პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 2016 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი საქართველოში და რომელ პოლიტიკოსს ენდობიან ყველაზე მეტად?!
ვინ არის 2016 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი საქართველოში და რომელ პოლიტიკოსს ენდობიან ყველაზე მეტად?!

წლის ბო­ლოს ერ­თად შე­ვა­ჯა­მოთ 2016 წელი, გა­დავ­ხე­დოთ გა­სუ­ლი წლის მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ­ბებს, მოვ­ლე­ნებ­სა და ამ მოვ­ლე­ნებ­ზე თქვენს მო­საზ­რე­ბებს, შე­ხე­დუ­ლე­ბებს...

რო­გო­რი იყო გა­სუ­ლი 2016 წელი? ერ­თობ სა­ინ­ტე­რე­სო წე­ლი­წა­დი გვქონ­და... "რე­ი­ტინ­გიც" აქ­ტი­უ­რად ეხ­მი­ა­ნე­ბო­და სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოვ­ლე­ნას. გთა­ვა­ზობ­დათ, გა­მო­გე­ხა­ტათ თქვე­ნი პო­ზი­ცია ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე.

პო­ლი­ტი­კა

გა­სუ­ლი წელი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წელი იყო და ამი­ტო­მაც მკი­თხვე­ლებს პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე უხ­ვად მო­უ­წი­ათ გა­მოხ­მა­უ­რე­ბამ...

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის/გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბას წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე თემა მი­ე­ძღვნა. ყვე­ლა გა­მო­კი­თხვა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ლი­დე­რობ­და.

მკი­თხველ­მა ყვე­ლა­ზე კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა: და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი.

პო­ლი­ტი­კა­ში კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბას რეს­პონ­დენ­ტთა 29.8% და­დე­ბი­თად აფა­სებს.

ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბის აზ­რით, იდე­ა­ლურ პო­ლი­ტი­კოსს ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა ახა­სი­ა­თებ­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ჭკუა/გამ­ჭრი­ა­ხო­ბა, ინ­ტე­ლექ­ტი. პო­ლი­ტი­კო­სის­თვის ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა.

მკი­თხველ­თა აზ­რით, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად ავ­ლე­ნენ პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

მკი­თხველ­თა 58.2%-ის აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ით­ვა­ლის­წი­ნებს ხალ­ხის აზრს.

მა­შინ­დელ მმარ­თველ გუნდში ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იყ­ვნენ სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, გოგი თო­ფა­ძე, ეკა ბე­სე­ლია.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე 29.8%-მა შე­ა­ფა­სა უფრო და­დე­ბი­თად, ვიდ­რე უარ­ყო­ფი­თად; 28.2%-მა კი - უფრო უარ­ყო­ფი­თად, ვიდ­რე და­დე­ბი­თად.

ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ენ­დო­ბი­ან გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­სა და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს; თით­ქმის არ ენ­დო­ბი­ან გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­სა და და­ვით ბაქ­რა­ძეს.

თა­ვის დრო­ზე მკი­თხველ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა (55.2%) ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვის შე­სა­ხებ.

რეს­პონ­დენ­ტთა 85%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ტი­კოს­თა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის არ სჯე­რა.

სექ­ტემ­ბერ­ში ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა რეს­პონ­დენ­ტთა 88.0%-მა და­ა­დას­ტუ­რა.

62.8% თვლი­და, რომ 2016 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უწო­და რეს­პონ­დენ­ტთა 73.8%-მა.

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მკი­თხველ­მა სა­სურ­ვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა - ლე­ვან ვა­სა­ძე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

ვინ არის 2016 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი საქართველოში და რომელ პოლიტიკოსს ენდობიან ყველაზე მეტად?!

ვინ არის 2016 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი საქართველოში და რომელ პოლიტიკოსს ენდობიან ყველაზე მეტად?!

წლის ბოლოს ერთად შევაჯამოთ 2016 წელი, გადავხედოთ გასული წლის მნიშვნელოვან ამბებს, მოვლენებსა და ამ მოვლენებზე თქვენს მოსაზრებებს, შეხედულებებს...

როგორი იყო გასული 2016 წელი? ერთობ საინტერესო წელიწადი გვქონდა... "რეიტინგიც" აქტიურად ეხმიანებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენას. გთავაზობდათ, გამოგეხატათ თქვენი პოზიცია ყველაზე აქტუალურ საკითხებზე.

პოლიტიკა

გასული წელი საპარლამენტო არჩევნების წელი იყო და ამიტომაც მკითხველებს პოლიტიკურ თემებზე უხვად მოუწიათ გამოხმაურებამ...

პოლიტიკური პარტიების/გაერთიანებების მიმართ კეთილგანწყობას წლის განმავლობაში რამდენიმე თემა მიეძღვნა. ყველა გამოკითხვაში "ქართული ოცნება" ლიდერობდა.

მკითხველმა ყველაზე კონსტრუქციული პოლიტიკოსებიც დაასახელა: დავით უსუფაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, თეა წულუკიანი.

პოლიტიკაში კულტურისა და სპორტის წარმომადგენელთა საქმიანობას რესპონდენტთა 29.8% დადებითად აფასებს.

ჩვენი მკითხველების აზრით, იდეალურ პოლიტიკოსს ყველაზე მეტად უნდა ახასიათებდეს პროფესიონალიზმი, ჭკუა/გამჭრიახობა, ინტელექტი. პოლიტიკოსისთვის ასევე აუცილებელია პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, კომპეტენტურობა.

მკითხველთა აზრით, გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი ყველაზე მეტად ავლენენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

მკითხველთა 58.2%-ის აზრით, ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს ხალხის აზრს.

მაშინდელ მმართველ გუნდში ყველაზე სკანდალური პოლიტიკოსები იყვნენ სოსო ჯაჭვლიანი, გოგი თოფაძე, ეკა ბესელია.

გიორგი მარგველაშვილის საქმიანობა პრეზიდენტის პოსტზე 29.8%-მა შეაფასა უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად; 28.2%-მა კი - უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად.

ჩვენი მკითხველები ყველაზე მეტად ენდობიან გიორგი კვირიკაშვილს, დავით უსუფაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს; თითქმის არ ენდობიან გიორგი ბარამიძეს, შალვა ნათელაშვილსა და დავით ბაქრაძეს.

თავის დროზე მკითხველმა დადებითად შეაფასა (55.2%) ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართვის შესახებ.

რესპონდენტთა 85%-მა განაცხადა, რომ პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო დაპირებების არ სჯერა.

სექტემბერში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება რესპონდენტთა 88.0%-მა დაადასტურა.

62.8% თვლიდა, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები საქართველოში დემოკრატიული იქნებოდა.

არჩევნების შემდეგ კი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიული უწოდა რესპონდენტთა 73.8%-მა.

არჩევნებამდე მკითხველმა სასურველი პარლამენტარები დაასახელა - ლევან ვასაძე, სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."