პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვებიან სტამბოლის თავდასხმას გადარჩენილები
რას ჰყვებიან სტამბოლის თავდასხმას გადარჩენილები

სტამ­ბოლ­ში, ახა­ლი წლის ღა­მეს მომ­ხდარ­მა თავ­დას­ხმამ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის სიმ­შვი­დე კი­დევ ერთხელ და­აფრ­თხო. თურ­ქი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ჩხრე­კენ და ამოწ­მე­ბენ ყვე­ლა სა­ეჭ­ვო ად­გილ­სა და ადა­მი­ანს. ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია აღ­ბეჭ­დი­ლი, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის ღა­მეს, სტამ­ბო­ლის ღა­მის კლუბ­ში შე­ვარ­და და 39 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, 70 კი დაჭ­რა...

შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა, რო­მელ­საც სან­ტა კლა­უ­სის სა­მო­სი ეცვა, ღა­მის კლუბ "რე­ი­ნა­ში" შეს­ვლამ­დე, პო­ლი­ცი­ე­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო პირი მოკ­ლა. იმ დრო­ის­თვის კლუბ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 600 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის, უცხო­ე­ლე­ბი. ზო­გი­ერ­თმა თავს ბოს­ფო­რის სრუ­ტე­ში გა­დახ­ტო­მით უშ­ვე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლი კლუ­ბი­დან გა­მო­სულ ხალ­ხს შე­ე­რია...

კლუბ "რე­ი­ნა­ში" მომ­ხდარ თავ­დას­ხმას ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა კი­ე­ვე­ლი ოქ­სა­ნა, რო­მე­ლიც სტამ­ბოლ­ში ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად იმ ღა­მეს ჩაფ­რინ­და.

"მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით კლუბ­ში. რო­გორც კი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის აფეთ­ქე­ბი­სა და შამ­პა­ნუ­რე­ბის გახ­სნის ხმე­ბი მი­წყნარ­და, უცებ ავ­ტო­მა­ტის რამ­დე­ნი­მე ჯერი გა­ვი­გეთ და ხალ­ხი მო­ცე­ლი­ლი­ვით დაც­ვივ­და ძირს... მარ­თლაც სას­წა­უ­ლის ძა­ლით გა­დავ­რჩი, ში­შის­გან ია­ტაკ­ზე და­ვე­ცი და ხალ­ხის ტალ­ღამ მა­გი­დის ქვეშ შე­მაგ­დო. ვე­ღარც ავ­დე­ქი. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის თქმით, მკვლელ­მა 7 მჭი­დი და­ცა­ლა... კლუბ­ში 700-მდე ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და. სრო­ლას პა­ნი­კა მოჰ­ყვა... სას­ტუმ­რო "ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტალ­ში" ვი­ყა­ვით და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი. ერთი კვი­რით ვა­პი­რებ­დით დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს­ვე წა­მო­ვე­დით უკან... ასე მგო­ნია, სტამ­ბოლ­ში და ზო­გა­დად, თურ­ქეთ­ში, უსაფრ­თხო ად­გი­ლი უკვე აღარ არ­სე­ბობს" - აცხა­დებს გა­დარ­ჩე­ნი­ლი.

სტამ­ბო­ლის ღა­მის კლუბ­ზე თავ­დას­ხმას, უკვე მოჰ­ყვა და­კა­ვე­ბის ახა­ლი სე­რია, - ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სტამ­ბო­ლის ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში ორი უცხო­ე­ლი და­ა­კა­ვა. ასე­ვე, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­დას­ხმის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, 8 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­მის კლუბ­ზე თავ­დას­ხმამ­დე სამი დღით ადრე, სტამ­ბოლ­სა და და­ნარ­ჩენ თურ­ქეთ­ში, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" 63 ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მებ­რძო­ლი და­ა­კა­ვეს. მათ­გან ბევ­რი უცხო­ე­ლი იყო. შე­საძ­ლოა, ღა­მის კლუბ­ზე თავ­დამ­სხმელს კავ­ში­რი ჰქონ­და იმ ჯგუფ­თან, რო­მელ­მაც გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში ათა­თურ­ქის აე­რო­პორტზე თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ე.წ. ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­დას­ხმა მის­მა ერთ-ერ­თმა "გმირ­მა ჯა­რის­კაც­მა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მათი სა­მიზ­ნე თურ­ქე­თი იმი­ტომ გახ­და, რომ ის "ჯვრის ქვეყ­ნებს" მი­ემ­ხრო. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ღა­მის კლუბ­ზე იმი­ტომ გა­ა­კე­თეს არ­ჩე­ვა­ნი, რომ იქ "ქრის­ტი­ა­ნე­ბი თა­ვის მო­ცი­ქუ­ლის ამ ქვეყ­ნად მოს­ვლას ზე­ი­მობ­დნენ".

