ახალი წლის დღეებში თოვლი მთიან რაიონებშია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის სინოპტიკოსმა თამარ პაპაშვილმა განუცხადა, 31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით დაბლობში 10-15 გრადუსი იქნება. კოლხეთის დაბლობზე იქროლებს ძლიერი აღმოსავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი შესაძლოა იყოს მცირე ნალექი, კერძოდ, კახეთში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსია მოსალოდნელი.
31 დეკემბერს თბილისში საღამოს შესაძლოა იყოს მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 6 გრადუსი, ღამით -1 გრადუსი იქნება.
1-ელ იანვარს ღამით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში თოვლი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსი იქნება; ღამით - 1-6 გრადუსი. მთაში ღამით -1;-6; მაღალმთაში -8;-3 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ღამით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით მცირე წვიმა, მთასა და მაღალმთაში - თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა -5;0; დღისით 6-11 იქნება.
1-ელ იანვარს თბილისში ღამით -2 გრადუსი, დღისით კი 9 გრადუსი იქნება. შესაძლო მცირე წვიმა.
2 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი და ყინვები შენარჩუნდება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტესად ნალექი თოვლი სახით იქნება, დღისით უმეტესად უნალექოდ. ბარში ღამით მოსალოდნელია -2; +3 გრადუსი; დღისით - 5-10 გრადუსი.
თბილისში ღამით მცირე წვიმა იქნება, დღისით კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 3 იანვარს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.