პუტინის პასუხი ამერიკას

პუტინის პასუხი ამერიკას

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს ამერიკელი დიპლომატების რუსეთიდან გაძევებაზე.

"ჩვენ არავის შევუქმნით პრობლემებს. მას შემდეგ, რაც ისინი ახალ წელს თავიანთი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად შეხვდებიან, ჩვეულებრივ შეუძლიათ რუსეთში დაბრუნება... ჩვენ არავის ვაძევებთ. ახალი წლის დღესასწაულებზე მათ სასურველ ადგილებში დასვენებას და გართობას არავინ შეუზღუდავს. მეტიც, ჩვენ რუსეთში აკრედიტებულ ამერიკელ დიპლომატებს თავიანთ შვილებთან ერთად ვეპატიჟებით კრემლში, საახალწლო და საშობაო ნაძვის ხეზე" - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში.

თუმცა, ამ განცხადების კვალდაკვალ - ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოსკოვში მდებარე ანგლო-ამერიკული სკოლა დაიხურა. "ეს არის რუსეთის პასუხის ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, მოსკოვის მხრიდან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო ახალი სანქციები დაწესდა", - წერს დასავლური მედია.

მოსკოვში არსებულ სკოლაში ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის საელჩოების თანამშრომლების შვილებთან ერთად, როგორც რუსი, ასევე, სხვა ეროვნების ბავშვებიც დადიან. სკოლის დახურვის ინფორმაცია, "სი-ენ-ენს" ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა "ტვიტერით" გაავრცელა კომენტარი, სადაც წერს, რომ ბარაკ ობამა პრეზიდენტობის ვადის ბოლოს "ანტირუსულ აგონიაშია..."

ლალი პაპასკირი

ამბები.გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე