მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალ წელს გილოცავთ, ჩვენო საქართველო, ავღანეთიდან"
"ახალ წელს გილოცავთ, ჩვენო საქართველო, ავღანეთიდან"

სა­ქარ­თვე­ლო სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტი ავ­ღა­ნეთ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ას 2009 წლი­დან ას­რუ­ლებს. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ თე­მის გარ­შე­მო არა­ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ით­ქვა. კრი­ტი­კა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ მწვავ­დე­ბო­და, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია... სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ მიერ იქ შე­ძე­ნი­ლი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე მი­სია მშვი­დო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს...

თით­ქმის ყვე­ლა, სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­მოვ­ლი­ლი სამ­ხედ­რო ერ­თხმად ამ­ბობს, რომ იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის თქმით, დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე უცხო მი­წა­ზე შეხ­ვედ­რა, ახალ­ბე­დებს, ანუ პირ­ველ მი­სი­ა­ზე მყო­ფებს უჭირთ, თუმ­ცა, ყო­ველ მომ­დევ­ნო ჯერ­ზე გა­მოც­დი­ლე­ბას იძე­ნენ და ეჩ­ვე­ვი­ან. მა­თი­ვე თქმით, - "რო­დე­საც ასე "წვრილ­მა­ნებ­ზე" აღარ ნერ­ვი­უ­ლობ, უკვე ხვდე­ბი, რომ კა­მუფ­ლა­ჟის ჩაც­მის შემ­დეგ, სხვა ადა­მი­ა­ნი ხარ და პრო­ფე­სი­ას ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა აყე­ნებ..."

დათო, 29 წლის: "მე­ო­რედ ვხვდე­ბი ახალ წელს ავ­ღა­ნეთ­ში. პირ­ვე­ლად 2013 მო­მი­წია. ოჯა­ხის­გან მო­შო­რე­ბით ამ დღე­სას­წა­ულს პირ­ვე­ლად ვხვდე­ბო­დი და ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ამ დროს შენს გვერ­დით მყო­ფი ად­მი­ა­ნე­ბი, მე­გობ­რე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო ძვირ­ფა­სე­ბი ხდე­ბი­ან... თით­ქოს ერთი დიდი ოჯა­ხი ვართ. მი­სი­ა­მოვ­ლი­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბი­ლი და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან... იმ წელს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან. ლა­მის ნა­ხე­ვა­რი მთავ­რო­ბა. ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­რეკ­ვას გვთა­ვა­ზობ­და... დე­დის ხმა რომ გა­ვი­გე, თით­ქოს ყელ­ში ბურ­თი გა­მე­ჩხი­რა, მაგ­რამ ემო­ცი­ებს უნდა მო­ე­რიო... ძა­ლი­ან გვი­ხა­რო­და, რად­გან ამ დროს ხვდე­ბი, რომ იქ სა­დღაც, მი­უ­სავ­ლეთ­ში, მარ­ტო არ ხარ... გო­გო­ნებს კარ­ვე­ბის მორ­თვა­ში და­ვეხ­მა­რეთ. პლასტმა­სის სკა­მებ­ზე გა­შა­ლეს ტკბი­ლე­უ­ლით სუფ­რა, ნამ­ცხვრე­ბი, წვე­ნე­ბი, უგა­ზო შამ­პა­ნი­უ­რი... არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ გვქო­ნია, მაგ­რამ მა­ინც გვი­ხა­რო­და. შემ­დეგ ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად წა­ვი­და... ასე იქ­ნე­ბა წელ­საც. აქ, ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზა­ზე, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის აშე­ნე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია გვაქვს, - წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის, ჩვენ მის გარ­შე­მო ციხე-სი­მაგ­რე აღვმარ­თეთ, რად­გან გვინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო... ეკ­ლე­სი­ის კედ­ლე­ბი ხა­კის­ფე­რია, ჩვე­ნი კა­მუფ­ლა­ჟის ფერი... დღეს ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის კონ­ცერ­ტი გვაქვს, - ჩვენ ვმღე­რეთ და ვცეკ­ვავთ. ერთი თვეა ვამ­ზა­დებთ პროგ­რა­მას... ხა­ლი­სი მა­ინც მიჰ­ყვე­ბა, რად­გან ერ­თად ვართ... შო­ბას წირ­ვაც აღევ­ლი­ნე­ბა. სხვა დრო­საც, ბი­ჭე­ბი ერ­თად ვლო­ცუ­ლობთ, რომ უდა­ნა­კარ­გოდ დავ­რბუნ­დეთ სამ­შობ­ლო­ში... პა­რაკ­ლი­სე­ბიც ტარ­დე­ბა ჩვე­ნი და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის სუ­ლის სა­ო­ხად... რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან მე­კი­თხე­ბი­ან, - რა გე­ნატ­რე­ბაო, - რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, ხინ­კა­ლი ან მწვა­დი უნდა გვე­ნატ­რე­ბო­დეს, - ერ­თა­დერ­თი, ჩემი ქვე­ყა­ნა მე­ნატ­რე­ბა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ნა-ახ­ლობ­ლე­ბი­ან-მე­გობ­რე­ბი­ა­ნად.. ჰოდა, შობა-ახალ წელს გი­ლო­ცავთ, სიყ­ვა­რუ­ლით, ჩვე­ნო სა­ქარ­თვე­ლო, ავ­ღა­ნე­თი­დან..."