თურ­ქე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის შიშს სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად აქვს. გა­სულ კვი­რას "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც თა­ვის მომ­ხრე­ებს თურ­ქეთ­ში თავ­დას­ხმე­ბის­კენ მო­უ­წო­და. თა­ვის მხრივ, ერ­დო­ღა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­რი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქა­ლა­ქის, ალ-ბა­ბის ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და მას­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას ცდი­ლობს. ერ­თო­ღა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევრთა გან­ცხა­დე­ბით, ივ­ლის­ში ჩაშ­ლი­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ, შე­მო­ღე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ტე­რო­რის საფრ­თხის დას­რუ­ლე­ბამ­დე ძა­ლა­ში დარ­ჩე­ბა. თურ­ქი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, სტამ­ბოლ­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმა მე­ო­თხე და ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი თავ­დას­ხმაა. მა­თი­ვე თქმით, ბოლო დრო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, თურ­ქეთ­ში და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა, რად­გან უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებს, ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის პრე­ვენ­ცი­ის უნა­რი არ შეს­წევთ.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

რას ჰყვებიან სტამბოლის თავდასხმას გადარჩენილები

რას ჰყვებიან სტამბოლის თავდასხმას გადარჩენილები

სტამბოლში, ახალი წლის ღამეს მომხდარმა თავდასხმამ ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების სიმშვიდე კიდევ ერთხელ დააფრთხო. თურქი სამართალდამცავები ჩხრეკენ და ამოწმებენ ყველა საეჭვო ადგილსა და ადამიანს. ადგილობრივმა მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მათივე განცხადებით, ის შეიარაღებული ეჭვმიტანილია აღბეჭდილი, რომელიც ახალი წლის ღამეს, სტამბოლის ღამის კლუბში შევარდა და 39 ადამიანი მოკლა, 70 კი დაჭრა...

შეიარაღებულმა პირმა, რომელსაც სანტა კლაუსის სამოსი ეცვა, ღამის კლუბ "რეინაში" შესვლამდე, პოლიციელი და სამოქალაქო პირი მოკლა. იმ დროისთვის კლუბში დაახლოებით 600 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, უცხოელები. ზოგიერთმა თავს ბოსფორის სრუტეში გადახტომით უშველა. სამართალდამცველების თქმით, შეიარაღებული თავდამსხმელი კლუბიდან გამოსულ ხალხს შეერია...

კლუბ "რეინაში" მომხდარ თავდასხმას ბედნიერი შემთხვევით გადაურჩა კიეველი ოქსანა, რომელიც სტამბოლში ახალი წლის შესახვედრად იმ ღამეს ჩაფრინდა.

"მეგობრებთან ერთად ვიყავით კლუბში. როგორც კი ფეიერვერკების აფეთქებისა და შამპანურების გახსნის ხმები მიწყნარდა, უცებ ავტომატის რამდენიმე ჯერი გავიგეთ და ხალხი მოცელილივით დაცვივდა ძირს... მართლაც სასწაულის ძალით გადავრჩი, შიშისგან იატაკზე დავეცი და ხალხის ტალღამ მაგიდის ქვეშ შემაგდო. ვეღარც ავდექი. პოლიციელების თქმით, მკვლელმა 7 მჭიდი დაცალა... კლუბში 700-მდე ადამიანი იქნებოდა. სროლას პანიკა მოჰყვა... სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" ვიყავით დაბინავებული. ერთი კვირით ვაპირებდით დარჩენას, მაგრამ მეორე დღესვე წამოვედით უკან... ასე მგონია, სტამბოლში და ზოგადად, თურქეთში, უსაფრთხო ადგილი უკვე აღარ არსებობს" - აცხადებს გადარჩენილი.

სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმას, უკვე მოჰყვა დაკავების ახალი სერია, - ხელისუფლებამ თავდასხმასთან დაკავშირებით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ორი უცხოელი დააკავა. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ თავდასხმის შემდეგ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, 8 ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღამის კლუბზე თავდასხმამდე სამი დღით ადრე, სტამბოლსა და დანარჩენ თურქეთში, "ისლამური სახელმწიფოს" 63 ეჭვმიტანილი მებრძოლი დააკავეს. მათგან ბევრი უცხოელი იყო. შესაძლოა, ღამის კლუბზე თავდამსხმელს კავშირი ჰქონდა იმ ჯგუფთან, რომელმაც გასული წლის ივნისში ათათურქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა ...

რამდენიმე დღის წინ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა მისმა ერთ-ერთმა "გმირმა ჯარისკაცმა" განახორციელა. მათი სამიზნე თურქეთი იმიტომ გახდა, რომ ის "ჯვრის ქვეყნებს" მიემხრო. მათივე განცხადებით, ღამის კლუბზე იმიტომ გააკეთეს არჩევანი, რომ იქ "ქრისტიანები თავის მოციქულის ამ ქვეყნად მოსვლას ზეიმობდნენ".

თურქეთის მოსახლეობის შიშს საფუძველი ნამდვილად აქვს. გასულ კვირას "ისლამურმა სახელმწიფომ" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თავის მომხრეებს თურქეთში თავდასხმებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ერდოღანის ხელისუფლება სირიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ალ-ბაბის ტერორისტული დაჯგუფებისგან გათავისუფლებასა და მასზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. ერთოღანის ხელისუფლების წევრთა განცხადებით, ივლისში ჩაშლილი გადატრიალების შემდეგ, შემოღებული საგანგებო მდგომარეობა ტერორის საფრთხის დასრულებამდე ძალაში დარჩება. თურქი სამხედრო ექსპერტების თქმით, სტამბოლში მომხდარი თავდასხმა მეოთხე და ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა. მათივე თქმით, ბოლო დროინდელი მოვლენების მიხედვით, თურქეთში დაუცველობის განცდა ყოველდღიურად იზრდება, რადგან უსაფრთხოების ძალებს, ტერორისტული თავდასხმების პრევენციის უნარი არ შესწევთ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე