პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2016 წლის ყველა სიკეთე ერთ პოსტში - წაიკითხეთ, რა ქნა ხალხის ქველმოქმედებამ
2016 წლის ყველა სიკეთე ერთ პოსტში - წაიკითხეთ, რა ქნა ხალხის ქველმოქმედებამ

აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც 2016 წელს ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო ჩარ­თო ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში, წლის სი­კე­თე­ებს ვრცელ პოს­ტში აჯა­მებს. სცე­ნა­რის­ტმა თავ­და­პირ­ვე­ლად ღა­მის თბი­ლის­ში ტაქ­სის­ტო­ბა და­ი­წყო, რომ შეგ­რო­ვი­ლი თან­ხით გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის საჭ­მე­ლი ეყი­და. მისი მონ­დო­მე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას­შტა­ბურ საქ­ველ­მოქ­მე­დო მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რომ­ლის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი თა­ვად აკა და ქველ­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. 2016 წლის შე­დე­გე­ბი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

"2016 - წელი, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა!! ამ წელ­ში ცო­ტას კი არა ასო­ბით ადა­მი­ანს ვა­ჩუ­ქეთ თა­ვი­სი წილი ბედ­ნი­ე­რე­ბა. ამო­ნა­წე­რი რომ ავი­ღე ბან­კი­დან, აი სული შე­მი­გუბ­და, ვერც წარ­მო­ვიდ­გი­ნე რომ ამ­დე­ნი ფული ასე უბ­რა­ლოდ მან­დეთ და ეჭ­ვიც არ შე­გი­ტა­ნი­ათ ჩემ­ში და უამ­რა­ვი მად­ლო­ბა ❤ ჩემი პი­რა­დი თან­ხე­ბის გარ­და, გა­სულ წელ­ში, სულ ჩემს ან­გა­რიშ­ზე ჩა­ი­რი­ცხა 92870 ლარი.

ამ ფუ­ლით გა­ვა­კე­თეთ 14 ოპე­რა­ცია, მათ შო­რის 8 სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნეთ, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფული გა­და­ვუ­ხა­დეთ 8 ადა­მი­ანს და ამ წელ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ივ­ლის ყვე­ლა! გა­და­ვი­ხა­დეთ 32 ბი­ნის ქირა და ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი არ დავ­ტო­ვეთ ქუ­ჩა­ში, გა­დავ­ხუ­რეთ და გა­ვა­რე­მონ­ტეთ 5 სახ­ლი, და­ვა­რი­გეთ 50 000-მდე პური, 12 ტო­ნა­ზე მეტი სხვა­დას­ხვა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი, შე­ვაგ­რო­ვეთ და რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­ვი­ტა­ნეთ 21 ტონა ტან­საც­მე­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 50000 ადა­მი­ანს ჩა­ვაც­ვით.შე­ვაგ­რო­ვეთ და ვი­ყი­დეთ სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი და ინ­ვენ­ტა­რი, სულ თა­ვი­დან ცხოვ­რე­ბა და­ვა­წყე­ბი­ნეთ 14 ადა­მი­ანს, სამ­სა­ხუ­რი ვუ­შო­ვეთ 8-ს. შემ­წე­ო­ბა გა­ვუ­წი­ეთ 30 მარ­ტო­ხე­ლა მშო­ბელს, ავე­ჯით და ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თით ავავ­სეთ 7 ცა­რი­ე­ლი სახ­ლი,ვუ­ყი­დეთ ადა­მი­ა­ნებს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, 10 შშმ პი­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ეტლი, გა­და­ვი­ხა­დეთ 34 გა­თი­შუ­ლი დე­ნის და ჩაჭ­რი­ლი გა­ზის გა­და­სა­ხა­დი. 6 ადა­მი­ა­ნი აღარ იმა­თხოვ­რებს ქუ­ჩა­ში, 3 ადა­მი­ა­ნი აღარ იდ­გე­ბა პა­ნელ­ზე და აქვს ნამ­დვი­ლი სამ­სა­ხუ­რი.

შე­ვა­ჩე­რეთ 30ზე მეტი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა, შე­ვა­რი­გეთ ცოლ­ქმა­რი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და რძალ-დე­დამ­თი­ლიც კი. ამის გარ­და, ასო­ბით ადა­მი­ანს და­ვუბ­რუ­ნეთ და გა­ვუ­ჩი­ნეთ სი­კე­თის კე­თე­ბის გრძნო­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბის ცრემ­ლე­ბით ვა­ტი­რეთ და და­ვუბ­რუ­ნეთ იმე­დი რომ სი­კე­თე მარ­თლა არ­სე­ბობს. ქუ­ჩებ­ში ვი­პო­ვეთ და ვუმ­კურ­ნა­ლეთ 14 ადა­მი­ანს, სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ 50ზე მეტი. მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი მგო­ნია რომ და­ვა­ჯა­რი­მეთ და დავ­ხუ­რეთ ორას­ზე მეტი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი აბე­ბით უკა­ნო­ნოდ მო­ვაჭ­რე აფ­თი­ა­ქი, რომ­ლე­ბის ნა­მუს­ზეა ბევ­რი არას­რულ­წლო­ვა­ნის სი­ცო­ცხლე. ახ­ლაც პე­რი­ო­დუ­ლად ვა­მოწ­მებთ. ვი­ტაქ­სა­ვეთ 78 ღამე, ვი­ყა­ვით სულ ყვე­ლა რე­გი­ონ­ში,სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნით გა­ვი­ა­რეთ 82000 კი­ლო­მეტ­რი, მეტი მან­ქა­ნა აღარ გვყავს, ორი­ვე გა­ვა­ფუ­ჭეთ სექ­ტემ­ბერ­ში თო­რემ მეტს გა­ვივ­ლი­დით. ერთხელ, ორ დღე­ში ვი­ყა­ვით ბა­თუმ­ში, ლა­გო­დეხ­ში, წალ­კა­ში და სა­მეგ­რე­ლო­ში. ჩემ­თან ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, ჩემს და­ნახ­ვა­ზე იღი­მე­ბი­ან,მე­ხუ­ტე­ბი­ან და ტი­რი­ან.

და­ვი­კე­ლი 12 კგ, გა­ვი­ცა­ნი და შე­ვი­ძი­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მეყ­ვა­რე­ბა. ორ­ჯერ გა­მი­ხეთ­ქეს თავი, ენა მებ­მის და არ შე­გე­შინ­დეთ ვი­საც დიდი ხა­ნია არ გი­ნა­ხი­ვართ, სა­მა­გი­ე­როდ მაქვს ასო­ბით ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა, რაც არა­ფერ­ში არ გავცვა­ლე და არც არა­ფერ­ში გავცვლი ❤ გუ­შინ პრე­ზი­დენ­ტმა დაგ­ვი­ბა­რა მე ლე­ვან დე­ვა­ძე, ლე­ვან გო­გი­ნაშ­ვი­ლი და მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­და პი­რა­დად. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად გა­ვა­კე­თეთ და ყვე­ლას ვაჩ­ვე­ნეთ რომ #სი­კე­თე­გა­დამ­დე­ბია და თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია #ჩვენ­თვი­თონ­მივ­ხე­დო­თერ­თმა­ნეთს. ცოტა არე­უ­ლად დავ­წე­რე და ბევ­რი რამე გა­მომ­რჩა და ბო­დიშს ვიხ­დი.

ახა­ლი წელი იწყე­ბა, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და ახა­ლი იმე­დე­ბით ❤ გი­ლო­ცავთ ახალ 2017 წელს და გი­სურ­ვებთ ყო­ველ დღე თითო ბედ­ნი­ე­რე­ბას ❤ მად­ლო­ბა თქვენ სა­თი­თა­ოდ ყვე­ლას, დიდი მად­ლო­ბა" - წერს აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი ვრცელ პოს­ტში.

წა­ი­კი­თხეთ წლის ყვე­ლა ქველ­მოქ­მე­დე­ბის ამ­ბე­ბი აქ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

2016 წლის ყველა სიკეთე ერთ პოსტში - წაიკითხეთ, რა ქნა ხალხის ქველმოქმედებამ

2016 წლის ყველა სიკეთე ერთ პოსტში - წაიკითხეთ, რა ქნა ხალხის ქველმოქმედებამ

აკა სინჯიკაშვილი, რომელმაც 2016 წელს ლამის ნახევარი საქართველო ჩართო ქველმოქმედებაში, წლის სიკეთეებს ვრცელ პოსტში აჯამებს. სცენარისტმა თავდაპირველად ღამის თბილისში ტაქსისტობა დაიწყო, რომ შეგროვილი თანხით გაჭირვებულებისათვის საჭმელი ეყიდა. მისი მონდომება მოგვიანებით, მასშტაბურ საქველმოქმედო მოღვაწეობაში გადაიზარდა, რომლის მთავარი შემოქმედი თავად აკა და ქველმოქმედი ადამიანები იყვნენ. 2016 წლის შედეგები კი ასე გამოიყურება:

"2016 - წელი, რომელიც არასდროს დამავიწყდება!! ამ წელში ცოტას კი არა ასობით ადამიანს ვაჩუქეთ თავისი წილი ბედნიერება. ამონაწერი რომ ავიღე ბანკიდან, აი სული შემიგუბდა, ვერც წარმოვიდგინე რომ ამდენი ფული ასე უბრალოდ მანდეთ და ეჭვიც არ შეგიტანიათ ჩემში და უამრავი მადლობა ❤ ჩემი პირადი თანხების გარდა, გასულ წელში, სულ ჩემს ანგარიშზე ჩაირიცხა 92870 ლარი.

ამ ფულით გავაკეთეთ 14 ოპერაცია, მათ შორის 8 სიცოცხლე გადავარჩინეთ, რეაბილიტაციის ფული გადავუხადეთ 8 ადამიანს და ამ წელში აუცილებლად გაივლის ყველა! გადავიხადეთ 32 ბინის ქირა და ბავშვები და მოხუცები არ დავტოვეთ ქუჩაში, გადავხურეთ და გავარემონტეთ 5 სახლი, დავარიგეთ 50 000-მდე პური, 12 ტონაზე მეტი სხვადასხვა საკვები პროდუქტი, შევაგროვეთ და რეგიონებში ჩავიტანეთ 21 ტონა ტანსაცმელი და დაახლოებით 50000 ადამიანს ჩავაცვით.შევაგროვეთ და ვიყიდეთ საოჯახო ნივთები და ინვენტარი, სულ თავიდან ცხოვრება დავაწყებინეთ 14 ადამიანს, სამსახური ვუშოვეთ 8-ს. შემწეობა გავუწიეთ 30 მარტოხელა მშობელს, ავეჯით და ყველა საჭირო ნივთით ავავსეთ 7 ცარიელი სახლი,ვუყიდეთ ადამიანებს შინაური ცხოველები და ფრინველები, მიწის ნაკვეთები, 10 შშმ პირისთვის განკუთვნილი ეტლი, გადავიხადეთ 34 გათიშული დენის და ჩაჭრილი გაზის გადასახადი. 6 ადამიანი აღარ იმათხოვრებს ქუჩაში, 3 ადამიანი აღარ იდგება პანელზე და აქვს ნამდვილი სამსახური.

შევაჩერეთ 30ზე მეტი ოჯახური ძალადობა, შევარიგეთ ცოლქმარი, შეყვარებულები და რძალ-დედამთილიც კი. ამის გარდა, ასობით ადამიანს დავუბრუნეთ და გავუჩინეთ სიკეთის კეთების გრძნობა, ბედნიერების ცრემლებით ვატირეთ და დავუბრუნეთ იმედი რომ სიკეთე მართლა არსებობს. ქუჩებში ვიპოვეთ და ვუმკურნალეთ 14 ადამიანს, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ 50ზე მეტი. მთავარი ამბავი მგონია რომ დავაჯარიმეთ და დავხურეთ ორასზე მეტი ფსიქოტროპული აბებით უკანონოდ მოვაჭრე აფთიაქი, რომლების ნამუსზეა ბევრი არასრულწლოვანის სიცოცხლე. ახლაც პერიოდულად ვამოწმებთ. ვიტაქსავეთ 78 ღამე, ვიყავით სულ ყველა რეგიონში,სხვადასხვა მანქანით გავიარეთ 82000 კილომეტრი, მეტი მანქანა აღარ გვყავს, ორივე გავაფუჭეთ სექტემბერში თორემ მეტს გავივლიდით. ერთხელ, ორ დღეში ვიყავით ბათუმში, ლაგოდეხში, წალკაში და სამეგრელოში. ჩემთან ყველაფერი შეიცვალა, ჩემს დანახვაზე იღიმებიან,მეხუტებიან და ტირიან.

დავიკელი 12 კგ, გავიცანი და შევიძინე ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მეყვარება. ორჯერ გამიხეთქეს თავი, ენა მებმის და არ შეგეშინდეთ ვისაც დიდი ხანია არ გინახივართ, სამაგიეროდ მაქვს ასობით ადამიანის სიყვარული და პატივისცემა, რაც არაფერში არ გავცვალე და არც არაფერში გავცვლი ❤ გუშინ პრეზიდენტმა დაგვიბარა მე ლევან დევაძე, ლევან გოგინაშვილი და მადლობა გადაგვიხადა პირადად. ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ და ყველას ვაჩვენეთ რომ #სიკეთეგადამდებია და თავისუფლად შეგვიძლია #ჩვენთვითონმივხედოთერთმანეთს. ცოტა არეულად დავწერე და ბევრი რამე გამომრჩა და ბოდიშს ვიხდი.

ახალი წელი იწყება, ახალი შესაძლებლობებით და ახალი იმედებით ❤ გილოცავთ ახალ 2017 წელს და გისურვებთ ყოველ დღე თითო ბედნიერებას ❤ მადლობა თქვენ სათითაოდ ყველას, დიდი მადლობა" - წერს აკა სინჯიკაშვილი ვრცელ პოსტში.

წაიკითხეთ წლის ყველა ქველმოქმედების ამბები აქ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"