პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე, მისი ბიჭი დაიბადა..." - ყველაზე ცნობილი რაჭველი დღეს დაკრძალეს
"დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე, მისი ბიჭი დაიბადა..." - ყველაზე ცნობილი რაჭველი დღეს დაკრძალეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავ­მა შეძ­რა. ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რაჭ­ვე­ლი, "ტაში, ბიჭო, გი­ორ­გუ­ნას" და ცეკ­ვა "რა­ჭუ­ლის" ავ­ტო­რი და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძე ამ­ბრო­ლა­ურ­ში, კონ­ცერ­ტის დროს, სცე­ნა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­გობ­რებ­მა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რაჭ­ვე­ლი უკა­ნას­კნელ გზა­ზე დღეს, 3 იან­ვარს გა­ა­ცი­ლეს. სწო­რედ დღეს, სხირტლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ახა­ლი სი­ცო­ცხლე და­ი­ბა­და - ქვე­ყა­ნას მო­ევ­ლი­ნა მისი პირ­ვე­ლი ვაჟი... ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძის მე­გობ­რე­ბი წე­რენ:

"მთელ­მა რა­ჭამ და სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­ტი­რა დათო სხირტლა­ძე, ის არ მომ­კვდა­რა, ასე­თი სიკ­ვდი­ლი რჩე­უ­ლე­ბის ხვედ­რია. ნა­თე­ლი შენს სულს ჩვე­ნო და­თუ­ნი­კა... და სას­წა­უ­ლი დათო, ამ დროს შენი შვი­ლი მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, უფალ­მა ბედ­ნი­ე­რი გა­ზარ­დოს..." - წერს ნანა ჩა­ლი­ძე.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი: და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძე სცე­ნა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა - "ტაში ბოშო გი­ორ­გუ­ნას" უც­ნო­ბი ის­ტო­რია და სახ­ლი, სა­დაც რა­ჭუ­ლი ცეკ­ვა და­ი­ბა­და

"დღეს, და­ვით გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში, ბა­ტო­ნი და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძის ვაჟი და­ი­ბა­და. ბა­ტონ და­თუ­ნი­კას უკა­ნას­კნელ გზა­ზე მი­ა­ცი­ლებს თა­ვი­სი გენი. თქვე­ნი ოც­ნე­ბა ახდა ბა­ტო­ნო და­თუ­ნი­კა - სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვალ­ჟა­მი­ერ იხა­რებს თქვე­ნი ჯიში და გენი...." - წერს ნინო ქან­თა­რია.

"ამ­დე­ნი მწუ­ხა­რე­ბის შემ­დეგ ერთი კარ­გი ამ­ბა­ვი მოხ­და - და­თუ­ნი­კას გა­მოს­ვე­ნე­ბამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე მისი ბიჭი და­ი­ბა­და. 60 წლის ხდე­ბო­და და­თუ­ნი­კა და ეს პირ­ვე­ლი შვი­ლია. ასე ელო­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შვილს და ბავ­შვი მი­სი­ვე დაკ­რძალ­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე და­ი­ბა­და", - წერს ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლის "ლა­შა­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი.

ახალ­შო­ბილს და­ვით-თევ­დო­რე და­არ­ქვეს.

და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძე რა­ჭა­ში, ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ონ­ში, ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა რე­ჟი­სო­რი, დრა­მა­ტურ­გი და პო­ე­ტი გახ­ლდათ. და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძე ჯგუფ "ში­ნის" და "ეგა­რის" წევ­რი იყო.

Most famous Rachan: Choreographer and musician Datunika Skhirtladze dies

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე, მისი ბიჭი დაიბადა..." - ყველაზე ცნობილი რაჭველი დღეს დაკრძალეს

"დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე, მისი ბიჭი დაიბადა..." - ყველაზე ცნობილი რაჭველი დღეს დაკრძალეს

რამდენიმე დღის წინ, ქართული ფოლკლორის გულშემატკივრები დათუნიკა სხირტლაძის გარდაცვალების ამბავმა შეძრა. ყველაზე ცნობილი რაჭველი, "ტაში, ბიჭო, გიორგუნას" და ცეკვა "რაჭულის" ავტორი დათუნიკა სხირტლაძე ამბროლაურში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა.

მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა ყველაზე ცნობილი რაჭველი უკანასკნელ გზაზე დღეს, 3 იანვარს გააცილეს. სწორედ დღეს, სხირტლაძეების ოჯახში ახალი სიცოცხლე დაიბადა - ქვეყანას მოევლინა მისი პირველი ვაჟი... ამის შესახებ სოციალურ ქსელში დათუნიკა სხირტლაძის მეგობრები წერენ:

"მთელმა რაჭამ და საქართველომ დაიტირა დათო სხირტლაძე, ის არ მომკვდარა, ასეთი სიკვდილი რჩეულების ხვედრია. ნათელი შენს სულს ჩვენო დათუნიკა... და სასწაული დათო, ამ დროს შენი შვილი მოევლინა ქვეყანას, უფალმა ბედნიერი გაზარდოს..." - წერს ნანა ჩალიძე.

იხილეთ სიუჟეტი: დათუნიკა სხირტლაძე სცენაზე გარდაიცვალა - "ტაში ბოშო გიორგუნას" უცნობი ისტორია და სახლი, სადაც რაჭული ცეკვა დაიბადა

"დღეს, დავით გაგუას კლინიკაში, ბატონი დათუნიკა სხირტლაძის ვაჟი დაიბადა. ბატონ დათუნიკას უკანასკნელ გზაზე მიაცილებს თავისი გენი. თქვენი ოცნება ახდა ბატონო დათუნიკა - საქართველოში მრავალჟამიერ იხარებს თქვენი ჯიში და გენი...." - წერს ნინო ქანთარია.

"ამდენი მწუხარების შემდეგ ერთი კარგი ამბავი მოხდა - დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე მისი ბიჭი დაიბადა. 60 წლის ხდებოდა დათუნიკა და ეს პირველი შვილია. ასე ელოდა მთელი ცხოვრება შვილს და ბავშვი მისივე დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადა", - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ფოლკლორული ანსამბლის "ლაშარის" ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი.

ახალშობილს დავით-თევდორე დაარქვეს.

დათუნიკა სხირტლაძე რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ხელოვანების ოჯახში დაიბადა. მამა რეჟისორი, დრამატურგი და პოეტი გახლდათ. დათუნიკა სხირტლაძე ჯგუფ "შინის" და "ეგარის" წევრი იყო.

Most famous Rachan: Choreographer and musician Datunika Skhirtladze dies

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი