საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელს ყველაზე პატარა პაციენტი 3 წლის იყო, ხანდაზმული კი 82-ის" - საახალწლო "მაშხალების" სავალალო შედეგები
"წელს ყველაზე პატარა პაციენტი 3 წლის იყო, ხანდაზმული კი 82-ის" - საახალწლო "მაშხალების" სავალალო შედეგები

ახა­ლი წელი ფო­ი­ერ­ვერკთან ასო­ცირ­დე­ბა. ხში­რად სხვა­დას­ხვა სა­ხის პი­რო­ტექ­ნი­კა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია, რისი არა­ერ­თი მა­გა­ლი­თიც არ­სე­ბობს.

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის გუგა ქა­ში­ბა­ძის­თვის წლე­ბია ახა­ლი წელი სწო­რედ პე­დარ­ტე­ბი­სა და შუშ­ხუ­ნე­ბის აფეთ­ქე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, რად­გა­ნაც დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში, სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში, ძი­რი­თა­დად პე­დარ­ტე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლებს მკურ­ნა­ლო­ბენ.

"თუ მთე­ლი ბავ­შვო­ბა, სა­ა­ხალ­წლოდ თო­ნის პუ­რის რიგ­ში დგო­მით ვი­ყა­ვი გამ­წა­რე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ყვე­ლა თო­ნის პურს ყი­დუ­ლობ­და, მას მერე, რაც ექი­მი გავ­ხდი, ახა­ლი წელი ჩემ­თვის მხო­ლოდ პე­დარ­ტებ­თან და შუშ­ხუ­ნებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, თან, ძა­ლი­ან მძი­მედ," - ამ­ბობს გუგა ქა­ში­ბა­ძე და დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის მა­გა­ლით­ზე იმ სა­ვა­ლა­ლო სტა­ტის­ტი­კის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა, რაც სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

- თით­ქოს ელე­მენ­ტა­რუ­ლია, პი­რო­ტექ­ნი­კა სა­ხი­ფა­თოა, რაც თით­ქოს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წლი­დან წლამ­დე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს. სამ­წუ­ხა­როდ, წელს სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხით, 25 პა­ცი­ენ­ტი მი­ვი­ღეთ. ეს მხო­ლოდ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის სტა­ტის­ტი­კაა, რე­ა­ლუ­რად კი ეს რი­ცხვი გა­ცი­ლე­ბით დი­დია და მას­შა­ტა­ბუ­რი, რად­გა­ნაც კლინ­კა არ დარ­ჩე­ნი­ლა თბი­ლის­სა თუ რე­გი­ონ­ში, მსგავ­სი ტრავ­მით პა­ცი­ენ­ტი არ მი­ე­ღოს. ძი­რი­თა­დად უზი­ან­დე­ბათ მარ­ჯვე­ნა მტე­ვა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით 47%, ასე­ვე მარ­ცხე­ნა მტე­ვა­ნი, სახე, თვა­ლის არე, გულ­მკერ­დის წინა ზე­და­პი­რი, მუ­ცე­ლი, ქვე­მო­თა კი­დუ­რე­ბი. არც თუ იშ­ვი­ა­თია პე­ტარ­დე­ბით გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი და თა­ვი­სი სამ­წუ­ხა­რო, სა­ვა­ვა­ლო შე­დე­გე­ბი.

ასე­ვე დი­დია თვა­ლის კლი­ნი­კა­ში ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. გარ­და დამ­წვრო­ბი­სა, აფეთ­ქე­ბა სხვა­დას­ხვა ქსო­ვი­ლის სე­რი­ო­ზულ და­ზი­ა­ნე­ბა­საც იწ­ვევს, ასე­ვე თი­თის ფა­ლან­გე­ბის ტრავ­მულ ამ­პუ­ტა­ცი­ა­საც კი. წელს ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტი სამ წლამ­დე ბავ­შვი გვყავ­და, ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი - 82 წლის მა­მა­კა­ცი. სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ ეს ამ­ბა­ვი გრძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ბოლო პე­დარ­ტი არ გა­ი­ყი­დე­ბა. რაც შე­მო­ტა­ნი­ლი აქვთ, იმას ხომ "გა­სა­ღე­ბა" უნდა?!

- პრე­ვენ­ცია რა არის?

- ამ მძი­მე შე­დე­გე­ბის­თვის ყვე­ლა ცო­დოა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ცო­დო­ე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი და ისე­თი ასა­კის, რომ­ლებ­საც თვი­თონ არ უყი­დი­ათ და შე­სა­ბა­მი­სად, არც იცი­ან, რო­გორ აა­ფეთ­ქონ. უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცას უყუ­რეს და ცუ­დად გა­ი­მე­ო­რეს. იმის მა­გივ­რად, რომ მშო­ბელს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა მი­ე­ცა, გარ­კვე­უ­ლი დრო და­ე­ხარ­ჯა ამა­ზე, ბავ­შვი გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნა რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა ეს ყვე­ლა­ფე­რი, არა­ფერს ეუბ­ნე­ბა და ისიც ბრმად იმე­ო­რებს იმას, რა­საც დედ-მამა აკე­თებს.

მე­ო­რე - მი­ნი­მა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი მა­ინც უნდა და­ვიც­ვათ, თან, არა მგო­ნია, ჩვენ­თან შე­მო­ტა­ნი­ლი ტექ­ნი­კა ხა­რის­ხით გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს და ზუს­ტად ისე, ანო­ტა­ცი­ა­ში რომ წე­რია, მე­ცხრე წამ­ზე ფეთ­ქდე­ბო­დეს...

რაც უნდა და­ბა­ლი მუხ­ტის მქო­ნე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა იყოს, მა­ინც სა­ში­შია, რად­გა­ნაც შე­ი­ცავს დენთს. ამი­ტომ, გინ­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას აგი­ფეთ­ქე­ბია დენ­თის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და გინ­დაც - ახალ წელს, სა­ხი­ფა­თოა. მაშ­ხა­ლას აწე­რია, რომ 30 მ-ის რა­დი­უს­ში არა­ვინ უნდა მი­ე­კა­როს მას, არც ადა­მი­ა­ნი და არც ცხო­ვე­ლი. ასეთ მაშ­ხა­ლას შუა ოთახ­ში რომ გა­უშ­ვებ, რითი ხარ და­ცუ­ლი?! უბ­რა­ლო მო­სახ­ლე­ო­ბა კი არა, აფეთ­ქე­ბი­სას ზოგ­ჯერ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც სცდე­ბი­ან. თან ჩვენ შვე­დე­ბი, ნორ­ვე­გი­ე­ლე­ბი, ია­პო­ნე­ლე­ბი ხომ არ ვართ, ზუს­ტად ინ­სტრუქ­ცი­ას გავ­ყვეთ და "ას­ჯერ გა­ზო­მე და ერთხელ გა­ჭე­რის" პრინ­ცი­პით ვი­მოქ­მე­დოთ. ამას­თან, ახა­ლი წლის ღა­მეს ყვე­ლა ნას­ვამ მდგო­მა­რე­ობ­შია და ეი­ფო­რი­ა­ში. ისიც მეს­მის, რომ ეს გას­რო­ლა გარ­კვე­ულ­წი­ლად ტრა­დი­ცი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი (თოფს ქარ­თვე­ლი სი­ხა­რუ­ლის ჟამს ის­რო­და), მაგ­რამ, ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც ასეთ ზი­ანს გა­ყე­ნებს, უკვე მავ­ნე ჩვე­ვაა. ამი­ტომ ჭა­მეთ ტრა­დი­ცი­უ­ლი ჩურ­ჩხე­ლა და გო­ზი­ნა­ყი და მო­ეშ­ვით აფეთ­ქე­ბას. მე ამას ვურ­ჩევ სა­ზო­გა­დო­ე­ბას!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"წელს ყველაზე პატარა პაციენტი 3 წლის იყო, ხანდაზმული კი 82-ის" - საახალწლო "მაშხალების" სავალალო შედეგები

"წელს ყველაზე პატარა პაციენტი 3 წლის იყო, ხანდაზმული კი 82-ის" - საახალწლო "მაშხალების" სავალალო შედეგები

ახალი წელი ფოიერვერკთან ასოცირდება. ხშირად სხვადასხვა სახის პიროტექნიკა დამაზიანებელია, რისი არაერთი მაგალითიც არსებობს.

პლასტიკური ქირურგის გუგა ქაშიბაძისთვის წლებია ახალი წელი სწორედ პედარტებისა და შუშხუნების აფეთქებასთან ასოცირდება, რადგანაც დამწვრობის ცენტრში, სადღესასწაულო დღეებში, ძირითადად პედარტების აფეთქებების შედეგად დაზიანებულებს მკურნალობენ.

''თუ მთელი ბავშვობა, საახალწლოდ თონის პურის რიგში დგომით ვიყავი გამწარებული, რადგანაც ყველა თონის პურს ყიდულობდა, მას მერე, რაც ექიმი გავხდი, ახალი წელი ჩემთვის მხოლოდ პედარტებთან და შუშხუნებთან ასოცირდება, თან, ძალიან მძიმედ," - ამბობს გუგა ქაშიბაძე და დამწვრობის ცენტრის მაგალითზე იმ სავალალო სტატისტიკის შესახებ გვიყვება, რაც საახალწლო დღეებში ასაფეთქებლების გამოყენებამ გამოიწვია.

- თითქოს ელემენტარულია, პიროტექნიკა სახიფათოა, რაც თითქოს ყველამ იცის, მაგრამ მიუხედავად ამისა, წლიდან წლამდე დაზიანებების რაოდენობა მატულობს. სამწუხაროდ, წელს სხვადასხვა ხარისხით, 25 პაციენტი მივიღეთ. ეს მხოლოდ დამწვრობის ცენტრის სტატისტიკაა, რეალურად კი ეს რიცხვი გაცილებით დიდია და მასშატაბური, რადგანაც კლინკა არ დარჩენილა თბილისსა თუ რეგიონში, მსგავსი ტრავმით პაციენტი არ მიეღოს. ძირითადად უზიანდებათ მარჯვენა მტევანი, დაახლოებით 47%, ასევე მარცხენა მტევანი, სახე, თვალის არე, გულმკერდის წინა ზედაპირი, მუცელი, ქვემოთა კიდურები. არც თუ იშვიათია პეტარდებით გაჩენილი ხანძარი და თავისი სამწუხარო, სავავალო შედეგები.

ასევე დიდია თვალის კლინიკაში ასაფეთქებლებით დაზიანებული პაციენტების რაოდენობა. გარდა დამწვრობისა, აფეთქება სხვადასხვა ქსოვილის სერიოზულ დაზიანებასაც იწვევს, ასევე თითის ფალანგების ტრავმულ ამპუტაციასაც კი. წელს ყველაზე პატარა პაციენტი სამ წლამდე ბავშვი გვყავდა, ყველაზე ხანდაზმული - 82 წლის მამაკაცი. სამწუხარო ის არის, რომ ეს ამბავი გრძელდება მანამ, სანამ ბოლო პედარტი არ გაიყიდება. რაც შემოტანილი აქვთ, იმას ხომ "გასაღება" უნდა?!

- პრევენცია რა არის?

- ამ მძიმე შედეგებისთვის ყველა ცოდოა, მაგრამ განსაკუთრებით ცოდოები არიან ბავშვები და ისეთი ასაკის, რომლებსაც თვითონ არ უყიდიათ და შესაბამისად, არც იციან, როგორ ააფეთქონ. უბრალოდ, ვიღაცას უყურეს და ცუდად გაიმეორეს. იმის მაგივრად, რომ მშობელს ახსნა-განმარტება მიეცა, გარკვეული დრო დაეხარჯა ამაზე, ბავშვი გაეფრთხილებინა რამდენად სახიფათოა ეს ყველაფერი, არაფერს ეუბნება და ისიც ბრმად იმეორებს იმას, რასაც დედ-მამა აკეთებს.

მეორე - მინიმალური უსაფრთხოების წესები მაინც უნდა დავიცვათ, თან, არა მგონია, ჩვენთან შემოტანილი ტექნიკა ხარისხით გამოირჩეოდეს და ზუსტად ისე, ანოტაციაში რომ წერია, მეცხრე წამზე ფეთქდებოდეს...

რაც უნდა დაბალი მუხტის მქონე ასაფეთქებელი საშუალება იყოს, მაინც საშიშია, რადგანაც შეიცავს დენთს. ამიტომ, გინდა საბრძოლო მოქმედებებისას აგიფეთქებია დენთის გარკვეული რაოდენობა და გინდაც - ახალ წელს, სახიფათოა. მაშხალას აწერია, რომ 30 მ-ის რადიუსში არავინ უნდა მიეკაროს მას, არც ადამიანი და არც ცხოველი. ასეთ მაშხალას შუა ოთახში რომ გაუშვებ, რითი ხარ დაცული?! უბრალო მოსახლეობა კი არა, აფეთქებისას ზოგჯერ, სპეციალისტებიც სცდებიან. თან ჩვენ შვედები, ნორვეგიელები, იაპონელები ხომ არ ვართ, ზუსტად ინსტრუქციას გავყვეთ და "ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპით ვიმოქმედოთ. ამასთან, ახალი წლის ღამეს ყველა ნასვამ მდგომარეობშია და ეიფორიაში. ისიც მესმის, რომ ეს გასროლა გარკვეულწილად ტრადიციასთან არის დაკავშირებული (თოფს ქართველი სიხარულის ჟამს ისროდა), მაგრამ, ტრადიცია, რომელიც ასეთ ზიანს გაყენებს, უკვე მავნე ჩვევაა. ამიტომ ჭამეთ ტრადიციული ჩურჩხელა და გოზინაყი და მოეშვით აფეთქებას. მე ამას ვურჩევ საზოგადოებას!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი