პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრა: თუ გამომასვენეს აქედან, იცოდე თავი არ მომიკლავსო..." - რას ამბობს მაგდა პაპიძის მდგომარეობაზე მსჯავრდებულის და
"მითხრა: თუ გამომასვენეს აქედან, იცოდე თავი არ მომიკლავსო..." - რას ამბობს მაგდა პაპიძის მდგომარეობაზე მსჯავრდებულის და

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის სარ­ჩელ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი და მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ვერ­დიქ­ტის გა­უქ­მე­ბას ითხოვ­დნენ, ვი­ნა­ი­დან თვლიდ­ნენ, რომ მსა­ჯუ­ლებ­მა ვერ­დიქ­ტი საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­ი­ტა­ნეს და მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბე­ბით არ უხელ­მძღვა­ნე­ლი­ათ. ამის სა­ფუძ­ველ­ზე პა­პი­ძის მხა­რე, ახა­ლი ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით საქ­მის ხე­ლა­ხალ გან­ხილ­ვას ითხოვ­და, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­გუ­მენ­ტი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა და სა­კა­სა­ციო სა­ჩი­ვა­რი და­უშ­ვებ­ლად სცნო.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოა და გა­სა­ჩივ­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

მაგ­და პა­პი­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლის დამ, ლანა პა­პი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "PALITRANEWS"-თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და "დრო მოვა და ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბა". მი­სი­ვე თქმით, მაგ­და პა­პი­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა და მას მარ­ცხე­ნა თვალ­ში მხედ­ვე­ლო­ბა თით­ქმის და­კარ­გუ­ლი აქვს. ლანა პა­პი­ძის თქმით, ოჯა­ხი და­ზღვე­უ­ლი არ არის იმის­გან, რომ მის დას ცი­ხე­ში არა­ფე­რი შე­ემ­თხვე­ვა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "მაგ­და პა­პი­ძემ მარ­ცხე­ნა თვალ­ში მხედ­ვე­ლო­ბა თით­ქმის და­კარ­გა" - რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია პა­ტი­მა­რი ცი­ხე­ში

"მაგ­დამ მი­თხრა: თუ გა­მო­მას­ვე­ნეს აქე­დან, იცო­დე რომ თავი არ მო­მიკ­ლავ­სო. ღმერ­თმა მი­ცო­ცხლოს... იქ გა­ჟონ­ვე­ბი, დი­ა­ბე­ტი ვერ და­უგ­დეს და ა.შ ღმერ­თმა არ გა­მა­გო­ნოს ეს.... მი­ლი­ო­ნი პრო­ცენ­ტი ვიცი, ეს მაგ­დას ჩა­დე­ნი­ლი არ არის, ჩემი და ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არ იყო. ძაან კარ­გად იცო­და მაგ­დამ ვისი ცოლი იყო და თუ სიკ­ვდი­ლი უნ­დო­და, ორი ია­რა­ღი ედო სახ­ლში. არც იმ ია­რა­ღის ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. რო­გორ, გას­რო­ლა მოხ­და მაგ ია­რა­ღი­დან და არ უნდა გა­ი­გონ, ვის ეს­რო­ლა ჩემ­მა სი­ძემ ან სად გა­ის­რო­ლა?! მსა­ჯუ­ლებს ადევთ ჩემი მაგ­დას და თორ­ნი­კეს ცოდ­ვა..." - აღ­ნიშ­ნა ტე­ლე­კომ­პა­ნია "PALITRANEWS"-თან სა­უბ­რი­სას მსჯავ­რდე­ბუ­ლის დამ ლანა პა­პი­ძემ.

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მაგ­და პა­პი­ძეს 2016 წლის ივ­ლის­ში უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მითხრა: თუ გამომასვენეს აქედან, იცოდე თავი არ მომიკლავსო..." - რას ამბობს მაგდა პაპიძის მდგომარეობაზე მსჯავრდებულის და

"მითხრა: თუ გამომასვენეს აქედან, იცოდე თავი არ მომიკლავსო..." - რას ამბობს მაგდა პაპიძის მდგომარეობაზე მსჯავრდებულის და

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო.

მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველები ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის გაუქმებას ითხოვდნენ, ვინაიდან თვლიდნენ, რომ მსაჯულებმა ვერდიქტი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ. ამის საფუძველზე პაპიძის მხარე, ახალი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის ხელახალ განხილვას ითხოვდა, თუმცა ადვოკატების აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მაგდა პაპიძის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან მისი ოჯახის წევრები, როგორც მსჯავრდებულის დამ, ლანა პაპიძემ ტელეკომპანია "PALITRANEWS"-თან საუბრისას განაცხადა "დრო მოვა და ეს საქმე გაიხსნება". მისივე თქმით, მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მას მარცხენა თვალში მხედველობა თითქმის დაკარგული აქვს. ლანა პაპიძის თქმით, ოჯახი დაზღვეული არ არის იმისგან, რომ მის დას ციხეში არაფერი შეემთხვევა.

იხილეთ ვიდეო: "მაგდა პაპიძემ მარცხენა თვალში მხედველობა თითქმის დაკარგა" - რა მდგომარეობაშია პატიმარი ციხეში

"მაგდამ მითხრა: თუ გამომასვენეს აქედან, იცოდე რომ თავი არ მომიკლავსო. ღმერთმა მიცოცხლოს... იქ გაჟონვები, დიაბეტი ვერ დაუგდეს და ა.შ ღმერთმა არ გამაგონოს ეს.... მილიონი პროცენტი ვიცი, ეს მაგდას ჩადენილი არ არის, ჩემი და ამის გამკეთებელი არ იყო. ძაან კარგად იცოდა მაგდამ ვისი ცოლი იყო და თუ სიკვდილი უნდოდა, ორი იარაღი ედო სახლში. არც იმ იარაღის ექსპერტიზა ჩატარებულა. როგორ, გასროლა მოხდა მაგ იარაღიდან და არ უნდა გაიგონ, ვის ესროლა ჩემმა სიძემ ან სად გაისროლა?! მსაჯულებს ადევთ ჩემი მაგდას და თორნიკეს ცოდვა..." - აღნიშნა ტელეკომპანია "PALITRANEWS"-თან საუბრისას მსჯავრდებულის დამ ლანა პაპიძემ.

მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მაგდა პაპიძეს 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.