პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარალიმპიელი მოფარიკავის სიყვარულის ისტორია: "ბევრს დღემდე ფილმის გმირები ვგონივართ..."
პარალიმპიელი მოფარიკავის სიყვარულის ისტორია: "ბევრს დღემდე ფილმის გმირები ვგონივართ..."

ირმა ხე­ცუ­რი­ან­მა 2016 წელს სა­უ­კე­თე­სო პა­რას­პორ­ტსმე­ნი ქა­ლის ჯილ­დო მი­ი­ღო და რო­გორც ამ­ბობს, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი ჰქონ­და.

"აქ­ტი­უ­რი წელი იყო, რად­გა­ნაც ოლიმ­პი­უ­რი გახ­ლდათ. წინა წლე­ბიც ნა­ყო­ფი­ე­რი გვქონ­და, სა­ლი­ცენ­ზიო და სა­რე­ი­ტინ­გო შე­ჯიბ­რებ­ში ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლე­ბი (მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, მსოფ­ლიო თასე­ბი). იმის­თვის, რომ ლი­ცენ­ზი­ის ქუ­ლე­ბი გაგ­ვე­ზარ­და, ბევ­რი გა­მარ­ჯვე­ბა, მე­და­ლი მო­ვი­პო­ვეთ," - აღ­ნიშ­ნავს ირმა და ახალ წელ­საც დიდი შე­მარ­თე­ბით ხვდე­ბა. "მო­რი­გი ოლიმ­პი­ა­დის­თვის სა­ლი­ცენ­ზიო ქუ­ლე­ბის ათ­ვლა 2018 წელს და­ი­წყე­ბა. ამი­ტომ, 2017 წე­სით, ცოტა პა­სი­უ­რი უნდა იყოს, თუმ­ცა გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ. უნდა ვი­ვარ­ჯი­შოთ, შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე, შეკ­რე­ბებ­ზეც უნდა წა­ვი­დეთ, რომ ფორ­მა­ში ვი­ყოთ".

- ამ სპორ­ტით რო­დის და რო­გორ და­ინ­ტე­რეს­დით?

- ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ: 13 წლის წინ, კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­მიდ­გინ­და, რო­მე­ლიც ზურ­გის ტვი­ნი­დან იყო აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი და სწრა­ფად მზარ­დი გახ­ლდათ. ოპე­რა­ცია დამ­ჭირ­და, შემ­დეგ კი ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე გავ­ხდი. მა­ნამ­დე სპორტთან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია. ეს ამ­ბა­ვი რომ და­მე­მარ­თა, სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, პირ­ველ კურსს ვამ­თავ­რებ­დი და კურ­სის და­ხურ­ვა ვერ მო­ვას­წა­რი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვის ახ­სოვ­და? სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ვერ­თე. ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში მხო­ლოდ იმის­თვის იყო სა­ჭი­რო, რომ ფეხ­ზე გა­მევ­ლო, თუმ­ცა ამ რე­ჟიმ­ში 8 წელი გა­ვა­ტა­რე, - მხო­ლოდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ვვარ­ჯი­შობ­დი. აქ­ტი­უ­რო­ბა ფე­ხე­ბი­სა და წე­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო... 2013 წელს კი სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი.

- სა­ი­დან?

