პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დასტაბილურდება ლარის კურსი?! - ექსკლუზიური ინტერვიუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან
როდის დასტაბილურდება ლარის კურსი?! - ექსკლუზიური ინტერვიუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან

ლა­რის კურ­სი არის ის, რა­საც გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად ახ­სე­ნებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ, სულ უფრო ხში­რად ის­მო­და შე­კი­თხვე­ბი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და კურ­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის საქ­მე­ში­ მისი რო­ლის შე­სა­ხებ. მარ­თა­ლია, წლის ბოლო დღე­ებ­ში ლარ­მა დო­ლა­რის მი­მართ გამ­ყა­რე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა შე­კი­თხვა - რო­გო­რი იქ­ნე­ბა კურ­სი 2017 წელს, კვლა­ვაც მწვა­ვეა. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის (სებ) პრე­ზი­დენტ კობა გვე­ნე­ტა­ძეს­თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვებ­ზე მიგ­ვე­ღო პა­სუ­ხი.

- მას შემ­დეგ, რაც ლა­რის კურ­სი დო­ლა­რის მი­მართ უფა­სურ­დე­ბა, მთავ­რო­ბის­გან ძი­რი­თა­დად გვეს­მის ახ­სნა, რომ მთა­ვა­რი მი­ზე­ზი რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბია. ეთან­ხმე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბი­სას შეც­დო­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ყო­ფი­ლა დაშ­ვე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბის ბრა­ლია?

- 2015-2016 წლებ­ში საქა­რთვე­ლო, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნე­ბი, სა­გა­რეო შო­კის წი­ნა­შე დად­გა. ასეთ დროს მოვ­ლე­ნე­ბი რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­რით შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს: პირ­ვე­ლი - კურ­სის ხე­ლოვ­ნუ­რი გამ­ყა­რე­ბაა, რაც რე­ზერ­ვე­ბის ხარ­ჯვის, ან მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის ზედ­მე­ტად გამ­კაც­რე­ბით მი­იღ­წე­ვა. ამას კი, თა­ვის მხრივ, გარ­და­უვ­ლად მოჰ­ყვე­ბა ეკო­ნო­მი­კის ზრდის­ შე­ფერ­ხე­ბა და უმუ­შევ­რო­ბის ზრდა. შარ­შან სა­ვა­ლუ­ტო შოკ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ამ­გვა­რი გზა რე­გი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ აირ­ჩია, შე­დე­გად მი­ი­ღეს ეკო­ნო­მი­კის ზრდის ტემ­პი­სა და და­საქ­მე­ბულ­თა რი­ცხვის შემ­ცი­რე­ბა. რა თქმა უნდა, კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, თუნ­დაც მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში, მტკივ­ნე­უ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვი­საც სეს­ხე­ბი დო­ლა­რით აქვთ აღე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ის არ­ბი­ლებს­ სა­გა­რეო შო­კის გად­მო­ცე­მას და უზ­რუნ­ველ­ყოფს ეკო­ნო­მი­კის სწრაფ გა­ჯან­სა­ღე­ბას.

სწო­რედ გაც­ვლი­თი კურ­სის მერ­ყე­ო­ბა­ზე სწო­რი რე­ა­გი­რე­ბაა იმის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში,­ ძლი­ე­რი სა­გა­რეო შო­კის ზე­გავ­ლე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც არის ეკო­ნო­მი­კი­სა და და­საქ­მე­ბის ზრდა. და ეს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში ეკო­ნო­მი­კა მცირ­დე­ბა.

ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტის შე­ფა­სე­ბით, რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, მომ­დევ­ნო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის უფრო მა­ღა­ლი პროგ­ნო­ზე­ბი აქვს. კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცეს­ში ხე­ლოვ­ნურ ჩა­რე­ვა­ზე უარი არის ყვე­ლა­ზე სწო­რი რე­აქ­ცია სა­გა­რეო შოკ­ზე, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს შო­კის გა­და­ტა­ნას ნაკ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნა­ხარ­ჯით. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

როდის დასტაბილურდება ლარის კურსი?! - ექსკლუზიური ინტერვიუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან

როდის დასტაბილურდება ლარის კურსი?! - ექსკლუზიური ინტერვიუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან

ლარის კურსი არის ის, რასაც გასული წლის განმავლობაში ალბათ ყველაზე ხშირად ახსენებდნენ საქართველოში. ეროვნული ვალუტის გაუფასურების კვალდაკვალ, სულ უფრო ხშირად ისმოდა შეკითხვები ეროვნული ბანკის დანიშნულებისა და კურსის სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში­ მისი როლის შესახებ. მართალია, წლის ბოლო დღეებში ლარმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო, თუმცა შეკითხვა - როგორი იქნება კურსი 2017 წელს, კვლავაც მწვავეა. ჩვენ შევეცადეთ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებზე მიგვეღო პასუხი.

- მას შემდეგ, რაც ლარის კურსი დოლარის მიმართ უფასურდება, მთავრობისგან ძირითადად გვესმის ახსნა, რომ მთავარი მიზეზი რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებია. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას შეცდომა, ფაქტობრივად, არ ყოფილა დაშვებული და ყველაფერი საგარეო ფაქტორების ბრალია?

- 2015-2016 წლებში საქა­რთველო, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნები, საგარეო შოკის წინაშე დადგა. ასეთ დროს მოვლენები რამდენიმე სცენარით შეიძლება განვითარდეს: პირველი - კურსის ხელოვნური გამყარებაა, რაც რეზერვების ხარჯვის, ან მონეტარული პოლიტიკის ზედმეტად გამკაცრებით მიიღწევა. ამას კი, თავის მხრივ, გარდაუვლად მოჰყვება ეკონომიკის ზრდის­ შეფერხება და უმუშევრობის ზრდა. შარშან სავალუტო შოკზე რეაგირების ამგვარი გზა რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ აირჩია, შედეგად მიიღეს ეკონომიკის ზრდის ტემპისა და დასაქმებულთა რიცხვის შემცირება. რა თქმა უნდა, კურსის გაუფასურება, თუნდაც მოკლევადიან პერიოდში, მტკივნეულია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სესხები დოლარით აქვთ აღებული. მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერიოდში ის არბილებს­ საგარეო შოკის გადმოცემას და უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას.

სწორედ გაცვლითი კურსის მერყეობაზე სწორი რეაგირებაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოში,­ ძლიერი საგარეო შოკის ზეგავლენის მიუხედავად, მაინც არის ეკონომიკისა და დასაქმების ზრდა. და ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკა მცირდება.

ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი პროგნოზები აქვს. კურსის გაუფასურების პროცესში ხელოვნურ ჩარევაზე უარი არის ყველაზე სწორი რეაქცია საგარეო შოკზე, რაც უზრუნველყოფს შოკის გადატანას ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯით. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."