ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია. ეს კარგად იციან ქართველმა პოლიტიკოსებმა და ამ დღესასწაულზე განსაკუთრებით ცდილობენ ოჯახის წევრებთან ერთად გამოჩნდნენ საზოგადოებაში. თბილისის მერი დავით ნარმანია მეუღლესთან, თიკა თინიკაშვილთან ერთად გამოჩნდა ახალი წლის ღამის კონცერტზე თბილისის ცენტრში, მერის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კი ნარმანიას ოჯახური ფოტოები განთავსდა. მერი თბილისელებს ახალი წლის დადგომას ულოცავს.
"მშვიდობის, სიკეთის, ბედნიერებისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2017 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!" - ვკითხულობთ ფოტოგალერეის კომენტარში.
ფოტოებზე დავით ნარმანია და თიკა თინიკაშვილი, ასევე მათი სამი შვილი არიან ასახულნი.