- სა­ერ­თოდ, აფხა­ზე­თი­დან ვარ და ვცხოვ­რობ­დით ჯერ წყალ­ტუ­ბო­ში, შემ­დეგ - ქუ­თა­ის­ში. თბი­ლის­ში სამ­სა­ხუ­რის გამო წა­მო­ვე­დი, რომ საქ­მეც მე­კე­თე­ბი­ნა და მუ­შა­ო­ბა ოფის­მე­ნე­ჯე­რად, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში და­ვი­წყე. მო­მე­წო­ნა ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა, კო­ლექ­ტი­ვი, სა­დაც გა­მოც­დი­ლე­ბა, პრაქ­ტი­კა მი­ვი­ღე. მერე ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, - ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე­ე­ბის­თვის ფა­რი­კა­ო­ბა გან­ვი­თა­რე­ბას აპი­რებს და თუ სურ­ვი­ლი გაქვს, იქ­ნებ სცა­დოო. ვცა­დე, თუმ­ცა თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მალე ამ სპორ­ტს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და­ვუ­კავ­შირ­დი. არა­და, უკვე 27 წლის ვი­ყა­ვი და ვი­ცო­დი, რომ ამ ასაკ­ში ფა­რი­კა­ო­ბა­ში ას­პა­რე­ზო­ბის და­წყე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, - მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უარი არ მით­ქვამს. სი­ახ­ლე­ე­ბი ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა და ყვე­ლა­ფე­რი პირ­ვე­ლი­ვე ვარ­ჯიშ­ზე დამ­თავ­რდა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: გა­ი­ცა­ნით, მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ეტ­ლით მო­ფა­რი­კა­ვე ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ფა­რი­კა­ო­ბა ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და, "მო­ვი­წამ­ლე" და და­ვი­წყე ფიქ­რი იმა­ზე, რამ­დე­ნად დიდი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბო­და მქო­ნო­და. თა­ვი­დან ორი ადა­მი­ა­ნი, მე და ნი­კო­ლოზ ხა­ტი­აშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით. არა­ვი­თა­რი ინ­ვენ­ტა­რი არ გვქონ­და, სა­კუ­თა­რი მა­ნევ­რი­რე­ბა­დი ეტ­ლე­ბით ვფა­რი­კა­ობ­დით. 3 თვე­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ფა­რი­კაო ეტ­ლე­ბი ბი­ლი­კე­ბი­თურთ ჩა­მოგ­ვი­ვი­და და შე­ჯიბ­რე­ბა­ზე წას­ვლაც მოგ­ვიხ­და, სა­დაც ორი­ვემ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვი­ას­პა­რე­ზეთ. მერე იყო კა­ნა­და­ში პირ­ვე­ლი მე­და­ლი და ნელ-ნელა მედ­ლე­ბის სე­რი­აც და­ი­წყო. მივ­ყე­ვით და 2016 წლამ­დე მო­ვე­დით.

- 2016 წელს, გარ­და იმი­სა, რომ სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად და­გა­სა­ხე­ლეს, რო­გორც შე­ვი­ტყვე, ოჯა­ხიც შე­გიქ­მნი­ათ. გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ...

- 2016 წელს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა ის იყო, რომ პა­რა­ლიმ­პი­ა­და­ზე ლი­ცენ­ზია მო­ვი­პო­ვეთ, სა­დაც 5 პა­რას­პორ­ტსმე­ნი გა­ვემ­გზავ­რეთ. ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, პა­რა­ლიმ­პი­ა­დი­დან სპორ­ტსმენ­მა ოქრო ჩა­მო­ი­ტა­ნა (ძი­უ­დო­ის­ტი ზვი­ად გო­გო­ჭუ­რი), მე კი სა­უ­კე­თე­სო 8 სპორ­ტსმენ­ში აღ­მოვ­ჩნდი...

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას, მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ერთი წე­ლია, ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მოხ­და, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ჩვენ­თვის ეს არა­ვის და­უ­ძა­ლე­ბია. სა­ერ­თოდ კი, წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ეს ამ­ბა­ვი და­ი­წყო: ერთ-ერთ ტე­ლე­შო­უ­ში ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, თან, პა­ტა­რა სი­უ­ჟე­ტი მომ­ზად­და. გა­და­ცე­მა შემ­თხვე­ვით ჩემს მე­უღ­ლეს, გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას უნა­ხავს. ეთერ­ში რომ გა­ვი­და, მა­შინ საფ­რან­გეთ­ში შე­ჯიბ­რე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­წე­რა, - ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხარ, რაც 10 დღის შემ­დეგ ვნა­ხე და პა­სუ­ხი გა­ვე­ცი, დიდი მად­ლო­ბა-მეთ­ქი. იქე­დან რომ და­ი­წყო სმს-ების ცვე­ნა, ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ­დი, ეს ვერ არის-მეთ­ქი. მერე შევ­ხვდით კი­დეც, ალ­ბათ ორი­ვეს გვჭირ­დე­ბო­და ვი­ღაც გვერ­დით... თუმ­ცა იყო კა­მა­თი, მო­ფე­რე­ბა, გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა, ჩემ გა­რე­შე ფეხს არ­სად დგამ­და, სულ ჩემ­ზე იყო მო­ჯაჭ­ვუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რომ შე­ი­ტყო ჩვენს შე­სა­ხებ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ად­ვი­ლი თემა, თუმ­ცა მა­ინც მე­გო­ნა, რომ ამ კუ­თხით აღარ "ბნე­ლო­და", მაგ­რამ შევ­ცდი...

წა­ი­კი­თხეთ: "16 წლის ასაკ­ში მე­ცხრე სარ­თუ­ლი­დან გად­მოვ­ვარ­დი..." - ქარ­თვე­ლი პა­რა­ლიმ­პი­ე­ლი, რო­მე­ლიც ცურ­ვა­სა და ცეკ­ვა­ში ერ­თნა­ი­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლია

გვქონ­და ქორ­წი­ლი, ჯვა­რიც და­ვი­წე­რეთ, მაგ­რამ დღემ­დე ჩემი ქმა­რი გმი­რად ფას­დე­ბა, რად­გა­ნაც ეტლსმი­ჯაჭ­ვუ­ლი გოგო ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა! იმას იშ­ვი­ა­თად თუ ვინ­მე ამ­ბობს, რომ - რა კარ­გი წყვი­ლია. არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს და ყუ­რა­დღე­ბას არ ამახ­ვი­ლებს იმა­ზე, ვთქვათ, მე რა დო­ნე­ზე გა­მი­ჭირ­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. იქ­ნებ მე უფრო გა­მი­ჭირ­და?! თუმ­ცა, საგ­მი­რო არც ერთს არა­ფე­რი ჩაგ­ვი­დე­ნია. იყო გრძნო­ბა, გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თად ყოფ­ნით დაგ­ვეგ­ვირ­გვი­ნე­ბი­ნა. თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­საქ­მე­ლად ეს რთუ­ლი სა­კი­თხია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­ინც შორს არის ჩვე­ნი ამ­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად აღ­საქ­მე­ლად და დღემ­დე ბევ­რს ფილ­მის გმი­რე­ბი ვგო­ნი­ვართ. არა­და, ორი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვართ, რომ­ლებ­საც ჰქონ­და სა­კუ­თა­რი აზრი. გი­ორ­გის­თვის არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ ყო­ფი­ლა ეტლი, ჩემ­თვის მით უმე­ტეს, სა­კუ­თა­რი თავი ისე­თი მიყ­ვარს, რო­გო­რიც ვარ. თუ ვინ­მეს რა­ი­მე პრე­ტენ­ზია აქვს, შე­უძ­ლია ამ პრე­ტენ­ზი­ით მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იყოს.

ზო­გა­დად ოჯა­ხის შექ­მნა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და თუ თა­ვი­დან რა­ი­მე მა­ფერ­ხებ­და, მხო­ლოდ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე მოხ­და, რომ დღეს მშვე­ნივ­რად ვგრძნობთ თავს. თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­გორც გი­თხა­რით, ჩვენ შე­სა­ხებ ვკი­თხუ­ლობთ რა­ღაც ცუდ კო­მენ­ტა­რებს, მაგ­რამ დიდი მად­ლო­ბა მათ, ვინც გვგულ­შე­მატ­კივ­რობს და ჩვენ მი­მართ თბი­ლად არის გან­წყო­ბი­ლი...

- და ბო­ლოს ისევ ფა­რი­კა­ო­ბა... რა აქვს ფა­რი­კა­ო­ბას ისე­თი, რა­მაც ასე მი­გი­ზი­დათ?

