მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი შეიძლება გადადგეს?! - პარლამენტის ექსთავმჯდომარის სკანდალური პროგნოზი
გიორგი მარგველაშვილი შეიძლება გადადგეს?! - პარლამენტის ექსთავმჯდომარის სკანდალური პროგნოზი

გან­ვლი­ლი წლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან წას­ვლა იყო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კონ­კრე­ტულ მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რი­სას პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ზო­გად შე­ფა­სე­ბებს დას­ჯერ­და და სა­ჯა­რო სივ­რცეს დრო­ე­ბით, თუმ­ცა დაბ­რუ­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით და­ემ­შვი­დო­ბა.

რო­დის აპი­რებს პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­ურ ჩარ­თვას და 2020 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად ბრძო­ლას? პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე და­ვით-უსუ­ფაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ან დუ­მილს არ­ღვევს და "კვი­რის პა­ლიტ­რის" კი­თხვებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად პა­სუ­ხობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გა­უ­მარ­თა­ვი კონ­სტი­ტუ­ცია კი არ ანაღ­ვლებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­წევ­რე­ბის პრინ­ცი­პი აღი­ზი­ა­ნებს.

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ყა­ვი და ვრჩე­ბი კლა­სი­კუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბის მო­დე­ლის მომ­ხრედ, როცა პრე­ზი­დენ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რია და იგი პირ­და­პი­რი არ­ჩევ­ნე­ბით არ აირ­ჩე­ვა. მაგ­რამ მსგავ­სი ტი­პის ცვლი­ლე­ბე­ბი ფარ­თო კონ­სენ­სუ­სით უნდა გა­და­წყდეს და ყვე­ლა რის­კი გა­ით­ვა­ლოს. პრე­ზი­დენ­ტთან პი­როვ­ნუ­ლი ჭი­დი­ლი თუ გაგ­რძელ­და, ან ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ტო­ტა­ლუ­რი "ოც­ნე­ბუ­რი კონ­ტრო­ლის" ტენ­დენ­ცი­ე­ბი გაძ­ლი­ერ­და, შე­საძ­ლოა, პო­ლი­ტი­კურ კრი­ზი­სამ­დე მი­ვი­დეთ. პრე­ზი­დენტს არ­სე­ნალ­ში აქვს სა­მარ­თლებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლოა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­უ­აზ­რე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა ამ გუნდსვე შე­მო­უბ­რუ­ნოს ბუ­მე­რან­გი­ვით.

- რა ბერ­კე­ტი აქვს პრე­ზი­დენტს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მქო­ნე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ და­უ­პი­რის­პირ­დეს?

- მოს­წონს თუ არა ვინ­მეს, ხალ­ხი მხარს უჭერს პრე­ზი­დენ­ტის სწო­რედ პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვას. თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ერ­თპი­როვ­ნუ­ლად" გა­და­წყვი­ტა, რომ პრე­ზი­დენ­ტი არა­პირ­და­პი­რი გზით უნდა აირ­ჩეს, ცვლი­ლე­ბე­ბის სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბამ­დე, კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­მუმ, სამი თვეა გან­სა­ზღვრუ­ლი.

რა­ტომ არ უნდა გავ­თვა­ლოთ, რომ შე­საძ­ლოა, პრე­ზი­დენ­ტმა ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში,-თა­ნაც იმ ფონ­ზე, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე ერთი წელი რჩე­ბა,-ქარ­თველ ხალ­ხს მი­მარ­თოს, "ოც­ნე­ბა" გარ­თმევთ პრე­ზი­დენ­ტის პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბას, მე უძ­ლუ­რი-ვარ, ამ ცვლი­ლე­ბას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წიო, თუმ­ცა გა­დავ­დგე­ბი და სა­ნამ ცვლი­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­სუ­ლა, გაძ­ლევთ-შანსს, პრე­ზი­დენ­ტი კი­დევ-ერთხელ თა­ვად აირ­ჩი­ოთ და კი­დევ 5 წელი, 2022 წლამ­დე გყავ­დეთ-თქვენს მიერ არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი. ამა­სო­ბა­ში, 2020 წელს თა­ვად პარ­ლა­მენ­ტია ხე­ლახ­ლა ასარ­ჩე­ვი და ვნა­ხოთ, ის მო­მა­ვა­ლი პარ­ლა­მენ­ტი წა­გარ­თმევთ თუ შე­გი­ნარ­ჩუ­ნებთ "თქვე­ნი" პრე­ზი­დენ­ტის ყო­ლის უფ­ლე­ბა­სო.