"ვიდ­რე პატ­რუ­ლი­რე­ბა­ზე გავ­დი­ო­დით, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ლო­ცუ­ლობ­და, მშვი­დო­ბით დარ­ბუ­ნე­ბუ­ლი­ყო ოჯახს, მშობ­ლებს, შვი­ლებს, სა­ცო­ლეს, ან საქმროს... ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით გჭირ­დე­ბა ვინ­მე გე­ლო­დე­ბო­დეს, გგულ­შე­მატ­კივ­რობ­დეს. ეს მეტი სტი­მუ­ლია, თავს გა­უფრ­თხილ­დე... ჯარ­მა დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და უქ­მე­ე­ბი არ იცის, ყო­ველ­თვის ყვე­ლაფ­რის­თვის მზად უნდა იყო, მით უფრო მი­სი­ა­ში და მით უფრო ავ­ღა­ნეთ­ში, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა ხი­ფა­თი და­გა­ტყდეს... ამ დროს, მო­დუ­ნე­ბი­სა და გულ­ჩვი­ლო­ბის დრო არ არის. უფ­ლის, მშვი­დო­ბი­სა და დამ­დე­გი წლის სა­დღეგ­რძე­ლოს უგა­ზო შამ­პა­ნი­უ­რით ვსვამთ... შემ­დეგ, ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­ლო­ცავთ ინ­ტერ­ნე­ტით. დედა, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნიც­დის... მე­უღ­ლის ნა­კარ­ნა­ხე­ვი და ჩემი 3 წლის ბი­ჭის ენა­მო­ჩლე­ქით გა­მე­ო­რე­ბუ­ლი, - "მა­მი­კო, მალე დაბ­რუნ­დი," - მთელ დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე ტკბი­ლი მო­სას­მე­ნია... ჩემ­სა­ვით ბევ­რს ენატ­რე­ბა ოჯა­ხი, მაგ­რამ სა­დღაც გუ­ლის წვე­რამ­დე მო­სულ მო­ნატ­რე­ბას ჩუ­მად ვიბ­რუ­ნებთ, შემ­დეგ პირ­ჯვარს ვი­წერთ და ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მტერ­თან შე­სახ­ვედ­რად მივ­დი­ვართ, იმის იმე­დით, რომ "შინ" მშვი­დო­ბით დავ­ბრუნ­დე­ბით..." - ამ­ბობს 28 წლის ირაკ­ლი, რო­მე­ლიც ახალ წელს მე­ო­რედ შეხ­ვდე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში.

"ნაძ­ვის ხე­საც ვრთავ­დით და ტორ­ტიც გვქონ­და... ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში ვხა­ლი­სობ­დით კი­დეც, შემ­დეგ კი, ყვე­ლა ჩვენს-ჩვენს ად­გი­ლებს ვუბ­რუნ­დე­ბო­დით. ასეთ დროს, ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან გინ­და შენს ოჯახ­ში იყო, შენს პა­ტა­რას მი­ე­ფე­რო და ჩა­ე­ხუ­ტო, მაგ­რამ ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი, ამ პრო­ფე­სი­ას რომ ირ­ჩევ­და, იცო­და, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამე მის ნე­ბა­ზე არ იქ­ნე­ბო­და. ახა­ლი წელი კი არა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, სამ­ხედ­როს ოჯა­ხის წევ­რი გარ­დაც­ვლია და ვერ და­ი­ტი­რა... ასე­თია ჯა­რის­კა­ცის პრო­ფე­სია. მე­უღ­ლემ ჩემი პა­ტა­რა გო­გო­ნას მიერ თოვ­ლის ბა­ბუ­ის­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილს ფოტო გა­და­უ­ღო და გა­მო­მიგ­ზავ­ნა. ახ­ლაც ზე­პი­რად მახ­სოვს მისი ტექ­სტი, - "ძვირ­ფა­სო სან­ტა! მე კან­ფე­ტე­ბი არ მინ­და. არც სა­თა­მა­შო­ე­ბი. ბებო და ბა­ბუ­კო მი­ყი­დი­ან. მარ­ტო ის მინ­და, ჩემი მა­მი­კო ჯან­მრთე­ლი ჩა­მო­ვი­დეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღის­თვის. გთხოვ, არ და­გა­ვი­წყდეს..." - ამ­ბობს გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე, რო­მელ­მაც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, მუ­შა­ო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­ნაგ­რძო.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ახალ წელს გილოცავთ, ჩვენო საქართველო, ავღანეთიდან"

"ახალ წელს გილოცავთ, ჩვენო საქართველო, ავღანეთიდან"

საქართველო სამხედრო კონტიგენტი ავღანეთში სამშვიდობო მისიას 2009 წლიდან ასრულებს. ამ დროის განმავლობაში, ამ თემის გარშემო არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. კრიტიკა განსაკუთრებით მაშინ მწვავდებოდა, როდესაც ქართველი ბიჭების დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია... საბედნიეროდ, მათ მიერ იქ შეძენილი საბრძოლო გამოცდილებისა და სხვა ფაქტორების გამო, რამდენიმე მისია მშვიდობით მიმდინარეობს...

თითქმის ყველა, სამშვიდობო მისიამოვლილი სამხედრო ერთხმად ამბობს, რომ იქ მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით.

ქართველი სამხედროების თქმით, დღესასწაულებზე უცხო მიწაზე შეხვედრა, ახალბედებს, ანუ პირველ მისიაზე მყოფებს უჭირთ, თუმცა, ყოველ მომდევნო ჯერზე გამოცდილებას იძენენ და ეჩვევიან. მათივე თქმით, - "როდესაც ასე "წვრილმანებზე" აღარ ნერვიულობ, უკვე ხვდები, რომ კამუფლაჟის ჩაცმის შემდეგ, სხვა ადამიანი ხარ და პროფესიას ყველაფერზე მაღლა აყენებ..."

დათო, 29 წლის: "მეორედ ვხვდები ახალ წელს ავღანეთში. პირველად 2013 მომიწია. ოჯახისგან მოშორებით ამ დღესასწაულს პირველად ვხვდებოდი და ძალიან გამიჭირდა. ამ დროს შენს გვერდით მყოფი ადმიანები, მეგობრები გაცილებით უფრო ძვირფასები ხდებიან... თითქოს ერთი დიდი ოჯახი ვართ. მისიამოვლილებს განსაკუთრებულად თბილი და ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან... იმ წელს ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოდან. ლამის ნახევარი მთავრობა. ტელევიზიის ჟურნალისტები და ყველა ოჯახის წევრებთან დარეკვას გვთავაზობდა... დედის ხმა რომ გავიგე, თითქოს ყელში ბურთი გამეჩხირა, მაგრამ ემოციებს უნდა მოერიო... ძალიან გვიხაროდა, რადგან ამ დროს ხვდები, რომ იქ სადღაც, მიუსავლეთში, მარტო არ ხარ... გოგონებს კარვების მორთვაში დავეხმარეთ. პლასტმასის სკამებზე გაშალეს ტკბილეულით სუფრა, ნამცხვრები, წვენები, უგაზო შამპანიური... არაფერი განსაკუთრებული არ გვქონია, მაგრამ მაინც გვიხაროდა. შემდეგ ყველა ჩვენგანი დავალების შესასრულებლად წავიდა... ასე იქნება წელსაც. აქ, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ჩვენი ბიჭების აშენებული ეკლესია გვაქვს, - წმინდა გიორგის სახელობის, ჩვენ მის გარშემო ციხე-სიმაგრე აღვმართეთ, რადგან გვინდოდა საქართველოს ეკლესიებთან მიახლოებული ყოფილიყო... ეკლესიის კედლები ხაკისფერია, ჩვენი კამუფლაჟის ფერი... დღეს ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის კონცერტი გვაქვს, - ჩვენ ვმღერეთ და ვცეკვავთ. ერთი თვეა ვამზადებთ პროგრამას... ხალისი მაინც მიჰყვება, რადგან ერთად ვართ...   შობას წირვაც აღევლინება. სხვა დროსაც, ბიჭები ერთად ვლოცულობთ, რომ უდანაკარგოდ დავრბუნდეთ სამშობლოში... პარაკლისებიც ტარდება ჩვენი დაღუპული ბიჭების სულის საოხად... როდესაც საქართველოდან მეკითხებიან, - რა გენატრებაო, - რატომღაც ჰგონიათ, ხინკალი ან მწვადი უნდა გვენატრებოდეს, - ერთადერთი, ჩემი ქვეყანა მენატრება, ოჯახის წევრებინა-ახლობლებიან-მეგობრებიანად.. ჰოდა, შობა-ახალ წელს გილოცავთ, სიყვარულით, ჩვენო საქართველო, ავღანეთიდან..."