- მას­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად არის თავ­მოყ­რი­ლი, ამას­თან, სა­ოც­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გო­ნე­ბა, სხარ­ტი აზ­როვ­ნე­ბა, ფი­ზი­კუ­რი ძალა სჭირ­დე­ბა. ინ­ტე­ლექ­ტი იმი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს და­ას­წრო და რა­ღაც მო­ა­ტყუო. ყვე­ლა­ფე­რი სის­წრა­ფე­ზეა ორი­ნე­ტი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა კუნ­თებს, ორ­გა­ნიზმს, სხე­ულს, რა თქმა უნდა, ამის­თვის ვარ­ჯი­ში გვი­წევს, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა, რომ ხელ­ში, თი­თებ­ში და მა­ჯა­ში ძალა გვქონ­დეს. ემო­ცი­უ­რად რა­ღაც­ნა­ი­რად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი სპორ­ტია. რაც ნაკ­ლებ ემო­ცი­ა­ში ხარ და ცივი გო­ნე­ბით ფა­რი­კა­ობ, ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სად გა­მო­დის. ამას­თან, სა­ნა­ხა­ობ­რი­ვად ლა­მა­ზია და ზედ­მე­ტად აზარ­ტუ­ლი, თუმ­ცა თუ თვი­თონ ვფა­რი­კა­ობ, ამას ვერ ვგრძნობ, მაგ­რამ როცა სხვის ას­პა­რე­ზო­ბას ვაკ­ვირ­დე­ბი, ზედ­მეტ გან­ცდებ­ში ვარ. მოკ­ლედ, ჩემი ფა­რი­კა­ო­ბი­სას ასე არ ვნერ­ვი­უ­ლობ, რო­გორც სხვის შე­ჯიბ­რე­ბა­ზე. ჯამ­ში კი, ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი რა­ტომ­ღაც ხე­ლოვ­ნე­ბას­თან არის ახ­ლოს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პარალიმპიელი მოფარიკავის სიყვარულის ისტორია: "ბევრს დღემდე ფილმის გმირები ვგონივართ..."

პარალიმპიელი მოფარიკავის სიყვარულის ისტორია: "ბევრს დღემდე ფილმის გმირები ვგონივართ..."

ირმა ხეცურიანმა 2016 წელს საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის ჯილდო მიიღო და როგორც ამბობს, საკმაოდ წარმატებული წელი ჰქონდა.

"აქტიური წელი იყო, რადგანაც ოლიმპიური გახლდათ. წინა წლებიც ნაყოფიერი გვქონდა, სალიცენზიო და სარეიტინგო შეჯიბრებში ვიყავით ჩართულები (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო თასები). იმისთვის, რომ ლიცენზიის ქულები გაგვეზარდა, ბევრი გამარჯვება, მედალი მოვიპოვეთ," - აღნიშნავს ირმა და ახალ წელსაც დიდი შემართებით ხვდება. "მორიგი ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულების ათვლა 2018 წელს დაიწყება. ამიტომ, 2017 წესით, ცოტა პასიური უნდა იყოს, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ. უნდა ვივარჯიშოთ, შეჯიბრებებზე, შეკრებებზეც უნდა წავიდეთ, რომ ფორმაში ვიყოთ''.

- ამ სპორტით როდის და როგორ დაინტერესდით?

- ცოტა შორიდან დავიწყებ: 13 წლის წინ, კეთილთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა, რომელიც ზურგის ტვინიდან იყო აღმოცენებული და სწრაფად მზარდი გახლდათ. ოპერაცია დამჭირდა, შემდეგ კი ეტლით მოსარგებლე გავხდი. მანამდე სპორტთან არანაირი შეხება არ მქონია. ეს ამბავი რომ დამემართა, სტუდენტი ვიყავი, პირველ კურსს ვამთავრებდი და კურსის დახურვა ვერ მოვასწარი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, უნივერსიტეტი ვის ახსოვდა? სხვა მიმართულებით გადავერთე. ფიზიკური ვარჯიში მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, რომ ფეხზე გამევლო, თუმცა ამ რეჟიმში 8 წელი გავატარე, - მხოლოდ რეაბილიტაციისთვის ვვარჯიშობდი. აქტიურობა ფეხებისა და წელისთვის აუცილებელი იყო... 2013 წელს კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი.

- საიდან?

- საერთოდ, აფხაზეთიდან ვარ და ვცხოვრობდით ჯერ წყალტუბოში, შემდეგ - ქუთაისში. თბილისში სამსახურის გამო წამოვედი, რომ საქმეც მეკეთებინა და მუშაობა ოფისმენეჯერად, საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტში დავიწყე. მომეწონა ჩემი საქმიანობა, კოლექტივი, სადაც გამოცდილება, პრაქტიკა მივიღე. მერე ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, - ეტლით მოსარგებლეებისთვის ფარიკაობა განვითარებას აპირებს და თუ სურვილი გაქვს, იქნებ სცადოო. ვცადე, თუმცა თავიდან მეგონა, რომ მოყვარულის დონეზე იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ მალე ამ სპორტს პროფესიონალურად დავუკავშირდი. არადა, უკვე 27 წლის ვიყავი და ვიცოდი, რომ ამ ასაკში ფარიკაობაში ასპარეზობის დაწყება დაგვიანებული იყო, - მიუხედავად ამისა, უარი არ მითქვამს. სიახლეები ყოველთვის საინტერესოა და  ყველაფერი პირველივე ვარჯიშზე დამთავრდა.

ასევე წაიკითხეთ: გაიცანით, მსოფლიოს თასის გამარჯვებული ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი

- რას გულისხმობთ?

- ფარიკაობა ძალიან შემიყვარდა, "მოვიწამლე" და დავიწყე ფიქრი იმაზე, რამდენად დიდი შედეგი შეიძლებოდა მქონოდა. თავიდან ორი ადამიანი, მე და ნიკოლოზ ხატიაშვილი ვიყავით. არავითარი ინვენტარი არ გვქონდა, საკუთარი მანევრირებადი ეტლებით ვფარიკაობდით. 3 თვეში სპეციალური საფარიკაო ეტლები ბილიკებითურთ ჩამოგვივიდა და შეჯიბრებაზე წასვლაც მოგვიხდა, სადაც ორივემ წარმატებულად ვიასპარეზეთ. მერე იყო კანადაში პირველი მედალი და ნელ-ნელა მედლების სერიაც დაიწყო. მივყევით და 2016 წლამდე მოვედით.

- 2016 წელს, გარდა იმისა, რომ საუკეთესო სპორტსმენად დაგასახელეს, როგორც შევიტყვე, ოჯახიც შეგიქმნიათ. გვიამბეთ თქვენი სიყვარულის შესახებ...

- 2016 წელს ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება ის იყო, რომ პარალიმპიადაზე ლიცენზია მოვიპოვეთ, სადაც 5 პარასპორტსმენი გავემგზავრეთ. ისტორიაში პირველად, პარალიმპიადიდან სპორტსმენმა ოქრო ჩამოიტანა (ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური), მე კი საუკეთესო 8 სპორტსმენში აღმოვჩნდი...

რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მე და ჩემმა მეუღლემ, ერთი წელია, ოჯახი შევქმენით. ყველაფერი თავისთავად, ჩვეულებრივად მოხდა, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენთვის ეს არავის დაუძალებია. საერთოდ კი, წელიწადზე მეტია, რაც ეს ამბავი დაიწყო: ერთ-ერთ ტელეშოუში ვიყავი მიწვეული, თან, პატარა სიუჟეტი მომზადდა. გადაცემა შემთხვევით ჩემს მეუღლეს, გიორგი დანელიას უნახავს. ეთერში რომ გავიდა, მაშინ საფრანგეთში შეჯიბრებაზე ვიყავი. სოციალურ ქსელში მომწერა, - ძალიან ლამაზი ხარ, რაც 10 დღის შემდეგ ვნახე და პასუხი გავეცი, დიდი მადლობა-მეთქი. იქედან რომ დაიწყო სმს-ების ცვენა, ზოგჯერ ვფიქრობდი, ეს ვერ არის-მეთქი. მერე შევხვდით კიდეც, ალბათ ორივეს გვჭირდებოდა ვიღაც გვერდით... თუმცა იყო კამათი, მოფერება, გრძნობების გამოხატვა, ჩემ გარეშე ფეხს არსად დგამდა, სულ ჩემზე იყო მოჯაჭვული. საზოგადოებამ რომ შეიტყო ჩვენს შესახებ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არ არის ადვილი თემა, თუმცა მაინც მეგონა, რომ ამ კუთხით აღარ "ბნელოდა", მაგრამ შევცდი...

წაიკითხეთ: "16 წლის ასაკში მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი..." - ქართველი პარალიმპიელი, რომელიც ცურვასა და ცეკვაში ერთნაირად წარმატებულია

გვქონდა ქორწილი, ჯვარიც დავიწერეთ, მაგრამ დღემდე ჩემი ქმარი გმირად ფასდება, რადგანაც ეტლსმიჯაჭვული გოგო ცოლად მოიყვანა! იმას იშვიათად თუ ვინმე ამბობს, რომ - რა კარგი წყვილია. არავინ ითვალისწინებს და ყურადღებას არ ამახვილებს იმაზე, ვთქვათ, მე რა დონეზე გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. იქნებ მე უფრო გამიჭირდა?! თუმცა, საგმირო არც ერთს არაფერი ჩაგვიდენია. იყო გრძნობა, გვიყვარდა ერთმანეთი და საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ ურთიერთობა ერთად ყოფნით დაგვეგვირგვინებინა. თუმცა ვიმეორებ, საქართველოში აღსაქმელად ეს რთული საკითხია და საზოგადოება მაინც შორს არის ჩვენი ამბის ადეკვატურად აღსაქმელად და დღემდე ბევრს ფილმის გმირები ვგონივართ. არადა, ორი ჩვეულებრივი ადამიანი ვართ, რომლებსაც ჰქონდა საკუთარი აზრი. გიორგისთვის არანაირი შეფერხება არ ყოფილა ეტლი, ჩემთვის მით უმეტეს, საკუთარი თავი ისეთი მიყვარს, როგორიც ვარ. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლია ამ პრეტენზიით მთელი ცხოვრება იყოს.

ზოგადად ოჯახის შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა და თუ თავიდან რაიმე მაფერხებდა, მხოლოდ ეს პასუხისმგებლობა. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ დღეს მშვენივრად ვგრძნობთ თავს. თუმცა, სოციალურ ქსელში, როგორც გითხარით, ჩვენ შესახებ ვკითხულობთ რაღაც ცუდ კომენტარებს, მაგრამ დიდი მადლობა მათ, ვინც გვგულშემატკივრობს და ჩვენ მიმართ თბილად არის განწყობილი...

- და ბოლოს ისევ ფარიკაობა... რა აქვს ფარიკაობას ისეთი, რამაც ასე მიგიზიდათ?

- მასში ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი, ამასთან, საოცრად განვითარებული გონება, სხარტი აზროვნება, ფიზიკური ძალა სჭირდება. ინტელექტი იმიტომ არის აუცილებელი, რომ მოწინააღმდეგეს დაასწრო და რაღაც მოატყუო. ყველაფერი სისწრაფეზეა ორინეტირებული. რაც შეეხება კუნთებს, ორგანიზმს, სხეულს, რა თქმა უნდა, ამისთვის ვარჯიში გვიწევს, ფიზიკური მომზადება, რომ ხელში, თითებში და მაჯაში ძალა გვქონდეს. ემოციურად რაღაცნაირად გაწონასწორებული და დახვეწილი სპორტია. რაც ნაკლებ ემოციაში ხარ და ცივი გონებით ფარიკაობ, ყველაფერი უკეთესად გამოდის. ამასთან, სანახაობრივად ლამაზია და ზედმეტად აზარტული, თუმცა თუ თვითონ ვფარიკაობ, ამას ვერ ვგრძნობ, მაგრამ როცა სხვის ასპარეზობას ვაკვირდები, ზედმეტ განცდებში ვარ. მოკლედ, ჩემი ფარიკაობისას ასე არ ვნერვიულობ, როგორც სხვის შეჯიბრებაზე. ჯამში კი, ჩემთვის ყველაფერი რატომღაც ხელოვნებასთან არის ახლოს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი