქ­რეთ, რომ ყო­ველ დღე, 22:00 სა­ათ­ზე რო­მე­ლი­მე ცნო­ბილ ქარ­თველს და­ე­წე­რა ჩვენ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ამან არ გა­ა­მარ­თლა. ავარ­ჩი­ეთ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ისი­ნი, ვი­საც ბევ­რი გა­მომ­წე­რი ჰყავს ფე­ის­ბუქ­ზე, მა­გა­ლი­თად, ზაზა ფა­ჩუ­ლია... იმე­დია, სხვე­ბიც დაგ­ვიდ­გე­ბი­ან გვერ­დში, სხვა მე­თო­დებ­საც ვა­მუ­შა­ვებთ და ვფიქ­რობთ, გვერ­დსაც კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რულს გავ­ხდით, რომ სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებს მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

მო­ა­წე­რეთ ხელი პე­ტი­ცი­ას - Build Tesla Gigafactory 2 in Georgia ამ ბმულ­ზე

რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში "ტესლას" მეგაქარხანა აშენდეს და რას მოუტანს ეს ქვეყანას?

რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში "ტესლას" მეგაქარხანა აშენდეს და რას მოუტანს ეს ქვეყანას?

მას შემდეგ, რაც ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის "ტესლას" დამფუძნებელმა ელონ მასკმა გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი მეგა ქარხნისთვის ევროპაში ადგილის შერჩევას აპირებს, მის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ასე მოხდა საქართველოშიც. ორმა მეგობარმა სოციალურ ქსელში წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ელონ მასკს მეგა ქარხნის ასაშენებლად საქართველოს ტერიტორიას სთავაზობენ. ქართველებმა შექმნეს ფეისბუქ-გვერდი - Georgia wants you Tesla Gigafactory 2, რომლის მთავარი იდეა ელონ მასკის დაინტერესება და საქართველოს, როგორც ამ ქარხნისთვის საუკეთესო ადგილის შეთავაზებაა:

- 2016 წლის ნოემბერში ელონ მასკიმ განაცხადა, რომ ევროპაში "ტესლას" მეორე მეგა ქარხანა აშენდება და ამ ქარხნისთვის ლოკაციას 2017 წლის შუა პერიოდში შეარჩევს. მას არ დაუკონკრეტებია ქვეყანა, თუ სად აპირებს ამის განხორციელებას. ეს გავიგეთ თუ არა, გაგვიჩნდა იდეა, რომ ამისთვის საქართველო შეგვეთავაზებინა. მალევე ვნახეთ, რომ პორტუგალიელებმა შექმნეს ფეისბუქის ჯგუფი, რომელსაც დაახლოებით 40 000 წევრი ჰყავს. მათი აქტიურობა შეუმჩნეველი დიდ გამოცემებსაც არ დარჩენიათ. მაგალითად, "ფორბსს". ჩვენც შევქმენით გვერდი და ძალიან მალე, ჩვენსა და ჩვენს გამომწერებს შორის დისკუსიებით, ბევრი სხვადასხვა ფაქტორი აღმოვაჩინეთ, თუ რატომ არის კარგი "ტესლასთვის" ამ ქარხნის საქართველოში აშენება. რა თქმა უნდა, გამოჩნდა სხვადასხვა გამოწვევებიც, მაგრამ, ჩვენი აზრით, გადაულახავი არაფერია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ბევრი ქართველი გაერთიანდეს ამ წამოწყების გარშემო, რითაც ჯერ ჩვენი ქვეყნის მთავრობა, შემდეგ კი თვითონ "ტესლას" ხელმძღვანელობა დაინტერესდება - ამბობს ფეისბუქის გვერდის - "Georgia wants you Tesla Gigafactory 2"- ერთ-ერთი დამფუძნებელი.

- სამთავრობო სტრუქტურებთან თუ გქონდათ საუბარი?

- საბოლოო ჯამში, ოფიციალური შეთავაზება სამთავრობო წრეებიდან უნდა მოხდეს. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ელონ მასკი მოგვწერს და გვეტყვის, რა კარგი წამოწყებაა, აი ხვალიდან ვიწყებ მშენებლობასო. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია, რომ ამ წამოწყების საფუძველზე, მთავრობამ უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები, შექმნან პროექტი და მერე "ტესლას" საინტერესო საინვესტიციო პაკეტი შესთავაზონ. ჩვენ ჯერ არავის შევხმიანებივართ, რადგან ჩვენთვის უმთავრესი იყო ხალხის ნება, სწორედ ხალხმა უნდა აჩვენოს, რომ მათ აქვთ სურვილი, საქართველოში ასეთი ქარხანა აშენდეს.