"ვიდრე პატრულირებაზე გავდიოდით, ყველა ჩვენგანი ლოცულობდა, მშვიდობით დარბუნებულიყო ოჯახს, მშობლებს, შვილებს, საცოლეს, ან საქმროს... ამ დროს განსაკუთრებით გჭირდება ვინმე გელოდებოდეს, გგულშემატკივრობდეს. ეს მეტი სტიმულია, თავს გაუფრთხილდე... ჯარმა დღესასწაულები და უქმეები არ იცის, ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, მით უფრო მისიაში და მით უფრო ავღანეთში, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება ხიფათი დაგატყდეს... ამ დროს, მოდუნებისა და გულჩვილობის დრო არ არის. უფლის, მშვიდობისა და დამდეგი წლის სადღეგრძელოს უგაზო შამპანიურით ვსვამთ... შემდეგ, ოჯახის წევრებს ვულოცავთ ინტერნეტით. დედა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად განიცდის... მეუღლის ნაკარნახევი და ჩემი 3 წლის ბიჭის ენამოჩლექით გამეორებული, - "მამიკო, მალე დაბრუნდი," - მთელ დედამიწაზე ყველაზე ტკბილი მოსასმენია... ჩემსავით ბევრს ენატრება ოჯახი, მაგრამ სადღაც გულის წვერამდე მოსულ მონატრებას ჩუმად ვიბრუნებთ, შემდეგ პირჯვარს ვიწერთ და ყველაზე სახიფათო მტერთან შესახვედრად მივდივართ, იმის იმედით, რომ "შინ" მშვიდობით დავბრუნდებით..." - ამბობს 28 წლის ირაკლი, რომელიც ახალ წელს მეორედ შეხვდება ავღანეთში სამშვიდობო მისიაში.

"ნაძვის ხესაც ვრთავდით და ტორტიც გვქონდა... ზომიერების ფარგლებში ვხალისობდით კიდეც, შემდეგ კი, ყველა ჩვენს-ჩვენს ადგილებს ვუბრუნდებოდით. ასეთ დროს, ყველაზე ძალიან გინდა შენს ოჯახში იყო, შენს პატარას მიეფერო და ჩაეხუტო, მაგრამ ყველა ჩვენგანი, ამ პროფესიას რომ ირჩევდა, იცოდა, რომ მის ცხოვრებაში ბევრი რამე მის ნებაზე არ იქნებოდა. ახალი წელი კი არა, ყოფილა შემთხვევა, სამხედროს ოჯახის წევრი გარდაცვლია და ვერ დაიტირა... ასეთია ჯარისკაცის პროფესია. მეუღლემ ჩემი პატარა გოგონას მიერ თოვლის ბაბუისთვის გაგზავნილ წერილს ფოტო გადაუღო და გამომიგზავნა. ახლაც ზეპირად მახსოვს მისი ტექსტი, - "ძვირფასო სანტა! მე კანფეტები არ მინდა. არც სათამაშოები. ბებო და ბაბუკო მიყიდიან. მარტო ის მინდა, ჩემი მამიკო ჯანმრთელი ჩამოვიდეს ჩემი დაბადების დღისთვის. გთხოვ, არ დაგავიწყდეს..." - ამბობს გიორგი კაპანაძე, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო, მუშაობა სამოქალაქო სექტორში განაგრძო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე