ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა - შსს გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა - შსს გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მართვის მოწმობის ე.წ 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

"გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ დროისთვის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტშია განსახილველად და განხილვები განახლდება საგაზაფხულო სესიაზე", - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2017 წელს რამდენიმე სიახლე აქვს დაგეგმილი. მათ შორის არის მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის გართულება და ასევე, მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, მართვის მოწმობებზე ყველაზე მაღალი ქულის ჩამოკლება მოხდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის ან ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის.

"საგზაო მოძრაობის მიმართულებით სიახლე იქნება ის, რომ მართვის მოწმობის გამოცდა შეიცვლება და გარკვეულწილად გართულდება, ანუ რეალურ დროში გადავა ქუჩაში. ამისთვის ჩვენ ჩავატარეთ მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. ქულების მინიჭებას კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მდიდარი და ღარიბი გათანაბრდეს და ჯარიმაში არ გამოიხატებოდეს სახელმწიფოს დამოკიდებულება კანონის დამრღვევთა მიმართ. ყველაზე მაღალი ქულის ჩამოკლება მოხდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის ან ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა რამდენიმე კვირის წინ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ 2015 წელს წარუდგინა. განხილვის პროცესი კომიტეტებში გაიმართა. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვდა, თუმცა მთელ რიგ საკითხზე აზრთა სხავადასხვაობის გამო პროცესი წინ აღარ წასულა.

ნინო დათაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი