პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, საბი ბე­რი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ად­ვო­კატ­მა ცი­ა­ლა რა­ტი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი ლე­ვან კოჭ­ლაშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­შიც გა­ამ­ტყუ­ნა და 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

კოჭ­ლაშ­ვი­ლი ორი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ მხო­ლოდ სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა­ში, კერ­ძოდ, სახ­ლის­თვის ცე­ცხლის წა­კი­დე­ბის ეპი­ზოდ­ში სცნო და 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში კი გა­ა­მარ­თლა. თუმ­ცა უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ გა­ი­ზი­ა­რა და ბრალ­დე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­შიც გა­ამ­ტყუ­ნა.

"უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს და­სა­ბუ­თე­ბა ჩვენ არ მოგ­ვის­მე­ნია, თუმ­ცა ვფიქ­რობთ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. საქ­მე­ში უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იყო, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებ­და, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი და არა აუ­ცი­ლე­ბელ მო­გე­რი­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ცი­ა­ლა რა­ტი­ან­მა.

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, მძი­მე სას­ჯელ­მა ნაკ­ლე­ბად მძი­მე სას­ჯე­ლი შთან­თქა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ბრალ­დე­ბულს 10-წლი­ა­ნი მსჯავ­რი და­ე­დო.

საბი ბე­რი­ა­ნი 2015 წლის 11 ნო­ემ­ბერს სა­კუ­თარ ბი­ნა­ში მოკ­ლეს.

ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ციალა რატიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ბოლო ინსტანციის სასამართლომ ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი მკვლელობის ნაწილშიც გაამტყუნა და 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კოჭლაშვილი ორი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანებაში, კერძოდ, სახლისთვის ცეცხლის წაკიდების ეპიზოდში სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განზრახ მკვლელობაში კი გაამართლა. თუმცა უზენაესმა სასამართლომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები არ გაიზიარა და ბრალდებული მკვლელობის ნაწილშიც გაამტყუნა.

"უზენაესი სასამართლოს დასაბუთება ჩვენ არ მოგვისმენია, თუმცა ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საქმეში უტყუარი მტკიცებულებები იყო, რომელიც ადასტურებდა, რომ განზრახ მკვლელობას ჰქონდა ადგილი და არა აუცილებელ მოგერიებას", - აღნიშნა ციალა რატიანმა.

კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მძიმე სასჯელმა ნაკლებად მძიმე სასჯელი შთანთქა და საბოლოო ჯამში, ბრალდებულს 10-წლიანი მსჯავრი დაედო.

საბი ბერიანი 2015 წლის 11 ნოემბერს საკუთარ ბინაში მოკლეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