სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომენტარი მარგველაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ უსუფაშვილის განცხადებაზე
პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომენტარი მარგველაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ უსუფაშვილის განცხადებაზე

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ზე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, პრე­ზი­დენ­ტი სი­ტყვა "ვი­ღა­ცა­ში" და­ვით უსუ­ფაშ­ვილს არ გუ­ლის­ხმობ­და.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის ვა­და­ზე ადრე გა­დად­გო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბა­ზე დღეს მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, "ვი­ღა­ცის კო­მენ­ტარ­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თებს".

"ჯერ ერთი, სა­კი­თხა­ვია, რამ­დე­ნად არის გან­სა­ხილ­ვე­ლი ეს სა­კი­თხი და მე­ო­რე, თუ კონ­კრე­ტუ­ლად გა­ინ­ტე­რე­სებთ, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არ მაქვს კო­მენ­ტა­რი... გინ­დათ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თოს კო­მენ­ტა­რი ვი­ღა­ცის კო­მენ­ტარ­ზე?.. არას­წო­რად მის­ვამთ კი­თხვას. მე კო­მენ­ტარს ვი­ღა­ცის კო­მენ­ტარ­ზე არ გა­ვა­კე­თებ. არ მაქვს კო­მენ­ტა­რი, არ არის გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი. არ მინ­და კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა თე­მა­ზე, რო­მე­ლიც არ არის სა­კო­მენ­ტა­რო",- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე და "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ყო­ფი­ლი ლი­დე­რი და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვა­დამ­დე გა­დად­გო­მას პროგ­ნო­ზი­რებს.

რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, თუკი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პრე­ზი­დენ­ტის არა­პირ­და­პი­რი არ­ჩე­ვის წე­სის შე­მო­ღე­ბას გა­და­წყვეტს, შე­საძ­ლოა პრე­ზი­დენ­ტმა ქარ­თველ ხალ­ხს მი­მარ­თოს: "ოც­ნე­ბა" პრე­ზი­დენ­ტის პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბას გარ­თმევთ, მე უძ­ლუ­რი ვარ ამ ცვლი­ლე­ბებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წიო, თუმ­ცა გა­დავ­დგე­ბი და სა­ნამ ცვლი­ლე­ბე­ბი ძა­ლა­ში შე­სუ­ლა, გაძ­ლევთ შანსს, პრე­ზი­დენ­ტი კი­დევ ერთხელ აირ­ჩი­ოთ და კი­დევ ხუთი წელი - 2022 წლამ­დე გყავ­დეთ თქვენს მიერ არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი".

უსუ­ფაშ­ვი­ლის აზ­რით, ეს შე­იძ­ლე­ბა ივ­ნის­ში მოხ­დეს, როცა სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს გან­სა­ზღვრავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომენტარი მარგველაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ უსუფაშვილის განცხადებაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომენტარი მარგველაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ უსუფაშვილის განცხადებაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის პირველი პირის, გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარზე განმარტებას აკეთებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, პრეზიდენტი სიტყვა „ვიღაცაში“ დავით უსუფაშვილს არ გულისხმობდა.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომის შესაძლებლობის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებაზე დღეს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ვიღაცის კომენტარზე კომენტარს არ გააკეთებს“.

"ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი ეს საკითხი და მეორე, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი... გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?.. არასწორად მისვამთ კითხვას. მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ. არ მაქვს კომენტარი, არ არის განსახილველი საკითხი. არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო",- განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას პროგნოზირებს.

როგორც უსუფაშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს: ”ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას გართმევთ, მე უძლური ვარ ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილებები ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიოთ და კიდევ ხუთი წელი - 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი”.

უსუფაშვილის აზრით, ეს შეიძლება ივნისში მოხდეს, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."