თუ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­დად­გა,-კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნილ 40 დღე­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს. თუ ასეთ პი­რო­ბებ­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი-ან ვინ­მე სხვა, არა­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­და­ტი,-არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს, მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი წო­ნის თვალ­საზ­რი­სით სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­გუ­რა გახ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, "ოც­ნე­ბამ" შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი პრე­ზი­დენ­ტი-და პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გიორგი მარგველაშვილი შეიძლება გადადგეს?! - პარლამენტის ექსთავმჯდომარის სკანდალური პროგნოზი

გიორგი მარგველაშვილი შეიძლება გადადგეს?! - პარლამენტის ექსთავმჯდომარის სკანდალური პროგნოზი

განვლილი წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა არჩევნების შემდეგ დავით უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტიიდან წასვლა იყო. გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზოგად შეფასებებს დასჯერდა და საჯარო სივრცეს დროებით, თუმცა დაბრუნების პერსპექტივით დაემშვიდობა.

როდის აპირებს პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას და 2020 წელს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ბრძოლას? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით-უსუფაშვილი რამდენიმეთვიან დუმილს არღვევს და "კვირის პალიტრის" კითხვებს ექსკლუზიურად პასუხობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- "ქართულ ოცნებას" გაუმართავი კონსტიტუცია კი არ ანაღვლებს, ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი აღიზიანებს.

- მთელი ცხოვრება ვიყავი და ვრჩები კლასიკური საპარლამენტო მმართველობის მოდელის მომხრედ, როცა პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და იგი პირდაპირი არჩევნებით არ აირჩევა. მაგრამ მსგავსი ტიპის ცვლილებები ფართო კონსენსუსით უნდა გადაწყდეს და ყველა რისკი გაითვალოს. პრეზიდენტთან პიროვნული ჭიდილი თუ გაგრძელდა, ან ცვლილებების მომზადების პარალელურად ტოტალური "ოცნებური კონტროლის" ტენდენციები გაძლიერდა, შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეთ. პრეზიდენტს არსენალში აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლოა, "ქართული ოცნების" გაუაზრებელი მცდელობა ამ გუნდსვე შემოუბრუნოს ბუმერანგივით.

- რა ბერკეტი აქვს პრეზიდენტს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლებას რომ დაუპირისპირდეს?

- მოსწონს თუ არა ვინმეს, ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტის სწორედ პირდაპირი წესით არჩევას. თუ "ქართულმა ოცნებამ" ერთპიროვნულად" გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეს, ცვლილებების საარჩევნო სისტემაში ოფიციალურად გაფორმებამდე, კონსტიტუციით მინიმუმ, სამი თვეა განსაზღვრული.

რატომ არ უნდა გავთვალოთ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში,-თანაც იმ ფონზე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება,-ქართველ ხალხს მიმართოს, "ოცნება" გართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას, მე უძლური-ვარ, ამ ცვლილებას წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილება ძალაში შესულა, გაძლევთ-შანსს, პრეზიდენტი კიდევ-ერთხელ თავად აირჩიოთ და კიდევ 5 წელი, 2022 წლამდე გყავდეთ-თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამასობაში, 2020 წელს თავად პარლამენტია ხელახლა ასარჩევი და ვნახოთ, ის მომავალი პარლამენტი წაგართმევთ თუ შეგინარჩუნებთ "თქვენი" პრეზიდენტის ყოლის უფლებასო.

თუ გიორგი მარგველაშვილი გადადგა,-კონსტიტუციით დადგენილ 40 დღეში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი-ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი,-არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება. შესაბამისად, "ოცნებამ" შეიძლება მიიღოს გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი-და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.  განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."