Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში "სანტა კლაუსმა" მაღაზიიდან 40 000 ლარი გაიტაცა
ბათუმში "სანტა კლაუსმა" მაღაზიიდან 40 000 ლარი გაიტაცა

ბა­თუმ­ში, ახა­ლი წლის ღა­მეს, სან­ტა კლა­უ­სის ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბილ­მა მა­მა­კაც­მა მა­ღა­ზია და­ა­ყა­ჩა­ღა. ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე თურ­ქულ სუ­პერ­მარ­კეტ "იალ­ჩინ­ში" კარ­ზე მა­მა­კაც­მა ღა­მის 00:00 სა­ათ­ზე, იმ დროს და­ა­კა­კუ­ნა, როცა ახა­ლი წლის დად­გო­მას ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბით აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

რო­გორც AMBEBI.GE-ს მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რებ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, სან­ტა კლა­უ­სის ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა მა­მა­კაც­მა სუ­პერ­მარ­კე­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს უთხრა, რომ ახა­ლი წლის მი­სა­ლო­ცად მი­ვი­და, კა­რის გა­ღე­ბის შემ­დეგ კი, მან ია­რა­ღის მუ­ქა­რით ფული მო­ი­თხო­ვა.

"რო­გორც კი ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბით ახა­ლი წლის დად­გო­მის აღ­ნიშ­ვნა და­ი­წყო, კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა სან­ტას ფორ­მი­ან­მა ახალ­გაზ­რდა კაც­მა. ახალ წელს გი­ლო­ცავ­თო, გა­უ­ღეს კარი, შე­ვი­და მა­ღა­ზი­ა­ში, ჯერ ახა­ლი წელი მი­უ­ლო­ცა თა­ნამ­შრომ­ლებს, მერე კი ია­რა­ღი ამო­ი­ღო, ფულს თუ არ მომ­ცემთ გეს­ვრი­თო. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნენ, სა­ლა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი 40 ათას ლა­რამ­დე თან­ხა მის­ცეს", - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე აღიძ­რა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 179-ე მუხ­ლით, რაც ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს. შსს-ს ცნო­ბით, და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პირი ჯერ და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

ბათუმში "სანტა კლაუსმა" მაღაზიიდან 40 000 ლარი გაიტაცა

ბათუმში "სანტა კლაუსმა" მაღაზიიდან 40 000 ლარი გაიტაცა

ბათუმში, ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა. ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე თურქულ სუპერმარკეტ "იალჩინში" კარზე მამაკაცმა ღამის 00:00 საათზე, იმ დროს დააკაკუნა, როცა ახალი წლის დადგომას ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.

როგორც AMBEBI.GE-ს მაღაზიის მიმდებარედ მცხოვრებლებმა განუცხადეს, სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა სუპერმარკეტის თანამშრომლებს უთხრა, რომ ახალი წლის მისალოცად მივიდა, კარის გაღების შემდეგ კი, მან იარაღის მუქარით ფული მოითხოვა.

"როგორც კი ფოიერვერკებით ახალი წლის დადგომის აღნიშვნა დაიწყო, კარზე დააკაკუნა სანტას ფორმიანმა ახალგაზრდა კაცმა. ახალ წელს გილოცავთო, გაუღეს კარი, შევიდა მაღაზიაში, ჯერ ახალი წელი მიულოცა თანამშრომლებს, მერე კი იარაღი ამოიღო, ფულს თუ არ მომცემთ გესვრითო. თანამშრომლები პანიკაში ჩავარდნენ, სალაროში არსებული 40 ათას ლარამდე თანხა მისცეს", - აცხადებენ ადგილობრივები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა "სისხლის სამართლის კოდექსის" 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ჯერ დაკავებული არ არის.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