პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები გველოდება განათლების სისტემაში 2017 წელს
რა ცვლილებები გველოდება განათლების სისტემაში 2017 წელს

2017 წლის­თვის ზო­გა­დი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნებ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის მიერ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზა­დე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც დე­კემ­ბერ­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლეს და მი­ი­ღეს.

ერთ-ერთ ნო­ვა­ცი­ას დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტის და­ნერგვა წარ­მო­ად­გენს. რო­გორც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­რი­ამ ჯაშ­მა გა­ნუ­ცხა­და, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა დი­ას­პო­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სა და სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რის­თვი­საც შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა უკვე შექ­მნი­ლია.

2017 წლი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შე­ეძ­ლე­ბა პრო­ფე­სო­რე­ბი და­ნიშ­ნონ არა მხო­ლოდ უვა­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, არა­მედ მოხ­დეს დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია - უვა­დო და ვა­დი­ან და­ნიშ­ვნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გარ­და ამი­სა, 2017 წლი­დან სა­ზღვარ­გა­რეთ აღი­ა­რე­ბუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დიპ­ლო­მე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით აღი­ა­რე­ბა მოხ­დე­ბა.

"ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვაა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დგომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლებს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წესი გა­ნე­სა­ზღვროს, რომ თუკი ბავ­შვი აშშ-ს, ევ­რო­კავ­ში­რის ან სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­გა­მოც­დო სის­ტე­მებს ჩა­ა­ბა­რებს, მას აღარ ჰქონ­დეს სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და დაშ­ვე­ბულ იქ­ნას ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე", - გა­ნუ­ცხა­და მა­რი­ამ ჯაშ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

მი­სი­ვე თქმით, გა­მარ­ტივ­და წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­და­უჭ­რე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დო­ნე­ზე - უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კის და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან უნდა შე­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო. ჯა­შის გან­ცხა­დე­ბით, ამ კუ­თხით უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სათ­ვის მოქ­მე­დე­ბა გა­მარ­ტივ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რა ცვლილებები გველოდება განათლების სისტემაში 2017 წელს

რა ცვლილებები გველოდება განათლების სისტემაში 2017 წელს

2017 წლისთვის ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესული ცვლილებები განხორციელდება. საუბარია მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინიციატივით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც დეკემბერში დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.

ერთ-ერთ ნოვაციას დისტანციური სწავლების ინსტრუმენტის დანერგვა წარმოადგენს. როგორც ამასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა, ეს მნიშვნელოვანი სიახლეა დიასპორების წარმომადგენლებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რისთვისაც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა უკვე შექმნილია.

2017 წლიდან უნივერსიტეტებს შეეძლება პროფესორები დანიშნონ არა მხოლოდ უვადო ხელშეკრულებით, არამედ მოხდეს დიფერენციაცია - უვადო და ვადიან დანიშვნებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, 2017 წლიდან საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადი განათლების დიპლომების გამარტივებული წესით აღიარება მოხდება.

"ამასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები განათლების სამინისტროს პრეროგატივაა, რომ კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საერთაშორისო სკოლებს გამარტივებული წესი განესაზღვროს, რომ თუკი ბავშვი აშშ-ს, ევროკავშირის ან საერთაშორისოდ აღიარებული ზოგადი განათლების საგამოცდო სისტემებს ჩააბარებს, მას აღარ ჰქონდეს საატესტატო გამოცდების ჩაბარების ვალდებულება და დაშვებულ იქნას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე", - განუცხადა მარიამ ჯაშმა "ინტერპრესნიუსს".

მისივე თქმით, გამარტივდა წლების მანძილზე გადაუჭრელი ადმინისტრაციული პრობლემა უნივერსიტეტების დონეზე - უძრავი და მოძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ეკონომიკის და განათლების სამინისტროებთან უნდა შეთანხმებულიყო. ჯაშის განცხადებით, ამ კუთხით უნივერსიტეტებისათვის მოქმედება გამარტივდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი