პარტნიორები:

    როგორი ამინდი იქნება საქართველოში 7 იანვრის ჩათვლით

    როგორი ამინდი იქნება საქართველოში 7 იანვრის ჩათვლით

    7 იანვრის ჩათვლით საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ხვალ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მცირე თოვლია მოსალოდნელი, დაბლობში კი უნალექო ამინდი იქნება.

    ხვალ, დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-10 გრადუსი; მთაში -2;+3; მაღალმთაში -5; 0 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 6-11 გრადუსი; მთაში -2;+3; მაღალმთაში -1;-6 გრადუსია მოსალოდნელი.

    უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც, ჰაერი კი 9 გრადუსამდე გათბება.

    5 იანვარს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს და 10-15 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 5-10 გრადუსი იქნება.

    თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ღამით -3 გრადუსი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება.

    6 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს, მაღალმთაში კი მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-19 გრადუსი, ღამით +2;+7 გრადუსია მოსალოდნელი.

    7 იანვარსაც დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერი 13-15 გრადუსამდე გათბება.

    8 იანვრის შემდეგ საქართველოში ამინდი შესაძლოა შეიცვალოს.

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

    8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი