ცხინვალის ტელევიზიის საახალწლო გადაცემაში "Фарны изаер" (ბედნიერი საღამო) ანსამბლ "ირონის" მოცეკვავეებმა ქართული ხალხური ცეკვა შეასრულეს. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი 2009 წელს ქალაქის მერიასთან ჩამოყალიბდა. 2015 წელს სოჭში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, ჯილდოც აქვს მიღებული.
ანსამბლის ხელმძღვანელის, დიანა ხუგაევის თქმით, ფესტივალზე ოსური ტრადიციული ხალხური ცეკვის "სიმდის" გარდა, "მთიულურიც" იცეკვეს.
წყარო: qartli.ge