როგორც ჩანს, ხალხს ამის სურვილი აქვს, რადგან სამი კვირაა გვერდი დავაარსეთ და უკვე 11 000-მდე გამომწერი ჰყავს, ხოლო პეტიციაზე, რომელიც რამდენიმე დღეა გამოქვეყნდა, 7 000-მდე ადამიანს აქვს ხელი მოწერილი. ჩვენ "ფეისბუქზე" გავმართეთ სადისკუსიო პანელი, სადაც ვმსჯელობდით, თუ რა კრიტიკულ კითხვებს დასვამდა ელონ მასკი საქართველოს, როგორც პოტენციური მეგაქარხნის ლოკაციის განხილვისას. უამრავი საინტერესო იდეა წამოვიდა, 5-6 კაცი რომ შევკრებილიყავით და გვემსჯელა, ამდენს ვერ მოვიფიქრებდით. ჯგუფის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ იდეებმა ერთად მოიყაროს თავი, რომლებსაც შემდეგ შეთავაზების პაკეტში მოვიცავთ. პროექტისადმი ამგვარ მიდგომას დღეს ინტერნეტსფეროში "ქრაუდსორსინგი" ჰქვია: ფეისბუქის გვერდის ყველა წევრი თავის წვლილს შეიტანს პროექტის ინიცირებაში და მისი ფუძემდებელი იქნება.

- რატომ იქნება საქართველოსთვის კარგი ამ მეგაქარხნის აშენება?

- არავის აქვს იმის ილუზია, რომ ქარხნის გახსნისთანავე, იქ ყველა თანამშრომელი საქართველოს მოქალაქე იქნება. ამ ქარხნის გახსნას მოყვება ძალიან დიდი გადამზადების პროგრამები, რის მერეც ჩვენ გვეყოლება ათასობით მაღალი დონის ინჟინერი, ექსპერტები, თუ სხვა. შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ დასაქმებულთა 80% იყოს საქართველოდან იყოს. ასევე, თუ ავიღებთ პირველი მეგაქარხნის მაგალითს, რომელიც ნევადაში, აშშ-ში შენდება, ქარხანაში დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი შეიძლება დასაქმდეს. ეს ქარხანა ქვეყანაში მოიტანს ძალიან დიდ საგარეო ინვესტიციას. საუბარია 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციაზე. წარმოიდგინეთ, მხოლოდ სამშნებელო პერიოდში პირდაპირი ინვესტიციის სახით ამ რაოდენობით მოზიდული კაპიტალი.

აგრეთვე, მშენებლობის პერიოდში შეიქმნება, უამრავი სამუშაო ადგილი და ის ბიძგს მისცემს სხვა მშენებლობასთან დაკავშირებული სფეროების განვითარებასაც. ამ ქარხანაში მოხდება ელექტრომანქანების და ელექტრობატარეების წარმოება. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ეს პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდება. ეს იქნება დიდი ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნის მაგალითი. ასევე, ამ ქარხნის აშენება იქნება სიგნალი პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში არის კარგი ბიზნესგარემო. ზოგადად, ელონ მასკს არ სჩვევია სტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება, ყველა მის პროექტს ხალხი მიიჩნევდა უტოპიად, ის კი თავისი "არარაციონალური" გადაწყვეტილებებით ხალხს აოცებდა. პორტუგალია და, საერთოდ, დასავლეთ ევროპა, როგორც ამ მეგაქარხნის ლოკაცია, სტანდარტული გადაწყვეტილებაა - საქართველო კი არასტანდარტული.

- თუ პორტუგალიურმა ჯგუფმა დიდი გამოცემების ყურადღება მიიქცია, ხომ არ აპირებთ გვერდის რეკლამას, რომელშიც ცნობილი ქართველები დაგეხმარებიან?

- კი, ამაზე ვიფიქრეთ, რომ ყოველ დღე, 22:00 საათზე რომელიმე ცნობილ ქართველს დაეწერა ჩვენზე, სამწუხაროდ, ამან არ გაამართლა. ავარჩიეთ რამდენიმე ადამიანი, ისინი, ვისაც ბევრი გამომწერი ჰყავს ფეისბუქზე, მაგალითად, ზაზა ფაჩულია... იმედია, სხვებიც დაგვიდგებიან გვერდში, სხვა მეთოდებსაც ვამუშავებთ და ვფიქრობთ, გვერდსაც კიდევ უფრო პოპულარულს გავხდით, რომ საჭირო ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

მოაწერეთ ხელი პეტიციას - Build Tesla Gigafactory 2 in Georgia ამ ბმულზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი