პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ერთად არ ვიდგებით, პუტინის აგრესია გაგრძელდება" - ამერიკელი სენატორების ვიზიტის დეტალები
"თუ ერთად არ ვიდგებით, პუტინის აგრესია გაგრძელდება" - ამერიკელი სენატორების ვიზიტის დეტალები

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს გა­ნაგ­რძობს. ჯონ მა­კ­კე­ი­ნი ამ წუ­თებ­ში სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში" ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბა, რის შემ­დე­გაც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს და აუ­დი­ენ­ცი­ას ქვეყ­ნის პირ­ველ პირ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან გა­მარ­თავს.

დღეს­ვე და­გეგ­მი­ლია კრწა­ნი­სის სას­წავ­ლო ცენ­ტრში მის­ვლა და ცენ­ტრის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, რის შემ­დე­გაც ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი თბი­ლისს და­ტო­ვებს.

ჯონ მა­კ­კე­ი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ ჩა­მო­ვი­და. ვი­ზი­ტის პირ­ველ დღეს ის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ხურ­ვა­ლეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სა­ო­კუ­პა­ციო ზოლი და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

გარ­და ამი­სა, გუ­შინ ჯონ მა­კ­კე­ინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა.

უნდა გვეს­მო­დეს, რომ თუ ერ­თად არ ვიდ­გე­ბით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის აგ­რე­სია გაგ­რძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჯონ მა­კ­კე­ინ­მა ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რის თქმით, აშშ-ს კონ­გრე­სი და სე­ნა­ტი გა­აგ­რძე­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რას და ამ კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა არ შე­იც­ვლე­ბა.

"ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრე­სი და ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­აგ­რძე­ლე­ბენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას. კონ­გრე­სი­სა და სე­ნა­ტის პო­ზი­ცია არ შე­იც­ვლე­ბა. კვლავ ვი­მუ­შა­ვებთ, რომ გაგ­რძელ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მხარ­და­ჭე­რა, გაგ­რძელ­დეს ქარ­თუ­ლი ჯა­რის წვრთნე­ბი. ჩემი გზავ­ნი­ლია ის, რომ ჩვენ მად­ლი­ე­რე­ბი ვართ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, მათი მხარ­და­ჭე­რი­სა და მე­გობ­რო­ბის­თვის. მად­ლი­ე­რე­ბი ვართ ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ავ­ღა­ნე­თის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რად­გან უნდა გვეს­მო­დეს, რომ თუ ერ­თად არ ვიდ­გე­ბით ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის აგ­რე­სია გაგ­რძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯონ მა­კ­კე­ინ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტა­რის თარ­გმან­საც "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

თბი­ლის­ში ვი­ზი­ტით მყო­ფი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტის წევ­რე­ბი - ჯონ მა­კ­კე­ი­ნი, ლინდსი გრა­ჰა­მი და ემი კლო­ბუ­ჩა­რი თბი­ლი­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ პარკსაც ეს­ტუმრნენ. ამე­რი­კელ სე­ნა­ტო­რებს მას­პინ­ძლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­უ­წია.

პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სტუმ­რებ­მა ტექ­ნო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი სამ­რეწ­ვე­ლო ინო­ვა­ცი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და სა­გა­მო­ფე­ნო ოთა­ხე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. სე­ნა­ტო­რე­ბი ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ახალ­გაზ­რდებს შეხ­ვდნენ და მათი პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას გა­ეც­ნენ.

ტექ­ნო­პარკში შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით მი­მარ­თა სე­ნა­ტორ­მა ჯონ მა­კ­კე­ინ­მა. მისი თქმით, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, სა­ფუძ­ვე­ლი ეყ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მო­მა­ვალს.

"დიდი მად­ლო­ბა ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და პროგ­რე­სი­სათ­ვის. ვფიქ­რობ, აშ­კა­რაა ერთი ფაქ­ტი - თქვენ ქმნით არა მხო­ლოდ თქვენს, არა­მედ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის მო­მა­ვალ­საც. ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია იმ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის ხილ­ვა, რომ­ლებ­მაც შექ­მნეს ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნივ­თე­ბი. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა დღეს აქ ყოფ­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან ერ­თად ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვარ და სი­ტყვე­ბით ვერ აღვწერ იმას, თუ რა­ო­დენ ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ ვიმ­ყო­ფე­ბი ამ თა­ვი­სუ­ფალ, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვი­ან­თი სა­უ­კე­თე­სო ნიჭი და წარ­მო­სახ­ვის უნა­რი წარ­მა­ტე­ბად აქ­ცი­ონ", - გა­ნა­ცხა­და ჯონ მა­კ­კე­ინ­მა.

სე­ნა­ტორ­მა ემი კლო­ბუ­ჩარ­მა წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა დამ­წყებ მე­წარ­მე­ებს და ინო­ვა­ტო­რებს და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ტექ­ნო­პარკში მიწ­ვე­ვის­თვის. "ამ­გვა­რი ინო­ვა­ტო­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხილ­ვა ნამ­დვი­ლად აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლია. მე თა­ვად მაქვს ნა­ნა­ხი ამ საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გი ჩვენს შტატ­ში. ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­დე­გად იზ­რდე­ბა და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, მცირ­დე­ბა უმუ­შევ­რო­ბის დონე. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ჩვე­ნი აქ მოწ­ვე­ვი­სათ­ვის", - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა ემი კლო­ბუ­ჩარ­მა ახალ­გაზ­რდებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სე­ნა­ტო­რებს სი­ტყვით მი­მარ­თა: "დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის".

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ამე­რი­კელ სე­ნა­ტო­რებს ვი­ზი­ტის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის­თვის. "აქ შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სხვა­თა სა­ხე­ლით, მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ დრო­ის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ნაკ­ვე­თის - ახა­ლი წლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბის­თვის. ეს, ჩვე­ნი აზ­რით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­სახ­მა­რებ­ლად ძა­ლი­ან სწო­რი მო­მენ­ტია, რათა ჩვენ გან­ვაგ­რძოთ სწრაფ­ვა ევ­რო­პის, ნა­ტო­სა და ზო­გა­დად, ჭეშ­მა­რი­ტად დე­მოკ­რა­ტი­ულ, ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­კენ. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო აშშ-სა და თქვენს ელჩს - ჩვენს მე­გო­ბარ იან კე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, უდი­დე­სი დახ­მა­რე­ბის­თვის. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, 25 წლის მან­ძილ­ზე ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ცდი­ლობს, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ჭეშ­მა­რი­ტად დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად და გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი სივ­რცი­სა და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ჭეშ­მა­რი­ტი ნა­წი­ლი. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის. ასე­ვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო აქ შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი წლის დღის ჩვენ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბის­თვის. დიდი მად­ლო­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ამ პრე­ზენ­ტა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის. ეს პრო­ექ­ტი შეც­ვლის ქვეყ­ნის მო­მა­ვალს. ეს პრო­ექ­ტი შეც­ვლის ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას და ისი­ნი მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან მე­წარ­მე­ო­ბი­თა და ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი, დი­ნა­მი­უ­რი და სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი დარ­გის მშე­ნებ­ლო­ბით", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"თუ ერთად არ ვიდგებით, პუტინის აგრესია გაგრძელდება" - ამერიკელი სენატორების ვიზიტის დეტალები

"თუ ერთად არ ვიდგებით, პუტინის აგრესია გაგრძელდება" - ამერიკელი სენატორების ვიზიტის დეტალები

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ჯონ მაკკეინი ამ წუთებში სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს და აუდიენციას ქვეყნის პირველ პირ გიორგი მარგველაშვილთან გამართავს.

დღესვე დაგეგმილია კრწანისის სასწავლო ცენტრში მისვლა და ცენტრის დათვალიერება, რის შემდეგაც ამერიკელი სენატორი თბილისს დატოვებს.

ჯონ მაკკეინი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის პირველ დღეს ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ზოლი დაათვალიერა.

გარდა ამისა, გუშინ ჯონ მაკკეინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართა შეხვედრა.

უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯონ მაკკეინმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამერიკელი სენატორის თქმით, აშშ-ს კონგრესი და სენატი გააგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ამ კუთხით არსებული პოლიტიკა არ შეიცვლება.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და ადმინისტრაცია გააგრძელებენ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მხარდაჭერას. კონგრესისა და სენატის პოზიცია არ შეიცვლება. კვლავ ვიმუშავებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოსადმი მხარდაჭერა, გაგრძელდეს ქართული ჯარის წვრთნები. ჩემი გზავნილია ის, რომ ჩვენ მადლიერები ვართ ქართველი ხალხის, მათი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. მადლიერები ვართ ქართველი სამხედროების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.

თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი თბილისის ტექნოლოგიურ პარკსაც ესტუმრნენ. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს. სენატორები ინოვაციური იდეებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი პროექტების პრეზენტაციას გაეცნენ.

ტექნოპარკში შეკრებილებს სიტყვით მიმართა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. მისი თქმით, ინოვაციური პროექტების განხორციელებით, საფუძველი ეყრება საქართველოს ეკონომიკის მომავალს.

"დიდი მადლობა ინოვაციებისა და პროგრესისათვის. ვფიქრობ, აშკარაა ერთი ფაქტი - თქვენ ქმნით არა მხოლოდ თქვენს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მომავალსაც. ძალიან შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ადამიანების ხილვა, რომლებმაც შექმნეს ასეთი შესანიშნავი ნივთები. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი საუკეთესო ნიჭი და წარმოსახვის უნარი წარმატებად აქციონ", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

სენატორმა ემი კლობუჩარმა წარმატება უსურვა დამწყებ მეწარმეებს და ინოვატორებს და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ტექნოპარკში მიწვევისთვის. "ამგვარი ინოვატორული აქტივობების ხილვა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. მე თავად მაქვს ნანახი ამ საქმიანობის შედეგი ჩვენს შტატში. ამ აქტივობების შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, მცირდება უმუშევრობის დონე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ჩვენი აქ მოწვევისათვის", - განაცხადა სენატორმა ემი კლობუჩარმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორებს სიტყვით მიმართა: "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნისათვის ურთულეს პირობებში გამოხატული მხარდაჭერისათვის".

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის. "აქ შეკრებილი საზოგადოებისა და სხვათა სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ დროის ამ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის - ახალი წლის საქართველოში გატარებისთვის. ეს, ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად ძალიან სწორი მომენტია, რათა ჩვენ განვაგრძოთ სწრაფვა ევროპის, ნატოსა და ზოგადად, ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-სა და თქვენს ელჩს - ჩვენს მეგობარ იან კელის საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უდიდესი დახმარებისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 25 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა ცდილობს, ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნად და გახდეს ევროპული სივრცისა და ცივილიზებული სამყაროს ჭეშმარიტი ნაწილი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნისათვის ურთულეს პირობებში გამოხატული მხარდაჭერისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო აქ შეკრებილ საზოგადოებას ახალი წლის დღის ჩვენთან ერთად გატარებისთვის. დიდი მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ამ პრეზენტაციის ორგანიზებისათვის. ეს პროექტი შეცვლის ქვეყნის მომავალს. ეს პროექტი შეცვლის ახალგაზრდა თაობის მსოფლმხედველობას და ისინი მეტად დაინტერესდებიან მეწარმეობითა და ქართული ეკონომიკის ყველაზე აქტიური, დინამიური და სწრაფად განვითარებადი დარგის მშენებლობით", - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."